GOGA.TV
"პატრიოტთა ალიანსის" სამ წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა
  • "პატრიოტთა ალიანსის" სამ წევრს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

    რიგგარეშე სესიაზე, "პატრიოტთა ალიანსის" სამი წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი უყარეს.

    ირმა ინაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტას 80-მა, გიორგი ლომიას - 79-მა, გოჩა თევდორაძის კი -78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

    პროცედურა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. "პატრიოტთა ალიანსი" არის პირველი პოლიტიკური პარტია, რომლის წევრთა მანდატებზე პარლამენტმა მსჯელობა დაიწყო.
    135 ნახვა
    4-01-2021, 09:15