GOGA.TV
  • გადატრიალების მცდელობა იყო, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა წაახალისა - ადამ კინზინგერი

    "რესპუბლიკელი" სენატორი ადამ კინზინგერი ამერიკაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც კიზინგერი აცხადებს, კაპიტოლიუმის შტურმი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო.

    "რაც ჩვენ ყველამ აშშ-ის კაპიტოლიუმში ვიხილეთ, არ არის ამერიკა, რომელიც თავისუფლებისა და იმედის შუქურაა მსოფლიოსთვის. კაპიტოლიუმის შტურმი გადატრიალების მცდელობა იყო. ეს გადატრიალების მცდელობა პრეზიდენტმა ტრამპმა წაახალისა და არცთუ ბევრი რამ გააკეთა კაპიტოლიუმისა და კონსტიტუციის დასაცავად. მოვუწოდებ "რესპუბლიკური" პარტიის ლიდერებს, მომხდარი და მისი შედეგები დაგმონ. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ "რესპუბლიკური" პარტიის პრინციპებს და ვიბრძოლოთ კონსტიტუციისა და ჩვენი ამერიკული თავისუფლების დასაცავად," - განაცხადა ადამ კინზინგერმა.

    ამერიკაში განვითარებულ მოვლენებს ყოფილი პრეზიდენტები გამოეხმაურნენ. ბარაკ ობამამ კაპიტოლიუმში მომხდარი ძალადობა დაგმო და სიტუაციის ესკალაციაში პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაადანაშაულა. ამერიკის ყოფილმა რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კი განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებს ასე ბანანის რესპუბლიკაში აპროტესტებენ. მოვლენებს ეროვნულ ტრაგედიად აფასებს ჯიმი კარტერი, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემის უზრუნველყოფაზე ამახვილებს ყურადღებას. სამარცხვინოს უწოდებს კონგრესში განვითარებულ მოვლენებს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.
    221 ნახვა
    7-01-2021, 09:48