X
GOGA.TV
2021 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი - ნახეთ ვის ელის წინ დიდი ბედნიერება და ვის ცრემლები
  • 2021 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი - ნახეთ ვის ელის წინ დიდი ბედნიერება და ვის ცრემლები

    ვერძი
    მარტოხელებისთვის: მსუბუქი და სპონტანური ურთიერთობისგან კარგს ნურაფერს ელით, სერიოზულსა და დიდხნიანზე უნდა იყოთ ორიენტირებული. წლის ბოლოს საბედისწერო შეხვედრა გელოდებათ, რომელიც ქორწინებით დაგვირგვინდება.

    რჩევა: დაფიქრდით, რატომ გაურბიხართ დიდ სიყვარულს? რატომ ამჯობინებთ ფლირტს და უპასუხისმგებლო ურთიერთობას?

    დაწყვილებულებისთვის: შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ არასწორი არჩევანი გააკეთეთ და პარტნიორს გაუსწარით მიღწევებით. ხშირად დაუსვამთ საკუთარ თავს კითხვას: მის გვერდით უნდა გაატაროთ მთელი ცხოვრება? დაძაბული თვეებია: თებერვალი, აპრილი, აგვისტო და ოქტომბერი. უსიამოვნებებზე თვალს თუ დახუჭავთ თავისით ვერ მოგვარდება.

    რჩევა: მეტი იფიქრეთ პარტნიორის
    პლუსებზე, ვიდრე მინუსებზე. თუ ამ წელს გაუძლებთ, მომავალში ვეღარაფერი დაგაშორებთ.


    კურო
    მარტოხელებისთვის: რომანები შეიძლება მსუბუქი მიმოწერით დაიწყოს მერე კი თქვენი გულის მოგებაზე გადავლენ და ეცადეთ, სწორი არჩევანი გააკეთო.

    რჩევა: მოგინდებათ ინტერესის ობიექტის ხშირად და სხვადასხვა სიტუაციაში გამოცდა. არ გადაამეტოთ, მას შეიძლება არ მოეწონოს თქვენი ექსპერიმენტები.

    დაწყვილებულებისთვის: შეყვარებულები 2021-ში დაქორწინებას გადაწყვეტენ, კარგი თარიღი შეარჩიეთ. დაქორწინებულების ცხოვრებაში ვნებები ჩაცხრება და ურთიერთობაში მეტად სიმშვიდე დაისადგურებს.

    რჩევა: თუ გსურთ, ურთიერთობაში დიდხანს გაგრძელდეს სიმშვიდე და ურთიერთგაგება, ახლობლებსაც კი ნუ გაუმხელთ საყვარელ ადამიანზე საიდუმლოებებს, უმნიშვნელოსაც კი.


    ტყუპი
    მარტოხელებისთვის: უნდა დასერიოზულდეთ და ჩამოყალიბდეთ რა გსურთ. ქარაფშუტულობა აღარ შეგშვენით. დაემშვიდობეთ თაყვანისმცემლების არმიას და მხოლოდ ერთგული ადამიანი დაიტოვეთ.

    რჩევა: თუ დაფიქრდებით, მუდმივ რჩეულთან შეიძლება იყოს ურთიერთობა საინტერესო და აღმოჩენებით დატვირთული.

    დაწყვილებულებისთვის: გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. ოჯახში ჰარმონიამ უნდა დაისადგუროს. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ შინ, მეუღლის გვერდით, ადიულტერი კი მოიცილეთ.

    რჩევა: სამსახურის საქმეებსაც ნუ დაივიწყებთ, მუშაობა მატერიალურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ და ფულს ისევ ოჯახს მოახმართ.


    კირჩხიბი
    მარტოხელებისთვის: მეტად ორიენტირებული უნდა იყოთ პირად ცხოვრების გაუმჯობესებაზე. გადადგით პირველი ნაბიჯი. ზოგიერთი გამადიდებელი შუშით აკვირდება პოტენციურ საქმროს, იყავით ორიენტირებული ფლირტზე, ლამაზ რომანზე.

    რჩევა: ოფიციალური ქორწინება ცოტას მოიცდის, ჯერ ლამაზი ურთიერთობით ტკბობა უნდა მოასწროთ.

    დაწყვილებულებისთვის: საყვარელ ადამიანს საკუთარ წესებს ნუ მოახვევთ, მას არ მოეწონება. ხშირად აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები და ქცევებიც. მოერიდეთ ურთიერთობების გარკვევას აგრეესით. რომანტიკისთვის საუკეთესო თვეებია: მარტი, ივნისი და სექტემბერი.

    რჩევა: ხშირად შეხედეთ საკუთარ თავს გვერდიდან. თქვენი ძალა თქვენს სინაზეში, დიპლომატიურობაშია. უნდა შეგეძლოთ კომპრომისის მონახვა და სათქმელის მშვიდად, ლამაზად თქმა.


    ლომი
    მარტოხელებისთვის: გვესმის, რომ დედოფალი ხართ და გიჭირთ პრინცის პოვნა, მაგრამ ხანდახან პრინცესები მწყემსებზეც კი თხოვდებოდნენ, გაიხსენეთ ზღაპრები... გულწრფელად დაინტერესდით იმ ადამიანით, მისი ცხოვრებით, ვინც თქვენ გვერდითაა, თუ მარტოობა არ გსურთ.

    რჩევა: მხოლოდ თქვენ ვერ იქნებით მთავარ როლში. ხანდახან პარტნიორსაც უნდა დაუთმოთ დრო. ეს კიდევ უფრო გაამყარებს თქვენს კავშირს.

    დაწყვილებულებისთვის: თითქოს რომანტიკა დაგაკლდათ ურთიერთობაში. იყავით მეტად მზრუნველი საყვარელი ადამიანის მიმართ. ყოველთვის შეიძლება რომანტიკული თავგადასავლების მოწყობა.

    რჩევა: შეცვალეთ "დეკორაციები". სანამ გარეთ ვერ გადიხართ, მოიწყვეთ შინ კინოთეატრი, შინაურული რესტორანი. როგორც კი გარეთ გასვლის შესაძლებლობა მოგეცემათ, დაესწარით გამოფენებს, სპექტაკლებს, იმოგზაურეთ.


    ქალწული
    მარტოხელებისთვის: რომანტიკულ ქალბატონად გადაიქცევით, რომელიც მარადიულ სიყვარულზე ოცნებობს. თუმცა, მოთხოვნებიც უამრავი გაქვთ პარტნიორის მიმართ. ნუ ჩქარობთ, ამოსარჩევი კანდიდატი მუდამ გეყოლებათ.

    რჩევა: დიდხანს ნუ გააგრძელებთ დაკვირვებებს. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ზაფხულში დანიშნული ქორწინება მყარი და ბედნიერი იქნება.

    დაწყვილებულებისთვის: ურთიერთობა განახლებას საჭიროებს. თქვენ შორის უამრავი წყენა დაგროვდა, რასაც გარკვევა და მშვიდად მოგვარება სჭირდება.

    რჩევა: მიეცით თქვენს საყვარელ მამაკაცს შესაძლებლობა, რომ გამოავლინოს თავისი საუკეთესო თვისებები.


    სასწორი
    მარტოხელებისთვის: თქვენი ცხოვრება "ამერიკულ მთებს" დაემსგავსება, ხან ბედნიერებისგან ბრწყინავთ, ხან გულის იარებს იშუშებთ. სტაბილურობა გსურთ, რომელსაც წლის ბოლოს აუცილებლად მიაგნებთ.

    რჩევა: შორს წასვლა არაა აუცილებელი, დააკვირდით ახლოს მყოფ ადამიანებს (კოლეგა, ნაცნობი).

    დაწყვილებულებისთვის: მოგეჩვენებათ, თითქოს გრძნობები გაქრა, უფრო ნაკლებ დროს ატარებთ ერთად. თუმცა, თავად უნდა იაქტიუროთ და 2021 წლის მეორე ნახევრიდან თქვენს ცხოვრებაში ისევ დაისადგუროს ჰარმონიამ და რომანტიკამ. წლის ბოლოს მიხვდებით, როგორ გაგიმართლათ, ასეთი პარტნიორი რომ შეგხვდათ.

    რჩევა: მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს სიურპრიზები, რომანტიკული საღამოები, გაანებივრეთ საჩუქრებით, ნურც კომპლიმენტებს დაიშურებთ.


    მორიელი
    მარტოხელებისთვის: წლის მმართველი მრავალფეროვნებას არ მოგიწონებთ და წლის ბოლოს შეიძლება ისეთ ადამიანს გაჰყვეთ ცოლად, ვისაც საერთოდ არ აღიარებდით. ნოემბერი და დეკემბერი თაფლობის თვეებისთვის იდეალურია.

    რჩევა: მოერიდეთ დრამებს, ვნებებს, სიმშვიდე და ის ადამიანი დააფასეთ, ვინც თქვენ გვერდითაა.

    დაწყვილებულებისთვის: გაზაფხულზე მეტად რომანტიკული უნდა გახდეთ. საყვარელი ადამიანი ყველა წამოწყებაში ხელს შეგიწყობთ. შემოდგომასა და ზამთარში თავშეკავება გმართებთ უმნიშვნელო უსიამოვნებას სერიოზულ კონფლიქტად ნუ გადააქცევთ.

    რჩევა: ნუ ანთხევთ უსიამოვნებას პარტნიორზე. უმჯობესია, ნეგატიური ენერგიისგან რომ გათავისუფლდეთ, სახლი დაალაგოთ, ივარჯიშოთ, იცეკვოთ.


    მშვილდოსანი
    მარტოხელებისთვის: წლის მმართველი - ხარი სერიოზულ მისიას გაკისრებთ, რომანტიკული კავშირები უნდა გააბათ, თავგადასავლებში თავით უნდა გადაეშვათ და აუცილებლად აარჩიოთ ის ადამიანი, ვის გვერდითაც გსურთ ყოფნა.

    რჩევა: უნდა გაერკვეთ საკუთარ თავში, რითია კონკრეტული ადამიანი თქვენთვის მნიშვნელოვანი. რა გაბედნიერებთ მის გვერდით.

    დაწყვილებულებისთვის: ისევ რომანტიკულ პერიოდში მოგინდებათ დაბრუნება. შინ კი - სიმყუდროვის შექმნა. კარიერასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება და ოჯახსაც.

    რჩევა: ღრუბლებში საყვარელ ადამიანთან ერთად უნდა იფრინოთ. თებერვალ-მარტში კი მიწაზე დაეშვათ და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იფიქროთ.


    თხის რქა
    მარტოხელებისთვის: პრაქტიკულ და კონსერვატიულ თხის რქას წლის მმართველი საინტერესო შეხვედრას გპირდებათ. გაიცნობთ ადამიანს, რომელის 100 პროცენტით მოგეწონებათ და რომელთან ურთიერთობაც თავს დაგაკარგვინებთ. თქვენს შემთხვევაში ეს კარგიცაა.

    რჩევა: დაივიწყეთ რაციონალურობა, ნუ გეშინიათ ემოციების გამოხატვის.

    დაწყვილებულებისთვის: იყავით საყვარელი ადამიანის მიმართ რომანტიკული. კამათისა და ურთიერთკრიტიკის დრო არაა, ოჯახში ჰარმონიამ უნდა დაისადგუროს. საყვარელ ადამიანს მოუმზადეთ მისი საყვრელი კერძი, დესერტი, ჯიბეში კი რომანტიკული ბარათები ჩაუცურეთ.

    რჩევა: საყიდლები რომანტიკული უკეთესია, ვიდრე პრაქტიკული. თუ არჩევანი უნდა გააკეთოთ სამზარეულს რემონტსა და რომანტიკულ მოგზაურობაზე, ეს უკანასკნელი აირჩიეთ.


    მერწყული
    მარტოხელებისთვის: ბედნიერების პოვნის შანსი გექნებათ... არაერთი. მაგრამ ისე გეშინიათ თავისუფლების დაკარგვის, რომ ძლიერისა და დამოუკიდებლის როლს ირგებთ მუდამ.

    რჩევა: ნუ აკონტროლეთ გრძნობებს, ემოციებს, გაუღეთ კარი ახალ სიყვარულს. ბედნიერების მოპოვების შანსი გეძლევათ.

    დაწყვილებულებისთვის: დაათბეთ და გაარომანტიკულეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. ნუ დაივიწყებთ მადლიერებისა და სიყვარულის სიტყვებს. შემოდგომაზე დაგეგმეთ თაფლობის თვე.

    რჩევა: რომანტიკული არდადეგები მოიწყვეთ. ისეთი, რომელსაც წლების შემდეგაც კი სიამოვნებით გაიხსენებთ.


    თევზები
    მარტოხელებისთვის: საინტერესო შეხვედრები, ფლირტი და კომპლიმენტები გელოდებათ. შეიძლება ერთდროულად ორი ან სამი რომანიც კი გააბათ. გაითვალისწინეთ ყველა პლუსი და მინუსი და ისე შეარჩიეთ ადამიანი.

    რჩევა: თუ ადამიანში დარწმუნებული ხართ, ქორწინების დანიშვნას აღარაფერი უშლის ხელს.

    დაწყვილებულებისთვის: რომანტიკა, ვნება, ზრუნვა, საიმედოობა - აი, ყველაფერი ის, რაც გსურთ საყვარელი ადამიანისგან. შეყვარებულები გადაწყვეთ ერთად ცხოვრებას, ოფიციალურ ქორწინებას და ზოგიერთი - შვილის გაჩენას.

    რჩევა: ჰარმონია და მზრუნველობა კარგია, მაგრამ ყოველი დღე ტკბილი ვერ იქნება, დაბრკოლებების მშვიდად გადალახვაც უნდა შეგეძლოთ. ხანდახან კი ემოციების გამოხატვა. ეს უფრო მეტ პიკანტურობას შეძენს ურთიერთობას.

    წყარო: marao.ge
    126 ნახვა
    12-01-2021, 00:32