GOGA.TV
შორენა თეთრუაშვილს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია
  • შორენა თეთრუაშვილს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია

    შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

    "როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს ჩაუტარდა PCR ტესტი, რომლის შედეგადაც დღეს მას დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია.

    ამჟამად ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი თავს კარგად გრძნობს და დაავადება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს,"- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
    181 ნახვა
    8-01-2021, 08:42