X
GOGA.TV
2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული კირჩხიბებისთვის - ჩინური ჰოროსკოპი
  • 2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული კირჩხიბებისთვის - ჩინური ჰოროსკოპი

    კირჩხი­ბი - გვე­ლი
    გან­წყო­ბა გა­რე­მო­ე­ბი­სა და სი­ტუ­ა­ცი­ის მი­ხედ­ვით შე­გეც­ვლე­ბათ. ხან­და­ხან შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ "ამე­რი­კულ მთებ­ზე" ზი­ხართ. მო­გე­ძა­ლე­ბათ გან­მარ­ტო­ე­ბის, ფიქ­რე­ბის "და­ვარ­ცხნის" სურ­ვი­ლი, მაგ­რამ... ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გამო ყო­ველ­თვის სა­სურ­ველს ვერ მი­ი­ღებთ. ნუ და­ძა­ბავთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას უფ­როს­თან. აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი, კო­ლე­გებ­თან ისე უნდა მო­იქ­ცეთ, რომ კომ­პე­ტენ­ტურ და ავ­ტო­რი­ტეტ ადა­მი­ა­ნად გა­ღი­ა­რონ. აკონ­ტრო­ლეთ ეჭ­ვი­ა­ნო­ბაც. მარ­ტო­ხე­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მარ­ტო­ო­ბას შე­გიმ­სუ­ბუ­ქებთ.

    კირჩხი­ბი - ხარი
    სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, გან­ვი­თა­რე­ბა­ზე უნდა იმუ­შა­ოთ. შე­გიძ­ლი­ათ მი­უბ­რუნ­დეთ ადრე და­წყე­ბულ პრო­ექ­ტებს. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დე­ტა­ლე­ბი­სად­მი. ფი­ზი­კუ­რი ენერ­გია და ინ­ტე­ლექ­ტი საკ­მა­რი­სად გაქვთ. იყა­ვით აქ­ტი­უ­რი, გა­მო­ავ­ლი­ნეთ ინი­ცი­ა­ტი­ვა. მი­უ­ხე­და­ვად და­კა­ვე­ბუ­ლო­ბი­სა პრო­ფე­სი­ულ ას­პა­რეზ­ზე, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის მო­წყო­ბა არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ. და­აკ­ვირ­დით საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მო­თხოვ­ნებს, იყა­ვით მის მი­მართ ლმო­ბი­ე­რი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე.

    კირჩხი­ბი - კურ­დღე­ლი
    სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დე და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კომ­ფორ­ტი იქ­ნე­ბა თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. თუმ­ცა, მა­ტე­რი­ა­ლუ­რა­დაც კარ­გად იქ­ნე­ბით. თქვენ გაქვთ უნა­რი, რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­შიც კი მშვი­დად მო­ნა­ხოთ მარ­ტი­ვი გა­მო­სა­ვა­ლი. კო­ლე­გებ­ში მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი ავ­ტო­რი­ტე­ტი. შან­სი მო­გე­ცე­მათ, დატ­კბეთ სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბით. ნუ ეც­დე­ბით პარტნი­ო­რის თქვე­ნი სურ­ვი­ლი­სა­მებრ გა­და­კე­თე­ბას, ეს კარ­გს არა­ფერს მო­გი­ტანთ. აკონ­ტრო­ლეთ ეგო­იზ­მი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე ფიქ­რიც კი ზედ­მე­ტია.

    კირჩხი­ბი - ვირ­თხა
    ყვე­ლა საქ­მე­ში მი­აღ­წევთ წარ­მა­ტე­ბას, რა­საც კი ხელს მო­კი­დებთ. მო­ი­მა­ტებს ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რო­ბა, რაც და­გეხ­მა­რე­ბათ, მხო­ლოდ სარ­ფი­ან პრო­ექ­ტებ­ში ჩა­ერ­თოთ. გარ­შე­მო მყო­ფე­ბის სურ­ვი­ლებს მარ­ტი­ვად ამო­იც­ნობთ. ხალ­ხს თავს და­ა­მახ­სოვ­რებთ, რო­გორც ნი­ჭი­ე­რი და საქ­მი­ა­ნი მომ­გვა­რე­ბე­ლი. თუ სწო­რად იმოქ­მე­დებთ, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სებთ მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას და და­წი­ნა­ურ­დე­ბით. მო­ე­რი­დეთ ინ­ტრი­გებს. მზრუნ­ველ პარტნი­ორს იპოვთ, მაგ­რამ წელს და­ქორ­წი­ნე­ბას ნუ იჩ­ქა­რებთ.

    კირჩხი­ბი - მა­ი­მუ­ნი
    სი­ცო­ცხლის ხა­ლი­სი მო­გე­მა­ტე­ბათ, კვლავ აქ­ტი­უ­რი, ენერ­გი­უ­ლი ხართ, უამ­რა­ვი საქ­მე გექ­ნე­ბათ და მო­სა­წყე­ნად ვერ მო­იც­ლით. ბა­ლან­სი უნდა და­იც­ვათ გარ­თო­ბა­სა და მუ­შა­ო­ბას შო­რის. მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით, როცა სე­რი­ო­ზულ პრო­ექ­ტებ­ზე იწყებთ მუ­შა­ო­ბას. საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს უჭირს თქვე­ნი გან­წყო­ბის ამოც­ნო­ბა, სირ­თუ­ლე­ებს კონ­ფლიქ­ტში ნუ გა­დაზ­რდით. შინ დარ­ჩით და მშვი­დად გან­ხი­ლეთ ის, რაც არ გსი­ა­მოვ­ნებთ. ახ­ლობ­ლე­ბის კრი­ტი­კა მშვი­დად მი­ი­ღეთ.

    კირჩხი­ბი - დრა­კო­ნი
    სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა, სი­კე­თე და იუ­მო­რის გრძნო­ბა გჭირ­დე­ბათ 2021 წელს. დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად მო­აგ­ვა­რეთ რთუ­ლი სა­კი­თხე­ბი. ნუ მი­იყ­ვანთ საქ­მეს კონ­ფლიქ­ტამ­დე. ყვე­ლას აპა­ტი­ეთ და თავს უფრო მსუ­ბუ­ქად იგ­რძნობთ. ყური და­უგ­დეთ კო­ლე­გე­ბი­სა და პარტნი­ო­რე­ბის რჩე­ვებს. კარ­გად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შაო მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას გა­გი­უმ­ჯო­ბე­სებთ. სიმ­შვი­დე და სი­ტუ­ა­ცი­ის დრო­უ­ლი, გარ­კვე­ვა უკე­თე­სია, ვიდ­რე გა­ბუტ­ვა, ნე­გა­ტი­ვის დაგ­რო­ვე­ბა და მერე ემო­ცი­ე­ბის ერ­თი­ა­ნად ამოფრქვვვა.

    კირჩხი­ბი - ცხე­ნი
    სწო­რად უნდა შეძ­ლოთ სა­კუ­თა­რი თა­ვის მარ­თვა. გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი ნიჭი სა­ჭი­რო ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­შე. აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი და კომ­პლექ­სე­ბი. გქონ­დეთ სწო­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა პი­რა­დი ბიზ­ნე­სის გახ­სნა გა­და­წყვი­ტოს. მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ ახ­ლობ­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გვერ­დით თავს მშვი­დად იგ­რძნობთ. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ნა­ი­რად ეც­დე­ბა, კონ­ფლიქტს და უსი­ა­მოვ­ნე­ბას სიყ­ვა­რუ­ლით აა­რი­დოს თავი.

    კირჩხი­ბი - ძაღ­ლი
    მი­ზან­მი­მარ­თუ­ლებ­სა და გა­ბე­დუ­ლებს ფორ­ტუ­ნა და­გეხ­მა­რე­ბათ, მი­აღ­წი­ოთ სა­სურ­ველს. იყა­ვით ლო­ი­ა­ლუ­რი, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ადა­მი­ა­ნებ­თან. 2021 წელს ხში­რად მო­გი­წევთ რთუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, მაგ­რამ ენერ­გი­უ­ლო­ბა და სირ­თუ­ლე­ებ­თან ჭი­დი­ლი კი­დევ უფრო გა­გაძ­ლი­ე­რებთ. გახ­შირ­დე­ბა საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, ყველ­გან მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე უნდა იყოთ. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი სით­ბო­თი და მზრუნ­ვე­ლო­ბით აგავ­სებთ. და­წყვი­ლე­ბუ­ლე­ბი იყა­ვით ერ­თგუ­ლე­ბი.

    კირჩხი­ბი - თხა
    მშვი­დად ყოფ­ნას და­ემ­შვი­დო­ბეთ. გა­მოც­დე­ბის, სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვის წელი და­გიდ­გათ. ყვე­ლა­ზე მეტი წი­ნა­ღო­ბა პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში გე­ლით. ნუ შე­უ­შინ­დე­ბით გა­მოწ­ვე­ვებს. პრობ­ლე­მებ­საც ღირ­სე­უ­ლად გა­უმკლავ­დე­ბით. უარი არ თქვათ მივ­ლი­ნე­ბა­ზე, რთულ პრო­ექ­ტებ­ში ჩარ­თვა­ზე. ეცა­დეთ, დაძ­ლი­ოთ უარ­ყო­ფი­თი ემო­ცი­ე­ბი. რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა სტა­ბი­ლუ­რი და ჰარ­მო­ნი­უ­ლი უნდა გა­ხა­დოთ. ზედ­მე­ტად თა­ვი­სუფ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი პარტნი­ორ­მა შე­იძ­ლე­ბა ღა­ლატ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლოს.

    კირჩხი­ბი - მა­მა­ლი
    გა­ერ­კვი­ეთ სა­კუ­თარ თავ­ში, სურ­ვი­ლებ­ში - რა გსურთ, გან­მარ­ტო­ე­ბა და სიმ­შვი­დე, თუ მხი­ა­რუ­ლე­ბა და წინსვლის­თვის ბრძო­ლა? გა­და­მოწ­მე­ბა და რჩე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა ყვე­ლა სფე­რო­ში კარ­გია. ცვლი­ლე­ბე­ბი კონ­კრე­ტულ­ზე კონ­ცენ­ტრა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ცემთ. ეს ეხე­ბა საქ­მი­ან სფე­რო­საც და სა­სიყ­ვა­რუ­ლო­საც. გირ­ჩევთ, გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნა­თე­სა­ვებ­თან. რო­მან­ტი­კუ­ლი კავ­ში­რის გა­წყვე­ტის შან­სი მი­ნი­მა­ლუ­რია. მაქ­სი­მა­ლუ­რად ეცა­დეთ, აი­რი­დოთ კონ­ფლიქ­ტე­ბი.

    კირჩხი­ბი - ვე­ფხვი
    მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და გა­ბე­დუ­ლი ხართ. მო­გინ­დე­ბათ მე­ტის მიღ­წე­ვა - ძა­ლა­უფ­ლე­ბა, წინსვლა, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა. ფრთხი­ლად იმოქ­მე­დეთ. და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა კარ­გს არა­ფერს მო­გი­ტანთ. არა­ვის გა­უმ­ხი­ლოთ ახა­ლი იდე­ე­ბი, სა­ნამ არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ. გა­და­ლა­ხეთ წი­ნა­ღო­ბე­ბი დაკ­ვირ­ვე­ბით. ნუ გა­და­დებთ მო­მავ­ლის­თვის იმას, რისი მოგ­ვა­რე­ბაც დღეს შე­გიძ­ლი­ათ. ერ­თგუ­ლი ახ­ლობ­ლე­ბის იმე­დი გქონ­დეთ; და­უ­მე­გობ­რდით კო­ლე­გებს. მარ­ტო­ხე­ლებს რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლით. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რი.

    კირჩხი­ბი - ღორი
    და­ი­სა­ხეთ კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზა­ნი და იმოქ­მე­დეთ სა­სურ­ვე­ლის მი­საღ­წე­ვად. ნუ გგო­ნი­ათ, რომ ყვე­ლა­ფერს მარ­ტი­ვად მი­აღ­წევთ, მო­შურ­ნე­ებ­საც უნდა გა­უმკლავ­დეთ და სირ­თუ­ლე­ე­ბიც დაძ­ლი­ოთ. ნუ და­ა­ბან­დებთ ფულს აფე­რის­ტულ საქ­მე­ებ­ში. რაც შე­ე­ხე­ვა ფი­ნან­სებს, ფული საკ­მა­რი­სი გექ­ნე­ბათ მსხვი­ლი სა­ყიდ­ლე­ბის­თვი­საც (აგა­რა­კი, მან­ქა­ნა). და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი შვი­ლის გა­ჩე­ნას, შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის კავ­ში­რის გა­სე­რი­ო­ზუ­ლე­ბას გა­და­წყვეტთ.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    122 ნახვა
    9-01-2021, 03:37