X
GOGA.TV
იანვრის მნიშვნელოვანი ასტრომოვლენები, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ - "აქტუალური იქნება ცდუნებები, მოულოდნელობები და აგრესიულობა"
  • იანვრის მნიშვნელოვანი ასტრომოვლენები, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ - "აქტუალური იქნება ცდუნებები, მოულოდნელობები და აგრესიულობა"

    ახა­ლი წლის პირ­ვე­ლი თვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნე­ბით იქ­ნე­ბა აღ­სავ­სე. 2020 წლის 21 დე­კემ­ბერს ორი პლა­ნე­ტა - სა­ტურ­ნი და იუ­პი­ტე­რი შე­ერ­თდა მერ­წყუ­ლის პირ­ველ გრა­დუს­ში, ამ ას­პექტს კი მთე­ლი იან­ვა­რი ექ­ნე­ბა გავ­ლე­ნა - ანუ ახა­ლი ეპო­ქა უკვე წინა წლის ბო­ლო­დან და­ი­წყო. აქვე იმა­საც გე­ტყვით, რომ 2021 წლის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა სა­ტურ­ნია (შე­ზღუდ­ვე­ბი­სა და აკ­რძალ­ვე­ბის პლა­ნე­ტა) წინა წელს კი წლის მმარ­თვე­ლი მთვა­რე იყო. მთვა­რე ეს არის ემო­ცი­ე­ბი, ხალ­ხი, სამ­შობ­ლო - შეგ­ვიძ­ლი­ათ თა­მა­მად ვთქვათ, რომ შარ­შან ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ყვე­ლას არას­ტა­ბი­ლუ­რი გვქონ­და.

    2021 წლის მმარ­თვე­ლი კი სა­ტურ­ნი იქ­ნე­ბა. რო­გორც უკვე იცით, იგი ორ ნი­შანს თხის რქა­სა და მერ­წყულს მმარ­თავს. სა­ტურ­ნი არის - "დრო, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს შთან­თქავს" - სიმ­კაც­რის, შე­ზღუდ­ვის პლა­ნე­ტა. ადა­მი­ა­ნე­ბის­გან მო­ი­თხოვს მეტ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, სე­რი­ო­ზუ­ლო­ბას. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ახლა სა­ტურ­ნი მერ­წყულ­შია და შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქად ვიქ­ნე­ბით. თუმ­ცა, უმე­ტე­სო­ბამ შე­იძ­ლე­ბა თავი ჩარ­ჩო­ებ­ში იგ­რძნოს. უნდა ვი­ყოთ მომთმე­ნე­ბი, გამ­ძლე­ე­ბი, ვკონ­ცენ­ტრირ­დეთ მთა­ვარ მი­ზან­სა და საქ­მე­ზე და მნიშ­ვნე­ლო­ვან­ზე; გა­მო­ვავ­ლი­ნოთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი; ყვე­ლა­ფე­რი წვრი­ლად დავ­გეგ­მოთ. გა­მოც­დე­ბი იქ­ნე­ბა მკაც­რი, მაგ­რამ ჭკუ­ის სას­წავ­ლე­ბე­ლი.

    იუ­პი­ტე­რი მთე­ლი წელი (თევ­ზებ­ში გა­დას­ვლის მი­უ­ხე­და­ვად) მერ­წყულ­ში, ურან­თან სტუმ­რად იქ­ნე­ბა (ურა­ნი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა და უნი­კა­ლუ­რო­ბაა) და სწრა­ფად იმოძ­რა­ვებს. 14 მა­ისს უკვე თევ­ზებ­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს დ აქ დარ­ჩე­ბა კაი ხნით მერე ისევ დაბ­რუნ­დე­ბა რეტ­როგ­რა­დუ­ლო­ბა­ში (უკან­მა­ვა­ლი) და სა­ბო­ლო­ოდ გა­და­ვა თევ­ზებ­ში 2021 წლის 29 დე­კემ­ბერს.

    ჩა­ი­ხე­დეთ პი­რად რუ­კა­ში, თუ ნუ­ლი­დან მე­ექ­ვსე გრა­დუს­ში თევ­ზებ­ში გყავთ პლა­ნე­ტა, მას შე­უ­ერ­თდე­ბა იუ­პი­ტე­რი. თუ ქალ­წუ­ლის , ტყუ­პის ან მშვილ­დოს­ნის პირ­ვე­ლი­დან-6 გრა­დუს­ში გყავთ პლა­ნე­ტე­ბი ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი, იუ­პი­ტე­რი მათ და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა, ხოლო თუ კირჩხი­ბის ან მო­რი­ე­ლის პირ­ვე­ლი­დან-6 გრა­დუს­ში გყავთ პლა­ნე­ტე­ბი ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლე­ბი, სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე­ებს ელო­დეთ.

    იუ­პი­ტე­რი ხომ "დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბის" პლა­ნე­ტაა. აგ­რეთ­ვე, იუ­პი­ტე­რი დიდი ხანი იქ­ნე­ბა მერ­წყუ­ლის 23 გრა­დუს­ში. შე­სა­ბა­მი­სად, ვუ­ყუ­რებთ პი­რად რუ­კა­ში თუ გვაქვს ლო­მის, კუ­როს ან მო­რი­ე­ლის ან 20-26 გრა­დუს­ში რო­მე­ლი­მე პლა­ნე­ტა ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლი, ცოტა და­ძა­ბუ­ლო­ბა მო­ი­მა­ტებს, ხოლო თუ ამ გრა­დუ­სებ­ში ტყუპ­ში ან სას­წორ­ში გყავთ პლა­ნე­ტა ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წერ­ტი­ლი, სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე­ებს ელო­დეთ. იუ­პი­ტერ­მა შე­იძ­ლე­ბა მო­გი­ტა­ნოთ წარ­მა­ტე­ბა, აგი­მაღ­ლოთ ავ­ტო­რი­ტე­ტი; შეძ­ლებთ პი­რა­დი ბრენ­დის პო­პუ­ლა­რო­ბას.

    სა­ტურ­ნიც მერ­წყულ­შია (ის მერ­წყუ­ლის თა­ნა­მარ­თვე­ლია) და ის სამ­ჯერ და­ე­ჯა­ხე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი­სა და რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბის პლა­ნე­ტას ურა­ნი (მერ­წყუ­ლის პირ­ველ მმარ­თველს), რო­მე­ლიც ახლა კუ­რო­შია: პირ­ვე­ლად 17 თე­ბერ­ვალს, მე­ო­რედ - 15 ივ­ნისს და მე­სა­მედ 24 დე­კემ­ბერს. ამ დღე­ებ­ში და პლუს/მი­ნუს 2-3 დღე ფრთხი­ლად და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად უნდა ვი­ყოთ.

    იან­ვარ­ში (და­ახ­ლო­ე­ბით 10 იან­ვრი­დან) მერ­წყულ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა მზე, მერ­კუ­რი, ვე­ნე­რა, იუ­პი­ტე­რი, სა­ტურ­ნი და პლუ­ტო­ნი . ეს გუნ­დი ცუ­დად და­უ­პირსპირ­დე­ბა ურანს (მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი), მარსსა (აგ­რე­სია და ენერ­გია) და ლი­ლიტს (ში­შე­ბი და ცდუ­ნე­ბე­ბი). და­პი­რის­პი­რე­ბა 12 თე­ბერ­ვლამ­დე გას­ტანს. რაც გვაძ­ლევს იმის თქმის უფ­ლე­ბას, რომ ეს თვე-ნა­ხე­ვა­რი საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. არ აჰ­ყვეთ პრო­ვო­კა­ცი­ებს, აგ­რე­სი­ას, მო­ე­რი­დეთ ხალ­ხის მა­სებს, და­უ­ფიქ­რებ­ლად არ გა­დად­გათ ნა­ბი­ჯი და არც გა­ა­კე­თოთ რამე, სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ სა­ჭეს­თან; ფი­ნან­სუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას და ონ­ლა­ინ­საქ­მი­ა­ნო­ბას­თან. 20 იან­ვა­რი არის დღე, როცა მარ­სი, ლი­ლი­ტი და ურა­ნი გა­ერ­თი­ან­დე­ბა. ამი­ტომ ცდუ­ნე­ბე­ბი, მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი და აგ­რე­სი­უ­ლო­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა.

    მოვ­ლე­ნებს წინ გა­ვუს­წრებთ და გე­ტყვით, რომ 2021 წელს 4 დაბ­ნე­ლე­ბა - 2 მზის და 2-იც მთვა­რის გვექ­ნე­ბა, ეს ნორ­მაა. 2020 გვქონ­და რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა - ექ­ვსი. სუ­პერმთვა­რე­ო­ბაც ანუ სის­ხლი­ა­ნი მთვა­რე (როცა მთვა­რე მაქ­სი­მა­ლუ­რად ახ­ლო­საა დე­და­მი­წას­თან და იგი უფრო მუქი ფე­რის გვეჩ­ვე­ნე­ბა ვიდ­რე სი­ნამ­დვი­ლე­შია) გვექ­ნე­ბა . ამ დროს ადა­მი­ა­ნებ­ში ემო­ცი­უ­რო­ბა მე­ტად მო­მა­ტე­ბუ­ლია. აქვე, მთვა­რის თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, გე­ტყვით, რომ 22 აგ­ვის­ტოს გვექ­ნე­ბა ცის­ფე­რი მთვა­რე , ეს არის იშ­ვი­ა­თი მოვ­ლე­ნა (და­ახ­ლო­ე­ბით 2-3 წე­ლი­წად­ში ერთხელ), როცა ერთ ნი­შან­ში ხდე­ბა ორი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა.

    არა­ერ­თხელ გაჟ­ღერ­და, რომ 21 დე­კემ­ბერს მოხ­და ორი პლა­ნე­ტის - სა­ტურ­ნი და იუ­პი­ტე­რი შე­ერ­თე­ბა მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო­ში. ეს არის ახა­ლი ეპო­ქის და­სა­წყი­სი და აი, რა­ტომ: აქამ­დე ეს ორი პლა­ნე­ტა მი­წის ნიშ­ნებ­ში ხვდე­ბო­და ერ­თმა­ნეთს, შე­დე­გად, ადა­მი­ა­ნე­ბი მე­ტად იყ­ვნენ მო­მარ­თუ­ლე­ბი სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე, მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე. ახლა კი ისი­ნი მხო­ლოდ ჰა­ე­რის ნი­შან­ში შე­ერ­თდე­ბი­ან. შე­დე­გად იქ­ნე­ბა მეტი კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რო­ბა, მეტი აი­ტი­ტექ­ნო­ლო­გია. თუ შარ­შან გა­და­ვე­დით ონ­ლა­ინ მუ­შა­ო­ბა­სა და სწავ­ლა­ზე, ახლა უფრო მე­ტად ონ­ლა­ინ­ცხოვ­რე­ბის რე­ჟიმ­ზე გა­და­ვალთ და აღარ გაგ­ვიკ­ვირ­დე­ბა. მოხ­დე­ბა ძვე­ლი რე­ჟი­მის, სტი­ლის ნგრე­ვა და ახ­ლის დამ­კვიდ­რე­ბა.

    გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ახ­ლე­ებს უნდა ვე­ლო­დოთ იმ პე­რი­ო­დებ­ში (17 თე­ბერ­ვა­ლი, 15 ივ­ნი­სი და 24 დე­კემ­ბე­რი), როცა სა­ტურ­ნი ურანს და­ე­ჯა­ხე­ბა. ურა­ნი მო­მარ­თუ­ლია სი­ახ­ლე­ებ­ზე, სა­ტურ­ნი - წარ­სულ­ზე. ეს ეხე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ებ­საც, სა­ხელ­მწი­ფო­საც (ძა­ლა­უფ­ლე­ბა), დიდ კორ­პო­რა­ცი­ებ­საც.

    სა­ტურ­ნი ეს არის ერ­თპი­როვ­ნუ­ლი მმარ­თვე­ლი, ურა­ნი კი ითხოვს, გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბას (თუნ­დაც ქსე­ლურს), ინ­ტე­რეს­თა სფე­რო­ე­ბით გა­ერ­თი­ა­ნე­ბას და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა ადა­მი­ან­ზე, რომ­ლე­ბიც არი­ან ნი­ჭი­ე­რე­ბი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი. თუმ­ცა, კარ­გი იქ­ნე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ერ­თი­ა­ნად არ და­ან­გრი­ოთ, მერე აშე­ნე­ბა გარ­თულ­დე­ბა და სა­ტურ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და ცოდ­ნა­ზე დაყ­რდნო­ბით შექ­მნათ ახა­ლი, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ ძვე­ლე­ბუ­რი, ის­ტო­რი­უ­ლი, სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი სა­სახ­ლე, რო­მელ­საც გა­რეგ­ნუ­ლი იერი სრუ­ლად შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი აქვს, ხოლო შიგ­ნი­დან თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­თაა აღ­ჭურ­ვი­ლი.

    ბედ­ნი­ერ და სა­ინ­ტე­რე­სო იან­ვარს გი­სურ­ვებთ!

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    98 ნახვა
    8-01-2021, 00:21