X
GOGA.TV
2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კუროებისთვის
  • 2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კუროებისთვის

    მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ გიყ­ვართ წარ­სულ­ში დაბ­რუ­ნე­ბა, 2021 წელს უნდა მი­უბ­რუნ­დეთ ადრე და­წყე­ბულ პრო­ექ­ტებს; უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ ძვე­ლი გეგ­მე­ბი. იმი­სათ­ვის, რომ და­წი­ნა­ურ­დეთ და კა­რი­ე­რულ კი­ბე­ზე წინ აი­წი­ოთ, ჯერ ქვე­და სა­ფე­ხუ­რებ­ზე უნდა გა­იმ­ყა­როთ პო­ზი­ცია. გა­თა­ვი­სუფ­ლდით ძვე­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის­გან, იყა­ვით მზად სი­ახ­ლე­ე­ბის­თვის. თა­მა­მად და გა­ბე­დუ­ლად იმოქ­მე­დეთ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი ბიზ­ნესპრო­ექ­ტე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, ზოგი შე­მოქ­მე­დე­ბით საქ­მი­ა­ნო­ბას მი­უბ­რუნ­დეს. საქ­მე­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ნურც ოჯახს მო­აკ­ლებთ ყუ­რა­დღე­ბას, ახ­ლობ­ლებ­თან კონ­ფლიქ­ტი რომ აი­ცი­ლოთ. მა­ტე­რი­ა­ლუ­რა­დაც მე­ტად გუ­ლუხ­ვი უნდა იყოთ, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის. ხში­რად და­უთ­მეთ, ნუ გა­ჯი­უტ­დე­ბით, ზო­მი­ე­რად გა­მო­ავ­ლი­ნეთ ლი­დე­რის თვი­სე­ბე­ბი. ნუ აჩ­ქარ­დე­ბით დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნი­სას. უფ­რო­სი თუ ხართ, მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა შე­იქ­მე­ნით კო­ლე­გებ­თან. ეცა­დეთ, მათ­თვის სა­მა­გა­ლი­თო იყოთ.

    საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ გუ­ლახ­დი­ლად გა­მო­ხა­ტეთ თქვე­ნი გრძნო­ბე­ბი. იყა­ვით მე­ტად მო­სიყ­ვა­რუ­ლე. ნუ გა­და­დებთ ხვა­ლის­თვის იმას, რისი გა­კე­თე­ბაც დღეს შე­გიძ­ლი­ათ. ფული საკ­მა­რი­სად გექ­ნე­ბათ სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად. დას­ვე­ნე­ბა­საც შეძ­ლებთ, მოგ­ზა­უ­რო­ბა­საც და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა­საც. ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ სა­ბუ­თებ­თან, თუ ჟურ­ნა­ლის­ტი, მეც­ნი­ე­რი ან პე­და­გო­გი ხართ, და­აკ­ვირ­დით, რას წერთ და ამ­ბობთ.

    მა­მა­კა­ცე­ბის­თვის
    სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში - ტექ­ნი­კა, ხე­ლოვ­ნე­ბა, ხელ­საქ­მე - მო­გინ­დე­ბათ გან­ვი­თა­რე­ბა. ყვე­ლა სფე­რო­ში გა­მო­გიჩ­ნდე­ბი­ან თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი, ვის­თან ერ­თა­დაც შეძ­ლებთ მუ­შა­ო­ბას. გა­მო­ნა­ხეთ დრო უცხო ენის შე­სას­წავ­ლა­დაც. ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის, ზო­გი­ერ­თის გამო შე­იძ­ლე­ბა კრე­დი­ტის აღე­ბა­მაც მო­გი­წი­ოთ, მაგ­რამ მარ­ტი­ვად გა­და­იხ­დით ვალს. მარ­ტო­ხე­ლებს დას­ვე­ნე­ბის, მოგ­ზა­უ­რო­ბის პე­რი­ოდ­ში გე­ლით თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი რო­მა­ნის და­წყე­ბა. თქვე­ნი გა­და­სა­წყვე­ტია, გა­აგ­რძე­ლებთ თუ არა მას. აკონ­ტრო­ლეთ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. მო­ე­რი­დეთ ფი­ზი­კურ გა­დაღ­ლას.

    ქა­ლე­ბის­თვის
    საკ­მა­რი­სად რე­ა­ლის­ტი ხართ და კარ­გად იცით, რო­მელ სფე­რო­ში უნდა გან­ვი­თარ­დეთ. აღი­ა­რე­ბაც გე­ლით და წარ­მა­ტე­ბე­ბიც. ფული საკ­მა­რი­სად გექ­ნე­ბათ. ხში­რად შეხ­ვდით ახ­ლობ­ლებს. იყა­ვით მო­სიყ­ვა­რუ­ლე მათ მი­მართ. გა­და­ხე­დეთ სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბას. შე­იძ­ლე­ბა მცი­რე კო­რექ­ტი­ვე­ბი შე­ი­ტა­ნოთ. ჩა­ე­წე­რეთ კოს­მე­ტო­ლოგ­თან ვი­ზიტ­ზე. აი­მაღ­ლეთ თვით­შე­ფა­სე­ბა, წა­ი­კი­თხეთ სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნე­ბი, ჩა­ე­წე­რეთ ვარ­ჯიშ­ზე.

    2021 წლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტე­ბი
    ძველ პრობ­ლე­მებს მარ­ტი­ვად მო­აგ­ვა­რებთ. ეცა­დეთ, და­ას­რუ­ლოთ ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც წინა წელს გქონ­დათ და­წყე­ბუ­ლი. ნუ გექ­ნე­ბათ ილუ­ზია, რომ ვი­ღაც სხვა გა­ა­კე­თებს თქვენს საქ­მეს, თა­ვად უნდა იყოთ მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. აკე­თეთ ის, რაც კარ­გად გა­მოგ­დით და არ იზარ­მა­ცოთ. აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ნა­ხეთ დრო და­სას­ვე­ნებ­ლად, ბუ­ნე­ბა­ში სე­ირ­ნო­ბის­თვის. ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის გამო ნუ გა­არ­თუ­ლებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. გა­იხ­სე­ნეთ ძვე­ლი ჰობი, რაც ადრე სი­ა­მოვ­ნე­ბას გა­ნი­ჭებ­დათ. აუ­ცი­ლებ­ლად, ყო­ველ­თვი­უ­რად გა­და­ი­ნა­ხეთ გარ­კვე­უ­ლი თან­ხა. მი­ი­ღეთ პრო­დუქ­ტე­ბი, რო­მე­ლიც გა­გი­უმ­ჯო­ბე­სებთ იმუ­ნი­ტეტს. იყა­ვით აქ­ტი­უ­რი. დი­ლა­ო­ბით ცოტა ხანი მა­ინც ივარ­ჯი­შეთ.

    ყვე­ლა სფე­რო­ში, სა­დაც წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა გსურთ, და­ი­სა­ხეთ კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მე­ბი. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გავ­ლე­ნი­ან მე­გობ­რებ­თან. იყა­ვით მათი მად­ლი­ე­რი, ვინც წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა­ში, სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა­ში გეხ­მა­რე­ბათ. კონ­კუ­რენ­ტებ­თან ბრძო­ლი­სას იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი. თუ კომ­ფორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბა გსურთ, ბე­ჯი­თად უნდა იმუ­შა­ოთ. სა­სურ­ვე­ლი შან­სი, ადა­მი­ა­ნი, ნივ­თი არ გა­უშ­ვათ ხე­ლი­დან. კო­ლექ­ტივ­ში კონ­ფლიქ­ტი­სა და ქიშ­პო­ბის გა­რე­შე უნდა იმოქ­მე­დოთ. ყვე­ლას­თან შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ ჰარ­მო­ნი­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ყვე­ლა­ფერს შეძ­ლებთ და მი­აღ­წევთ, თუ მო­ინ­დო­მებთ. წარ­მა­ტე­ბა ელით კუ­რო­ებს, რომ­ლე­ბიც არ­ქი­ტექ­ტუ­რის, იუ­რისპრუ­დენ­ცი­ის, სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვის სფე­რო­ებ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბენ.

    2021 წლის ზამ­თა­რი
    ახა­ლი საქ­მე, ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, ახა­ლი მიღ­წე­ვე­ბი, - აი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ზამ­თარ­ში გე­ლით. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და აქ­ტი­უ­რი. ვარ­სკვლა­ვე­ბი თქვენ მხა­რეს არი­ან და და­გეხ­მა­რე­ბი­ან სა­სურ­ვე­ლის მიღ­წე­ვა­ში. მო­სა­ლო­დე­ლია სარ­ფი­ა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბა, მივ­ლი­ნე­ბა, და­წი­ნა­უ­რე­ბა, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. ბიზ­ნე­სის გან­ვთა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ. თუ შეხ­ვდე­ბით ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც თქვენს სულს და გულს მო­ე­წო­ნე­ბა, თა­მა­მად გა­მო­ავ­ლი­ნეთ მის მი­მართ გრძნო­ბე­ბი. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა შე­იძ­ლე­ბა ერთი ბუ­დის აშე­ნე­ბა გა­და­წყვი­ტოთ. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა კი - ბავ­შვის გა­ჩე­ნა. უნდა და­ას­რუ­ლოთ ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც სი­ა­მოვ­ნე­ბას აღარ გა­ნი­ჭებთ. აკონ­ტრო­ლეთ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. გა­მო­იკ­ვლი­ეთ ნაღ­ვლის ბუშ­ტი, ღვიძ­ლი, ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვა­ლი. აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღეთ ვი­ტა­მი­ნე­ბი ხი­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის სა­ხით. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ დი­ლა­ო­ბით და­ი­წყებთ ვარ­ჯიშს და წო­ნა­საც და­ი­რე­გუ­ლი­რებთ.

    2021 წლის გა­ზა­ფხუ­ლი
    მეტი მოთ­მი­ნე­ბა უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ, თუ არ გსურთ არ­სე­ბუ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­ში­რის გა­წყვე­ტა. ხში­რი კონ­ფლიქ­ტე­ბი მხო­ლოდ და­შო­რე­ბას მო­გი­ტანთ. იყა­ვით მე­ტად მომთმე­ნი და მზრუნ­ვე­ლი. და არა პრე­ტენ­ზი­უ­ლი და ჯუ­ჯღუ­ნა. სე­ზო­ნის მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვია კა­რი­ე­რა და ფული. აკონ­ტრო­ლეთ სა­კუ­თა­რი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გარ­შე­მო მყო­ფებ­თან და თა­ვად ის ხალ­ხიც, ვის­თა­ნაც გაქვთ ურ­თი­ერ­თო­ბა. იზ­რუ­ნეთ ფი­ზი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. გაფრ­თხილ­დით, რომ არ გა­გიმწვავ­დეთ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი. ნუ გა­და­დებთ მკურ­ნა­ლო­ბას, ოპე­რა­ცი­ას.

    2021 წლის ზა­ფხუ­ლი
    მეტი დრო და­უთ­მეთ შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბას. უამ­რა­ვი სი­ახ­ლე და ცვლი­ლე­ბა გე­ლით. ზო­გი­ერ­თმა შე­საძ­ლოა საქ­მი­ა­ნო­ბა მე­გო­ბარ­თან ან საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად და­ი­წყოთ. სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებს გა­იც­ნობთ და ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ სი­ახ­ლე­ე­ბის, ცვლი­ლე­ბე­ბის. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა საქ­მი­ა­ნი კავ­ში­რით და­ი­წყოს და სა­სიყ­ვა­რუ­ლო­ში გა­და­ი­ზარ­დოს. ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ავ­ლი­ნეთ კო­ლე­გე­ბი­სად­მი. ზო­გის­გან შე­იძ­ლე­ბა უსი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზე­ბი მი­ი­ღოთ. უფ­როს­თა­ნაც კო­რექ­ტუ­ლო­ბა და თავ­და­ჭე­რი­ლო­ბა მო­გე­თხო­ვე­ბათ. გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ ჯან­მრთე­ლო­ბა, გა­ი­კა­ჟეთ სხე­უ­ლი. მზე, ჰა­ე­რი და წყალ­თან კონ­ტაქ­ტი გა­გი­უმ­ჯო­ბე­სებთ ფი­ზი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­საც და გან­წყო­ბა­საც. ხში­რად გა­დით ბუ­ნე­ბა­ში. დი­ლა­ო­ბით სკვერ­ში სირ­ბი­ლი და სა­ღა­მო­ო­ბით ფე­ხით სი­ა­რუ­ლიც სა­სარ­გებ­ლოდ წა­გა­დე­ბათ. რა­ცი­ო­ნი გა­ამ­დიდ­რეთ ხი­ლით, ბოსტნე­უ­ლი­თა და მწვა­ნი­ლით. აგ­ვის­ტო­ში აუ­ცი­ლებ­ლად და­ის­ვე­ნეთ. არ და­ი­ნა­ნოთ ფული სა­კუ­თარ სი­ა­მოვ­ნე­ბა­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ტი­მურ სფე­როს, მო­ე­რი­დეთ ახალ­გაც­ნო­ბი­ლებ­თან სი­ახ­ლო­ვეს. არა­სა­სურ­ვე­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან რომ და­იც­ვათ თავი.

    2021 წლის შე­მოდ­გო­მა
    პო­ზი­ტი­უ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი გე­ლით. რა თქმა უნდა, სა­მუ­შა­ოც მო­გე­მა­ტე­ბათ. მარ­ტო სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბა კი არა, რუ­ტი­ნუ­ლი საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბაც მო­გი­წევთ. კარ­გი პე­რი­ო­დია ქორ­წი­ნე­ბის­თვის, ნიშ­ნო­ბის­თვის და მდიდ­რუ­ლი ქორ­წი­ლის გა­დას­ხდე­ლად. გა­მო­ნა­ხეთ დრო სუ­ლი­ე­რი პრაქ­ტი­კე­ბის­თვის, კარ­გია მე­დი­ტა­ცია. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა და­ათ­ბეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. დის­ციპ­ლი­ნა და პუნ­ქტუ­ა­ლუ­რო­ბა - ეს ორი ფაქ­ტო­რი უნდა გა­ი­ხა­დოთ უპი­რა­ტე­სად. მო­ე­რი­დეთ სა­ეჭ­ვო საქ­მი­ა­ნო­ბას, ავან­ტი­უ­რას. სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბაც გა­და­ა­მოწ­მეთ სან­დო­ო­ბა­ზე. ნო­ემ­ბე­რი და დე­კემ­ბე­რი ის თვე­ე­ბია, როცა უნდა შე­ა­ნე­ლოთ აქ­ტი­უ­რო­ბა, მე­ტად და­ის­ვე­ნოთ. გა­მო­ი­ძი­ნეთ, ისე­ირ­ნეთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე.

    2021 წლის შვე­ბუ­ლე­ბა
    ზა­ფხულ­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ი­მუხ­ტოთ ენერ­გი­ით, პო­ზი­ტი­ვით, ამი­ტომ აუ­ცი­ლებ­ლად, რამ­დენ­მე დღით მა­ინც გა­დით ქა­ლაქ­გა­რეთ. სამ­წუ­ხა­როდ, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გამო სრულ­ყო­ფილ დას­ვე­ნე­ბას ვერ შეძ­ლებთ. გა­ზა­ფხულ­სა და შე­მოდ­გო­მა­ზე აი­ღეთ შვე­ბუ­ლე­ბა და დატ­კბით დას­ვე­ნე­ბით. აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ერ­თეთ ექ­სკურ­სი­ებ­ში, პი­ლიგ­რი­მულ და ის­ტო­რი­ულ ტუ­რებ­ში. აპ­რი­ლი კარ­გი თვეა მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის. მაგ­რამ გაფრ­თხილ­დით, იმა­ტებს ტრავ­მი­სა და მო­წამ­ვლის ალ­ბა­თო­ბა. და­ი­ცა­ვით ყვე­ლა­ფერ­ში ზო­მი­ე­რე­ბა.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    58 ნახვა
    7-01-2021, 09:35