GOGA.TV
კორონავირუსის კიდევ ერთი ახალგაზრდა მსხვერპლი ჰყავს
  • კორონავირუსის კიდევ ერთი ახალგაზრდა მსხვერპლი ჰყავს

    კორონავირუსის კიდევ ერთი ახალგაზრდა მსხვერპლი ჰყავს. დღეს ვირუსი გარდაცვლილებს შორის, ერთ-ერთია 21 წლის გოგოა. ის ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში მკურნალობდა. მოულოდნელად მდგომარეობა დამძიმდა, რომლის გაუმჯობესებაც ვერ მოხერხდა.

    "21 წლის გოგო, კლინიკაში შემოვიყვანეთ გასული წლის 12 დეკემბერს, მას შემოყვანისას ჰქონდა ფილტვის ძალიან მძიმე დაზიანება, დაზიანების ინდექსი შეფასდა 18-20-ით, მაქსიმუმი კი 24-ია. პაციენტს ჰქონდა ორმხრივი პნევმონია და გართულებული სუნთქვა. ამის გამო კი, რამდენიმე დღეში საჭირო გახდა მისი მართვითი სუნთქვის აპარატზე გადაყვანა.

    ჩვენს მედიკოსებს ყოველდღე ჰქონდათ კონსულტაციები, როგორც თბილისის წამყვან სპეციალისტებთან, ასევე უცხოეთში მოღვაწე ქართველ მედიკოსებთან. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, სამწუხაროდ, გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა," - აცხადებს "ბაუს" საერთაშორისო ჰოსპიტალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ცირა აბულაძე.
    120 ნახვა
    6-01-2021, 10:13