X
GOGA.TV
4-10 იანვრის სილამაზის კალენდარი - უარი თქვით ალკოჰოლზე და მოერიდეთ სპა სალონს
  • 4-10 იანვრის სილამაზის კალენდარი - უარი თქვით ალკოჰოლზე და მოერიდეთ სპა სალონს

    მთვარე კლებადია 13 იანვრამდე და შესაფერისი დროა საახალწლო დღესასწაულზე აკრეფილი ზედმეტი კილოგრამების მოსაცილებლად. აგრეთვე, სახლის დალაგება, უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლება. 13 იანვარს ახალმთავრეობას ველოდებით და სურვილების, მიზნების ჩამოწერისთვის მოემზადეთ. თუმცა, ამაზე ცოტა მოგვიანებით, ახლა კი კვირის პროგნოზს გაეცანით:

    4 იანვარი, მთვარე ქალწულის ზოდიაქოშია. პედანტური მთვარე. მოიმატებს შრომისუნარიანობა. მეტად გამოიჩენთ ყურადღებას ჯანმრთელობის მიმართ. მოსაფრთხილებლია ნაწლავები. ეცადეთ, სწორად იკვებოთ. კარგია სახლის, პირადი ნივთების დალაგება. ჯანსაღი საკვების მიღება. დღის რეჟიმის დაცვა, გამწმენდი პროცედურების ჩატარება, პილინგი, ფიტოთერაპია.
    ცუდია - მუცლის
    პლასტიკა, მუცლის ღრუში ქირურგიული ჩარევა. წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება. მუცლის ვარჯიშების შესრულება.

    5 იანვარი, მთვარე 9:42-ზე სასწორის ზოდიაქოში გადაბრძანდება. ესთეტიკური მთვარე. ქალს სილამაზისა და ჰარმონიისკენ სწრაფვის სურვილი უჩნდება. ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები. მოუფრთხილდით თირკმლებს. შეამცირეთ ხორცეული და მარილიანი საკვები. მიიღეთ ხილი, დალიეთ მინერალური წყალი და მწვანე ჩაი.
    პლუსი - ესტუმრეთ კოსმეტოლოგს. გაიკეთეთ მანიკიური და სახის მკვებავი ნიღბები.
    მინუსი - კარგია აბანო, საუნა, მოერიდეთ გარეგნობის შეცვლის რადიკალურ მეთოდებს.

    7 იანვარი, მთვარე 12:53-ზე მორილს ესტუმრება. ემოციური მთვარე. გამძაფრებულია ემოციები და გრძნობები. მოერიდეთ რისხვის, ეჭვიანობის გამოვლენას. კარგია მედიტაცია, ლოცვა, ენერგეტიკული პრაქტიკები.
    პლუსი - კონტრასტული შხაპი, სულიერი პრაქტიკები, კანის გაახალგაზრდავება, მეზოთერაპიის სეანსი.
    მინუსი - არ ჩაერიოთ ენდოკრინული სისტემის მუშაობაში. აგრეთვე, საშარდე ბუშტის სისტემაში. არ ესტუმროთ გინეკოლოგს.

    9 იანვარი, მთვარე 15:15-ზე მშვილდოსანში გადავა. კანისთვის გამოიყენეთ ცხიმიანი კრემები, რომლებიც ზეითუნის, ზურძნის კურკის ზეთზეა დამზადებული ან ორგანულ ცხიმებზე. მოსაფრთხილებელია ღვიძლი, უარი თქვით ალკოჰოლზე. ჩაცმულობაში მეტად გამოიყენეთ ლურჯი, ძოწისფერი.

    პლუსი - ესტუმრეთ სპა-სალონს, კარგია პილინგი, კანზე წარმონაქმნების მოშორება აგრეთვე, ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა.
    მინუსი - მოერიდეთ თეძოებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროცედურას. განსაკუთრებით - ლიპოსაქციას.

    წყარო: marao.ge
    96 ნახვა
    5-01-2021, 02:53