X
GOGA.TV
2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ლომებისთვის
  • 2021 წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ლომებისთვის

    ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში გიყ­ვართ ყოფ­ნა და არც თეთ­რი მე­ტა­ლის ხა­რის წელი იქ­ნე­ბა გა­მო­ნაკ­ლი­სი. სო­ცი­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში გა­აქ­ტი­ურ­დე­ბით, უამ­რავ სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბას მი­ი­ღებთ, პი­რადსაც და სამ­სა­ხუ­რებ­რივ­საც. ეცა­დეთ, ყო­ვე­ლი ნა­ბი­ჯი დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად გა­დად­გათ. თუ მე­გობ­რე­ბი­სა და პარტნი­ო­რე­ბის და­კარ­გვა არ გსურთ, ზედ­მე­ტად ამ­ბი­ცი­უ­რი ნუ იქ­ნე­ბით. ეგო­იზ­მი და თა­ვი­სუფ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი გა­გი­ფუ­ჭებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. 2021 წელს მოვ­ლე­ნე­ბი სწრა­ფად გან­ვი­თარ­დე­ბა და თა­ვა­დაც უნდა შეძ­ლოთ, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და­ფიქ­რე­ბუ­ლად და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­ი­ღოთ. ყვე­ლა­ფე­რი, რაც ფი­ნან­სუ­რად მომ­გე­ბი­ა­ნი არაა, და­ი­ვი­წყეთ. შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი და­ქორ­წი­ნე­ბას გა­და­წყვე­ტენ და ეს იქ­ნე­ბა წლის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი. მარ­ტო­ხე­ლებს რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლით. მთვა­რია, ხში­რად გახ­ვი­დეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და ახალ­გაც­ნო­ბი­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბით არ გა­აქ­ცი­ოთ. იდე­ალს ნუ იქ­მნით, თო­რემ იმა­საც და­კარ­გავთ, რაც გაქვთ.

    იუ­პი­ტე­რი­სა და სა­ტურ­ნის გა­დას­ვლა თქვენს ოპო­ზი­ცი­ურ ნი­შან­ში და კუ­რო­ში ურა­ნის არ­სე­ბო­ბა, გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა ცო­ტა­თი გა­ჭი­ა­ნურ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა მიზ­ნამ­დე ერთი ნა­ბი­ჯით ადრე რა­ღაც მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბას ჰქონ­დეს ად­გი­ლი, რა­ღაც შე­იც­ვა­ლოს. რა­საც არ უნდა აკე­თებ­დეთ, იყა­ვით მაქ­სი­მა­ლუ­რად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი, წეს­რიგ­ში გქონ­დეთ ყვე­ლა სა­ბუ­თი, ყვე­ლა დე­ტა­ლი. ეს პირ­ველ რიგ­ში სამ­სა­ხურს ეხე­ბა. ბიზ­ნესს­ფე­რო­ში იყა­ვით რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი. ნუ ენ­დო­ბით სა­ეჭ­ვო ხალ­ხს. სურ­ვილს და ვნე­ბას აყო­ლილ­მა კი არა, ნა­მუ­სი­ა­ნად უნდა გა­ა­ტა­როთ ეს წელი.

    და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა მო­თო­კოთ სა­კუ­თა­რი თავი, მე­ტად უნდა იყოთ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მე­უღ­ლე­ზე. დაღ­ლი­ლო­ბი­სა და და­კა­ვე­ბუ­ლო­ბის მი­ზე­ზი აღარ გა­გი­ვათ. მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გვერ­დით, ბავ­შვებ­თან, ჩა­ერ­თეთ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ში. ოჯახ­თან ერ­თად და­ის­ვე­ნეთ. უქ­მე­ებ­ზე გა­მო­ნა­ხეთ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი, რომ ბუ­ნე­ბა­ში გა­ი­სე­ირ­ნოთ. ნა­თე­სა­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას მეტი ტაქ­ტი და დიპ­ლო­მა­ტია მო­გე­თხო­ვე­ბათ. თუ ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლი გყავთ, უყუ­რა­დღე­ბოდ ნურც მას მი­ა­ტო­ვებთ.

    მა­მა­კა­ცე­ბის­თვის
    წელს მიხ­ვდე­ბით, რომ ცხოვ­რე­ბა მხო­ლოდ გარ­თო­ბა არაა. სახ­ლი-სამ­სა­ხუ­რი-მივ­ლი­ნე­ბა - მთვა­რი სქე­მაა. სა­მა­გი­ე­როდ, ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­სურ­ვე­ლის შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ. კონ­კუ­რენ­ტებ­თა­ნაც კი გა­მო­ნა­ხავთ სა­ერ­თო ენას. მა­მა­კა­ცებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მონ­დო­მე­ბა, კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა და ნიჭი უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ, საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის ყუ­რა­დღე­ბა რომ მი­ი­პყროთ. ნუ გაფ­ლან­გავთ ფულს. კა­პი­ტალ­და­ბან­დე­ბა გა­აზ­რე­ბუ­ლი უნდა გქონ­დეთ. ნუ გა­რის­კავთ, წვრილ­მა­ნებ­შიც კი. მარ­ტო­ხე­ლე­ბი პარტნი­ორ­ში მხო­ლოდ ინ­ტიმს ნუ ეძებთ, მის ინ­ტე­ლექტსაც მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა. თუ ნამ­დვი­ლად შე­გიყ­ვარ­დე­ბათ, იყა­ვით გუ­ლუხ­ვი და გულ­წრფე­ლი. სხვა­თა შო­რის, კონ­კუ­რენ­ტე­ბი პი­რად ცხოვ­რე­ბა­შიც ბევ­რი გე­ყო­ლე­ბათ.

    ქა­ლე­ბის­თვის
    სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მობრწყი­ნე­ბის შან­სი მო­გე­ცე­მათ. თქვენ ისე­დაც ბრწყი­ნავთ, მაგ­რამ ახლა სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბე­ბი, ინ­ტე­ლექ­ტი უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ. სამ­სა­ხურ­ში ხში­რად გექ­ნე­ბათ ფორს-მა­ჟო­რუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი. ილუ­ზი­ებ­ში ნუ გა­და­ვარ­დე­ბით, რე­ა­ლის­ტუ­რი იყა­ვით და ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ გან­ვი­თარ­დით კა­რი­ე­რა­ში. ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყა­ვით სამ­სა­ხურ­ში, ნუ და­ი­ვი­წყებთ დას­ვე­ნე­ბას. მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­თო­კეთ ემო­ცი­ე­ბი.

    გა­ზა­ფხულ­ზე რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლით. ან თბილ ქვე­ყა­ნა­ში, ან მა­მა­კაც­თან თბი­ლი ქვეყ­ნი­დან. ფი­ნან­სებს რაც შე­ე­ხე­ბა - მკაც­რი ეკო­ნო­მია! არა­ნა­ი­რი ფუ­ფუ­ნე­ბის საგ­ნე­ბი და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი. სხვა­თა შო­რის, პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ხში­რად იქ­ნე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი და და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც. გა­თხო­ვი­ლებ­მა შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მე­უღ­ლეს­თან. სხვა მა­მა­კა­ცებ­თან ფლირ­ტიც კი კარ­გს არა­ფერს მო­გი­ტანთ.

    2021 წლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ას­პექ­ტე­ბი
    და­უ­ვი­წყა­რი შეხ­ვედ­რე­ბის წელი და­გიდ­გათ. ის, რა­ზეც ოც­ნე­ბობ­დით, აგის­რულ­დე­ბათ. მე­გობ­რე­ბი­სა და სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რე­ბის დახ­მა­რე­ბით სა­სურ­ველ მიზ­ნებს მი­აღ­წევთ. მხო­ლოდ სარ­ფი­ან საქ­მე­ებს მო­კი­დეთ ხელი. ნუ გე­ში­ა­ნით, მერ­კან­ტი­კუ­ლო­ბა­ში არა­ვინ და­გა­და­ნა­შა­უ­ლებთ.

    წელს შეხ­ვდე­ბით ადა­მი­ანს, რომ­ლის მი­მარ­თაც სიმ­პა­თი­ას იგ­რძნობთ. მას­თან ერ­თად გან­მარ­ტო­ე­ბა და ბუ­დის აშე­ნე­ბა მო­გინ­დე­ბათ. გირ­ჩევთ, ბი­ნის სა­ყიდ­ლად ვალი არ აი­ღოთ. ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ და­მა­ტე­ბი­თი სამ­სა­ხუ­რის, შე­მო­სავ­ლის წყა­როს მო­ძი­ე­ბის, ჩა­ერ­თეთ ისეთ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, სა­დაც ავ­ტო­რი­ტეტს აი­მაღ­ლებთ.

    და­ო­ჯა­ხე­ბულ ლო­მებს სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზე­ბი გე­ლით. გახ­დე­ბით მშო­ბე­ლი ამ კი­დევ ერთი შვი­ლის გა­ჩე­ნას გა­და­წყვეტთ. ნა­თე­სა­ვებ­თან, მე­გობ­რებ­თან და არა მარ­ტო გა­ემ­გზავ­რეთ სა­მოგ­ზა­უ­როდ. მარ­ტო­ხე­ლებს რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლით. შე­იძ­ლე­ბა სა­ბე­დო ან თქვენ­ზე მაღ­ლა იყოს სტა­ტუ­სით ან მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ძლი­ე­რი.

    2021 წლის ბო­ლოს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ლო­მე­ბი და­ქორ­წი­ნე­ბას გა­და­წყვე­ტენ. ნუ­რაფ­რის გე­ში­ნი­ათ. ბედ­ნი­ერ და ჰარ­მო­ნი­ულ კავ­შირს არა­ფე­რი შე­უქ­მნის საფრ­თხეს.

    გა­და­ხე­დეთ გა­რე­მოც­ვას, - საქ­მი­ანს და მე­გობ­რულს, თუ ვინ­მეს­თან მშვი­დო­ბა აღარ გაქვთ, უხე­შო­ბის გა­რე­შე და­ემ­შვი­დო­ბეთ. დარ­ჩე­ნი­ლებ­თან და სა­ი­მე­დო­ებ­თან კი გა­ამ­ყა­რეთ კავ­ში­რი. სა­ერ­თოდ, წელს უხე­შო­ბას არ გირ­ჩევთ. ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­მო­ნა­ხეთ თბი­ლი და გა­მამ­ხნე­ვე­ლი სი­ტყვა და აუ­ცი­ლებ­ლად იუ­მო­რიც.

    2021 წლის ზამ­თა­რი
    სიყ­ვა­რუ­ლი იქ­ნე­ბა მთა­ვა­რი თემა. გან­სა­კუთ­რე­ბით მარ­ტო­ხე­ლე­ბის­თვის. რო­მა­ნე­ბი იქ­ნე­ბა და­უ­ვი­წყა­რი. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნა­თე­სა­ვებ­თან. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა არ "გა­ა­ცი­ვოთ" ურ­თი­ერ­თო­ბა, იყა­ვით მე­უღ­ლის ერ­თგუ­ლი. მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ ოჯახ­ში. აკონ­ტრო­ლეთ იმ­პულ­სუ­რო­ბა, ემო­ცი­ებს ნუ აჰ­ყვე­ბით, კონ­ფლიქ­ტე­ბი გა­ა­ნე­იტ­რა­ლეთ. გა­ზა­ფხუ­ლის­კენ კა­რი­ე­რას მი­ხე­დეთ. ახა­ლი სამ­სა­ხუ­რი სიფრ­თხი­ლეს სა­ჭი­რო­ებს. ნუ და­ი­ვი­წყებთ ჯან­მრთე­ლო­ბას. გაფრ­თხილ­დით, ინ­ფექ­ცია არ აი­კი­დოთ. ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გამ­წვა­ვე­ბი­სას აუ­ცი­ლებ­ლად მი­მარ­თეთ ექიმს. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ივარ­ჯი­შებთ და მო­წე­ვას და­ა­ნე­ბებთ თავს.

    2021 წლის გა­ზა­ფხუ­ლი
    თა­ვი­სუფ­ლე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი გსურთ. შე­ეშ­ვით ილუ­ზი­ებს. ხარს კონ­კრე­ტუ­ლი და შრო­მის­მოყ­ვა­რე ხალ­ხი უყ­ვარს. ლა­პა­რაკს მუ­შა­ო­ბა ამ­ჯო­ბი­ნეთ. საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და­ათ­ბეთ. შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი და­ფიქ­რდით ჯვრის­წე­რა­ზე. ოჯახ­ში არ აჰ­ყვეთ პრო­ვო­კა­ცი­ებს. გან­სა­კუთ­რე­ბით, ასა­კი­ან ნა­თე­სა­ვებთნ არ გირ­ჩევთ ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვას. ყუ­რა­დღე­ბით შე­ად­გი­ნეთ დო­კუ­მენ­ტე­ბი. კა­რი­ე­რა­სა და ფი­ნან­სებ­ში საქ­მე­ე­ბი კარ­გად მიგ­დით. მი­მარ­თეთ იუ­რისტს, სპე­ცი­ა­ლისტს. თვა­ლე­ბი­სა და თა­ვის ტკი­ვი­ლი გა­დაღ­ლი­ლო­ბის ბრა­ლია. მი­ი­ღეთ ვი­ტა­მი­ნე­ბი, მეტი ისე­ირ­ნეთ ფე­ხით. ნურც ჯან­საღ კვე­ბას და­ი­ვი­წყებთ. სიფრ­თხი­ლე გმა­რებთ მგზავ­რო­ბი­სას, ნუ შექ­მნით ავა­რი­ულ სი­ტუ­ა­ცი­ებს.

    2021 წლის ზა­ფხუ­ლი
    რო­მან­ტი­კუ­ლო­ბა და სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რო­ბა მო­ი­მა­ტებს. შე­იძ­ლე­ბა ნა­თე­სა­ვებს არ მო­ე­წო­ნოთ თქვე­ნი ახა­ლი რო­მა­ნის გმი­რი, მაგ­რამ არ და­შორ­დეთ. აგ­ვის­ტო­ში სი­ტუ­ა­ცია მკვეთ­რად შე­იც­ვლე­ბა. ბიზ­ნე­სის შექ­მნა ან არ­სე­ბუ­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა მო­გინ­დე­ბათ. სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი გაქვთ. საქ­მი­ა­ნი პარტნი­ო­რე­ბი სა­ი­მე­დო­ე­ბი გყავთ. ნუ გა­რის­კავთ, ნურც ფუ­ლით და ნურც საქ­მით. წვრილ­მა­ნე­ბიც კი გა­და­ა­მოწ­მეთ. გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ გავ­ლე­ნი­ა­ნი მფარ­ვე­ლი. კა­პი­ტალ­და­ბან­დე­ბა იუ­რის­ტთან შე­ა­თან­ხმეთ. ალ­კოჰო­ლი და ცხოვ­რე­ბის პა­სი­უ­რი წესი კარ­გს არა­ფერს მო­გი­ტანთ. ცურ­ვა და სირ­ბი­ლი იმუ­ნი­ტეტს გა­გიძ­ლი­ე­რებთ.

    2021 წლის შე­მოდ­გო­მა
    გა­მოჩ­ნდე­ბა ხალ­ხი, ვინც და­გეხ­მა­რე­ბათ სა­სურ­ვე­ლის მიღ­წე­ვა­ში. ნუ შე­უ­შინ­დე­ბით ცვლი­ლე­ბებს. ახლა მო­სავ­ლის აღე­ბის დროა. საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან უსი­ა­მოვ­ნე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ხალ­ხის თან­დას­წრე­ბით კარ­გს არა­ფერს მო­გი­ტანთ. ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში მო­ე­რი­დეთ არა­სა­სურ­ველ ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქტს. შე­ად­გი­ნეთ კონ­კრე­ტუ­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა. გა­და­ხე­დეთ ფი­ნან­სურ დო­კუ­მენ­ტებს. გა­ერ­კვი­ეთ დე­ტა­ლებ­ში. ნო­ემ­ბერ-დე­კემ­ბერ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია მო­შურ­ნე­ე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა. აი­ღეთ და­მა­ტე­ბი­თი სა­მუ­შაო. რაც შე­ე­ხე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბას, მიკ­როს­კო­პის ქვეშ გა­ნი­ხი­ლეთ ყვე­ლა სიმპტო­მი, ჩა­ი­ტა­რეთ გა­მოკ­ვლე­ვა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან. თუმ­ცა, მუ­ჭე­ბით წამ­ლე­ბის ყლაპ­ვას არ გირ­ჩევთ. კვლავ მო­გი­წო­დებთ ვარ­ჯი­შის­კენ. დე­კემ­ბე­რი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი გახ­დე­ბა სა­ჩუქ­რე­ბის ყიდ­ვი­სა და მგზავ­რო­ბის გამო.

    2021 წლის შვე­ბუ­ლე­ბა
    ზა­ფხუ­ლი და ზამ­თა­რი სა­უ­კე­თე­სო დროა შვე­ბუ­ლე­ბის ასა­ღე­ბად. მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის კარ­გია აგ­ვის­ტო და თე­ბერ­ვა­ლი. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლებ­მა აუ­ცი­ლებ­ლად ოჯახ­თან ერ­თად და­ის­ვე­ნეთ. შვე­ბუ­ლე­ბის დრო­საც კი უნდა გან­ვი­თარ­დეთ. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნი ან ონ­ლა­ინ­ლექ­ცია.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    88 ნახვა
    9-01-2021, 03:30