GOGA.TV
gogatv
3
2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ტყუპისთვის
  • 2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ტყუპისთვის

    ერთ ად­გილ­ზე გა­ჩე­რე­ბა გა­გი­ჭირ­დე­ბათ. ენერ­გი­უ­ლი ხართ, ძველ საქ­მე­ებ­საც და­ას­რუ­ლებთ და ახალ პრო­ექ­ტებ­შიც ჩა­ერ­თვე­ბით. იყა­ვით მაქ­სი­მა­ლუ­რად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი. კარ­გად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ შე­მოქ­მე­დე­ბით იდე­ებს. ყუ­რა­დღე­ბით გა­ა­ფორ­მეთ დო­კუ­მენ­ტე­ბი. ნუ დაფ­რი­ნავთ ღრუბ­ლებ­ში, ეცა­დეთ, მყა­რად იდ­გეთ მი­წა­ზე. გახ­შირ­დე­ბა მივ­ლი­ნე­ბა, გა­ი­ჩენთ ერ­თგულ პარტნი­ო­რებს, გა­მოც­დი­ლე­ბა­საც შე­ი­ძენთ და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც მო­გე­ცე­მათ. უსაფრ­თხო ად­გი­ლებ­ში იმოგ­ზა­უ­რეთ. სა­ტურ­ნის გა­დას­ვლა მერ­წყულ­ში მომთმენ­სა და ბრძენს გაგხდით, და იუ­პი­ტე­რის - ბედ­ნი­ე­რე­ბას შეგ­მა­ტებთ. შან­სი მო­გე­ცე­მათ, რომ და­წი­ნა­ურ­დეთ, აჯო­ბოთ კონ­კუ­რენ­ტებს. ნუ გა­მო­ე­კი­დე­ბით წვრილ­მა­ნებს, იყა­ვით მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი მას­შტა­ბურ­სა და მნიშ­ვნე­ლო­ვან­ზე. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ გარ­შე­მო მყო­ფე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი.

    შე­იძ­ლე­ბა მო­გი­წი­ოთ უცხო­ე­ლებ­თან მუ­შა­ო­ბამ, სა­ზღვარ­გა­რეთ ან დის­ტან­ცი­უ­რად. ნუ მი­ა­ტო­ვებთ პრო­ექ­ტებს შუა გზა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ მათ­გან მა­ტე­რი­ა­ლურ შე­მო­სა­ვალს ელო­დე­ბით. ნუ უგუ­ლე­ბელ­ყოფთ გა­მოც­დი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რჩე­ვებს. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლე­ბა უყუ­რა­დღე­ბოდ არ მი­ა­ტო­ვოთ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნა­თე­სა­ვებ­თან. ნუ გა­და­დებთ მო­მავ­ლის­თვის იმას, რისი გა­კე­თე­ბაც დღეს შე­გიძ­ლი­ათ. მზად იყა­ვით ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის. აკონ­ტრო­ლეთ გან­წყო­ბა, პე­რი­ო­დუ­ლად ეკონ­ტაქ­ტეთ მკურ­ნალ ექიმს, თუ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი გა­წუ­ხებთ.

    მა­მა­კა­ცე­ბი
    ჰარ­მო­ნია და­ი­სად­გუ­რებს საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. მარ­ტო­ხე­ლე­ბი ნუ იქ­ნე­ბით მო­მარ­თუ­ლე­ბი რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, ერ­თსა და გა­ნუ­მე­ო­რე­ბელს თუ შეხ­ვდე­ბით, აღარ გა­უშ­ვათ ხე­ლი­დან. მო­ე­რი­დეთ დრა­მა­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ებს. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა მამა გახ­დეთ. რაც შე­ე­ხე­ბა ფულს, ნუ ნერ­ვი­უ­ლობთ, მთე­ლი წელი საკ­მა­რი­სად გექ­ნე­ბათ. თუმ­ცა, დაგ­რო­ვე­ბას ვერ შეძ­ლებთ. სხვა­თა შო­რის, რამ­დენ­ჯერ­მე მო­გი­წევთ ისე­თი პრო­ექ­ტე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, რაც ფულს მო­გი­ტანთ. სამ­სა­ხურ­ში იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და პრაგ­მა­ტუ­ლი.

    ქა­ლე­ბი
    პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბა არ გე­ლით, ერთი რო­მა­ნი მე­ო­რეს შეც­ვლის. ახა­ლი მა­მა­კა­ცე­ბის გაც­ნო­ბა და და­შო­რე­ბა გახ­შირ­დე­ბა. თუმ­ცა, ასე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა უფრო გა­გა­ხა­ლი­სებთ და ენერ­გი­ას შეგ­მა­ტებთ. 2021 ცვლი­ლე­ბე­ბის წე­ლია, ნამ­დვილ სიყ­ვა­რულს აგ­ვის­ტო­ში შეხ­ვდე­ბით. ეცა­დეთ, შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ ეს მა­მა­კა­ცი. მე­გობ­რებ­თან ერ­თად ხში­რად გა­დით ბუ­ნე­ბა­ში, მო­ა­წყვეთ პიკ­ნი­კი, გან­სა­კუთ­რე­ბით, როცა დეპ­რე­სია შე­მო­გი­ტევთ. ნუ გა­ე­კი­დე­ბით წარ­სულს, გა­უფრ­თხილ­დით ნერ­ვულ სის­ტე­მას. სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ მგზავ­რო­ბი­სას.

    2021 წლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტე­ბი
    მეტი დრო და­უთ­მეთ თვით­გან­ვი­თა­რე­ბას. იყა­ვით პო­ზი­ტი­უ­რი. გა­მო­ნა­ხეთ დრო ჯან­მრთე­ლო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. ძირ­ფეს­ვი­ა­ნად მო­გი­წევთ კვე­ბი­სა და მუ­შა­ო­ბის რე­ჟი­მის შეც­ვლა. იყა­ვით თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი და მიზ­ნა­მი­მარ­თუ­ლი. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ ურ­თი­ერ­თო­ბა იმ ადა­მი­ა­ნებ­თან, ვის­თა­ნაც გი­წევთ მუ­შა­ო­ბა. აგ­რეთ­ვე მათ­თან, ვინც თქვენ­თვის ძვირ­ფა­სია. კა­პი­ტალ­და­ბან­დე­ბა თქვენ­გან დიდ დაკ­ვირ­ვე­ბას მო­ი­თხოვს. ტყუ­პის უმე­ტე­სო­ბა და­ქორ­წი­ნე­ბას გა­და­წყვეტს. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი იყა­ვით მე­ტად რო­მან­ტი­კუ­ლე­ბი მე­უღ­ლის მი­მართ. გა­ა­ნე­ბივ­რეთ სი­ურპრი­ზე­ბით, თუ ურ­თი­ერ­თო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა გსურთ. ენერ­გია მუ­შა­ო­ბა­ზეც გე­ყო­ფათ და გარ­თო­ბა­ზეც. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოთ მი­სა­მარ­თის შეც­ვლა, პი­რა­დი ბიზ­ნე­სის გახ­სნა. იყა­ვით ყუ­რა­დღე­ბით წვრილ­მა­ნე­ბი­სად­მი. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ნათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან. გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ უცხო ენა. ნუ და­ი­წყებთ ერ­თდრო­უ­ლად ასი საქ­მის კე­თე­ბას, იყა­ვით თან­მიმ­დევ­რუ­ლი და და­ას­რუ­ლეთ ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც და­ი­წყებთ, და­ი­ვი­წყეთ "არ შე­მიძ­ლია" ,"მერე გა­ვა­კე­თებ". სა­სურ­ვე­ლის მიღ­წე­ვას მხო­ლოდ სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რებ­თან თავ­და­უ­ზო­გა­ვი მუ­შა­ო­ბით შეძ­ლებთ. მარ­ტო­ხე­ლებს სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რე­ბი გე­ლით. იყა­ვით ერ­თგუ­ლი და არა ქა­რაფ­შუ­ტა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოთ პრო­ფე­სია ან და­მა­ტე­ბით შე­ის­წავ­ლოთ რო­მე­ლი­მე სფე­რო. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. მო­ე­რი­დეთ ავან­ტი­უ­რას, აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი, და­ი­ცა­ვით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი წე­სე­ბი და ნორ­მე­ბი.

    2021 წლის ზამ­თა­რი
    მთა­ვა­რი მოვ­ლე­ნა რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა იქ­ნე­ბა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია ხან და­შო­რე­ბა, ხან ისევ შე­რი­გე­ბა, ახა­ლი გა­ტა­ცე­ბა. იყა­ვით გუ­ლახ­დი­ლი და ერ­თგუ­ლი. ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე რო­მანს ნუ გა­ა­ბამთ. შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რე­ბი გა­ი­ჩი­ნოთ - უცხო­ე­ლე­ბი ან კვა­ლი­ფი­ცი­უ­რე­ბი. ყუ­რა­დღე­ბით გა­ა­ფორ­მეთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი. ხში­რად მო­გი­წევთ კონ­ტაქ­ტე­ბი უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან და მივ­ლი­ნე­ბე­ბი. ბიზ­ნეს­მე­ნებ­მა დაკ­ვირ­ვე­ბით გა­ა­ფორ­მეთ დო­კუ­მენ­ტე­ბი. ახა­ლი იდე­ე­ბი მხო­ლოდ ერ­თგულ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლეთ. დე­ლი­კა­ტუ­რად მო­ე­ქე­ცით სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბით, კუჭ-ნაწ­ლა­ვის სის­ტე­მას. მო­ე­რი­დეთ კვე­ბით მო­წამ­ვლას. მი­ირ­თვით ბა­ლა­ხე­უ­ლი ჩაი. სე­ზო­ნუ­რი ხილი და ბოსტნე­უ­ლი. გახ­სოვ­დეთ, რომ ზამ­თარ­ში თქვე­ნი მთა­ვა­რი მტე­რი გა­და­ცი­ვე­ბა, ტრავ­მე­ბი და ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვაა.

    2021 წლის გა­ზა­ფხუ­ლი
    შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი და­ქორ­წი­ნე­ბას მო­ინ­დო­მებთ, რო­გორც ზღაპ­რებ­შია "ისი­ნი ცხოვ­რობ­დნენ ერ­თად და ბედ­ნი­ე­რად". გა­უფრ­თხილ­დით ერ­თმა­ნე­თის გრძნო­ბებს. აპ­რილ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი უნდა იყოთ სამ­სა­ხურ­ში, შე­იძ­ლე­ბა კო­ლე­გე­ბის შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბაც თქვენ მო­გი­წი­ოთ. და­აკ­ვირ­დით, რას გე­უბ­ნე­ბი­ან ისი­ნი და რას პა­სუ­ხობთ თქვენ. მცი­რე კა­მა­თიც კი შე­იძ­ლე­ბა და­უს­რუ­ლე­ბელ კონ­ფლიქ­ტში გა­და­ი­ზარ­დოს. მა­ი­სი ნა­ყო­ფი­ე­რი თვეა. არ და­კარ­გოთ არც ერთი წუთი, იმუ­შა­ვეთ სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე. ნუ და­აგ­ვი­ა­ნებთ საქ­მი­ან შეხ­ვედ­რებ­ზე. თუ შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაქვთ, უქ­მე­ე­ბი ქა­ლაქ­გა­რეთ, მე­გობ­რებ­თან ან საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად გა­ა­ტა­რეთ. მე­უღ­ლეს­თან და­ძა­ბუ­ლო­ბა მშვი­დად მო­აგ­ვა­რეთ. ბავ­შვებ­თან გა­მო­ნა­ხეთ სა­ერ­თო ენა. გა­მო­ნა­ხეთ დრო მათ­თან ერ­თად გარ­თო­ბი­სა და სე­ირ­ნო­ბის­თვის. ნერ­ვე­ბი მო­საფრ­თხი­ლე­ბე­ლია. სა­ჭეს­თან და ექ­სტრე­მა­ლურ სპორტთან სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ.

    2021 წლის ზა­ფხუ­ლი
    თუ მე­უღ­ლეს­თან მუდ­მი­ვად კონ­ფლიქ­ტი გაქვთ, რა­ღაც უნდა შეც­ვა­ლოთ. შე­იძ­ლე­ბა ოჯა­ხის ფსი­ქო­ლოგ­თა­ნაც კი დაგ­ჭირ­დეთ კონ­სულ­ტა­ცი­ის გავ­ლა. ურ­თი­ერ­თო­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბას რამ­დე­ნი­მე დღით ზღვა­ზე გამ­გზავ­რე­ბით უშ­ვე­ლით. იყა­ვით მო­სიყ­ვა­რუ­ლე და მზრუნ­ვე­ლი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ. თუ ოჯახ­ში ბავ­შვე­ბი გყავთ, მათ­ზეც იზ­რუ­ნეთ. ზა­ფხუ­ლი იდე­ა­ლუ­რი დროა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. ნა­ყო­ფი­ე­რი პე­რი­ო­დი გე­ლით მხატ­ვრებს, ჟურ­ნა­ლის­ტებს, ლი­ტე­რა­ტო­რებს, კი­ნო­სა და თე­ატ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს. ფულს იდე­ე­ბის, პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით მი­ი­ღებთ. და­ი­ცა­ვით დღის რე­ჟი­მი. შე­ამ­ცი­რეთ გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლე­ბი­სა და მა­რი­ლი­ა­ნი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა. მო­ე­რი­დეთ თვით­მკურ­ნა­ლო­ბას, გა­ე­სინ­ჯეთ სპე­ცი­ა­ლიტს.

    2021 წლის შე­მოდ­გო­მა
    სა­სი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი პე­რი­ო­დი და­გიდ­გათ. პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი მო­სა­ლოდ­ნე­ლია პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც და კა­რი­ე­რა­შიც. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი თუ პა­სი­უ­რობს, თქვენ იაქ­ტი­უ­რეთ, მო­ა­წყვეთ ქა­ლაქ­გა­რეთ გას­ვლე­ბი, მე­გობ­რუ­ლი და რო­მან­ტი­კუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი. მარ­ტო­ხე­ლებს სა­ბე­დის­წე­რო შეხ­ვედ­რა გე­ლო­დე­ბათ. რო­მა­ნი გან­ვი­თარ­დე­ბა სწრა­ფად და ლა­მა­ზად. უკვე ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში კი და­ქორ­წი­ნე­ბის­თვის იქ­ნე­ბით მზად. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა უმ­ნიშ­ვნე­ლო მი­ზე­ზიც კი გა­მო­ი­ყე­ნეთ, რომ მო­ა­წყოთ ოჯა­ხუ­რი დღე­სას­წა­უ­ლი და გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ ერ­თმა­ნეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. სამ­სა­ხურ­ში ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე საქ­მის შეს­რუ­ლე­ბა მო­გი­წევთ. შე­იძ­ლე­ბა ზო­გი­ერ­თი პრო­ექ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად სპე­ცი­ა­ლის­ტის კონ­სულ­ტა­ცია დაგ­ჭირ­დეთ. ბიზ­ნეს­მე­ნებ­მა და­ა­ბან­დეთ ფული მშე­ნებ­ლო­ბა­ში, სა­ქო­ნელ­ში. ოქ­ტომ­ბერ­ში ფული ყუ­რა­დღე­ბით დათ­ვა­ლეთ. წლის ბოლო სა­უ­კე­თე­სო დროა მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად. მე­ტად გა­უფრ­თხილ­დით ჯან­მრთე­ლო­ბას. გა­იძ­ლი­ე­რეთ იმუ­ნი­ტე­ტი. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი გაქვთ. მი­ი­ღეთ სე­ზო­ნუ­რი ვი­ტა­მი­ნე­ბი, ზო­მი­ე­რად ივარ­ჯი­შეთ. ნუ უგუ­ლე­ბელ­ყოფთ ექი­მის რჩე­ვებს, დრო­უ­ლად მი­ი­ღეთ და­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი.

    შვე­ბუ­ლე­ბა
    თუ 2021 წელს აქ­ტი­უ­რად არ იმოგ­ზა­უ­რებთ და და­ის­ვე­ნებთ, ჭკუ­ი­დან შე­იშ­ლე­ბით. რო­გორც კი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ, გარ­თო­ბა და აქ­ტი­უ­რი კონ­ტაქ­ტე­ბი გა­ი­ხა­დეთ უმ­თავ­რეს მიზ­ნად. შვე­ბუ­ლე­ბა აი­ღეთ გა­ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს, ზა­ფხულ­ში და შე­მოდ­გო­მის და­სა­წყის­ში. აუ­ცი­ლებ­ლად გა­ემ­გზავ­რეთ რამ­დე­ნი­მე დღით ზღვა­ზე, მთა­ში; გა­ე­ცა­ნით აღ­მო­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებს. მე­ტად იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი სუ­ლი­ერ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე; მე­დი­ტა­ცია, იოგა და რე­ლაქ­სა­ცია სა­უ­კე­თე­სოა დას­ვე­ნებ­სით­ვის.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    128 ნახვა
    6-01-2021, 03:24