GOGA.TV
13
2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული ტყუპისთვის - ჩინური ჰოროსკოპი
  • 2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული ტყუპისთვის - ჩინური ჰოროსკოპი

    ტყუ­პი - ხარი
    იყა­ვით შრო­მის­მოყ­ვა­რე და ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ, ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე საქ­მის შე­სუ­ლე­ბის. ეს გა­გი­უმ­ჯო­ბე­სებთ მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას. ეცა­დეთ, ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­მო­ნა­ხოთ სა­ერ­თო ენა გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. ეს და­გეხ­მა­რე­ბათ, წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოთ სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში. აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი. და­აგ­რო­ვეთ ფული შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, სრულ­ფა­სო­ვა­ნი დას­ვე­ნე­ბის­თვის. ზო­გი­ერ­თმა კი შე­იძ­ლე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ იმოგ­ზა­უ­როთ. პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა შე­მოდ­გო­მა­ზე და­გის­ტა­ბი­ლურ­დე­ბათ. რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გვერ­დით.

    ტყუ­პი -კურ­დღე­ლი
    20201 წელს ბევ­რი უნდა იმუ­შა­ოთ. რაც უფრო ნა­ყო­ფი­ე­რად იშ­რო­მებთ, მით მე­ტად გა­ი­უმ­ჯო­ბე­სებთ მა­ტე­რი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას. ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გარ­და ეს წელი და­გა­მახ­სოვ­რდე­ბათ საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი­თაც, მივ­ლი­ნე­ბი­თაც. თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო შინ გა­ა­ტა­რეთ, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში. იზ­რუ­ნეთ, რომ გა­რე­მო ოჯახ­ში მე­ტად ჰარ­მო­ნი­უ­ლი გქონ­დეთ. მარ­ტო­ხე­ლე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად გა­მოძ­ვე­რით "სო­რო­დან", რათა სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი გა­იც­ნოთ, სა­სი­ა­მოვ­ნო ემო­ცი­ე­ბით და­ი­მუხ­ტოთ.

    ტყუ­პი - დრა­კო­ნი
    მე­ტად უნდა ებ­რძო­ლოთ თქვენს მავ­ნე თვი­სე­ბებს. ჩა­მო­ყა­ლიბ­დით, რისი მიღ­წე­ვა გსურთ ცხოვ­რე­ბა­ში და გა­ბე­დუ­ლად იმოქ­მე­დეთ. ცივი გო­ნე­ბით მო­აგ­ვა­რეთ უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი. მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ ინ­ტე­ლექ­ტი. სამ­სა­ხურ­ში იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი კა­რი­ე­რულ წინსვლა­ზე. უსი­ა­მოვ­ნე­ბებს შე­ხე­დეთ ღი­მი­ლით და მათ მარ­ტი­ვად მო­აგ­ვა­რებთ. მე­ტად მო­გინ­დე­ბათ გან­მარ­ტო­ე­ბა, შინ ყოფ­ნა. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ იყა­ვით მო­სიყ­ვა­რუ­ლე და მზრუნ­ვე­ლი. მან სა­ი­მე­დოდ უნდა მი­გიჩ­ნი­ოთ.

    ტყუ­პი - ვე­ფხვი
    გა­სულ წელს აქ­ტი­უ­რად იყა­ვით ჩარ­თუ­ლე­ბი მოვ­ლე­ნებ­ში, ცვლი­ლე­ბებს მტკივ­ნე­უ­ლად გან­ცდი­დით და ბევ­რსაც ნერ­ვი­უ­ლობ­დით, 2021 წელს კი სიმ­შვი­დით ტკბო­ბას შეძ­ლებთ. ვე­რა­ვინ შეძ­ლებს თქვე­ნი წყო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნას. ნე­გა­ტი­ვებს მშვი­დად აი­ცი­ლებთ. სტა­ბი­ლუ­რო­ბა გე­ლით სამ­სა­ხურ­შიც და ფი­ნან­სებ­შიც. მარ­ტო­ხე­ლე­ბი გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლე­ბი ნუ ის­ხდე­ბით, პირ­ველ­მა გა­დად­გით ნა­ბი­ჯი თქვე­ნი სიმ­პა­თი­ის მი­მართ, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბა მო­ი­პო­ვოთ. რო­მან­ტი­კუ­ლი კავ­ში­რი მო­წყე­ნი­ლო­ბის­გან გიხ­სნით. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა ყუ­რა­დღე­ბა არ მო­აკ­ლოთ მე­უღ­ლეს და არც მის ნა­თე­სა­ვებს.

    ტყუ­პი - ვირ­თხა
    წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი ხში­რად შეგ­ხვდე­ბათ, მაგ­რამ თქვენს გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რამ­დე­ნად გო­ნივ­რულ ნა­ბიჯს გა­დად­გამთ. იზ­რუ­ნეთ პი­რად კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, პი­რად გა­მარ­ჯვე­ბა­ზე. ნე­ბის­მი­ე­რი სირ­თუ­ლის დაძ­ლე­ვა თქვენ­ვე გა­გაძ­ლი­ე­რებთ. ნე­ბის­მი­ე­რი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან უნდა გა­მო­ი­ტა­ნოთ ობი­ექ­ტუ­რი დას­კვნა და გა­აგ­რძე­ლოთ ცხოვ­რე­ბა. შრო­მის­მოყ­ვა­რე­ე­ბი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლე­ბი კა­პი­ტა­ლის დაგ­რო­ვე­ბა­საც კი შეძ­ლებთ. ფულს მო­გი­ტანთ ის პრო­ექ­ტიც, რო­მე­ლიც თა­ვი­დან უინ­ტე­რე­სო მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ. თუ ყუ­რა­დღე­ბით იქ­ნე­ბით, გარ­შე­მო მყო­ფებ­ში აფე­რის­ტის გა­მოვ­ლე­ნა არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ. და­ფიქ­რდით, ვინ გსურთ რომ იყოს თქვენ გვერ­დით.

    ტყუ­პი - გვე­ლი
    მშვი­დად და აუჩ­ქა­რებ­ლად შეძ­ლებთ სა­სურ­ვე­ლის მიღ­წე­ვას, იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. სამ­სა­ხურ­ში იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი წვრილ­მა­ნი­სად­მი. ნე­ბის­მი­ე­რი ნა­ბი­ჯი კარ­გად გათ­ვლი­ლი უნდა გქონ­დეთ. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი კა­რი­ე­რულ წინსვლა­ზე. დის­ციპ­ლი­ნა და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლო­ბა უნდა გა­ი­ხა­დოთ მთა­ვად მიზ­ნად. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ მო­შურ­ნე­ე­ბიც გა­მო­გიჩ­ნდე­ბი­ან, მაგ­რამ თუ მი­წა­ზე მყა­რად იდ­გე­ბით, ვე­რა­ფე­რი მო­გე­რე­ვათ. თქვენ გვერ­დით იქ­ნე­ბა თქვენ­თვის იდე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თან სე­რი­ო­ზულ ურ­თი­ერ­თო­ბას აა­წყობთ.

    ტყუ­პი - ცხე­ნი
    ნა­ყო­ფი­ე­რი წელი და­გიდ­გათ, ხარი და­გეხ­მა­რე­ბათ, რომ შრო­მის­მოყ­ვა­რე­ებ­მა წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოთ. სამ­სა­ხურ­ში წარ­მოქ­მნილ ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნე­ბას ეფექ­ტუ­რად და სწრა­ფად გა­უმკლავ­დე­ბით. მტრე­ბი ვე­რა­ფერს და­გაკ­ლე­ბენ, თქვენ მხა­რე­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. მარ­ტო­ხე­ლე­ბი რაც უფრო ნაკ­ლებ დროს გა­ა­ტა­რებთ შინ მით უკე­თე­სია თქვენ­თვის. და­ეს­წა­რით კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს. შეხ­ვდით მე­გობ­რებს. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი ათ­ჯერ და­ფიქ­რდით, რას ეუბ­ნე­ბით თქვენს მე­ო­რე ნა­ხე­ვარს.

    ტყუ­პი - მა­ი­მუ­ნი
    გარ­შე­მო მყო­ფე­ბის ყუ­რა­დღე­ბით იქ­ნე­ბით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი. თა­ვად მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რო­ბა, იუ­მო­რი, ინ­ტე­რე­სი. ისი­ნი და­გეხ­მა­რე­ბათ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოთ ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ში. შე­იძ­ლე­ბა და­უ­მე­გობ­რდეთ მათ, ვინც სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. მო­ე­რი­დეთ ჭო­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას, ინ­ტრი­გებს, აფე­რის­ტო­ბას. მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­მან­ტი­კუ­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი და ფლირ­ტი გე­ლით.

    ტყუ­პი - ღორი
    წარ­მა­ტე­ბა გე­ლით ყვე­ლა სფე­რო­ში. უპ­რობ­ლე­მოდ მო­აგ­ვა­რებთ ნე­ბის­მი­ერ სირ­თუ­ლეს. გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან, კო­ლე­გებ­თან; იმათ­თა­ნაც კი, ვინც ვინც მა­ინ­და­მა­ინც გულ­ზე არ გე­ხა­ტე­ბათ, რთუ­ლი ხა­სი­ა­თის ადა­მი­ა­ნებ­თან. და გან­სა­კუთ­რე­ბით მათ­თან, ვინც თქვე­ნი მტე­რია. ზო­გი­ერთს სა­ინ­ტე­რე­სო და მა­ღალ­ხელ­ფა­სი­ან სამ­სა­ხურს შე­მოგ­თა­ვა­ზე­ბენ. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გვერ­დით შე­გიძ­ლი­ათ ყვე­ლა ნი­ღა­ბი მო­იხ­სნათ და ბუ­ნებ­რი­ვი იყოთ. მარ­ტო­ხე­ლე­ბი მე­ო­რე ნა­ხე­ვარს აუ­ცი­ლებ­ლად შეხ­ვდე­ბით.

    ტყუ­პი - მა­მა­ლი
    ძა­და­ხე­დეთ პრი­ო­რი­ტე­ტებს. რო­გორც წესი, კა­რი­ე­რა, წარ­მა­ტე­ბა და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდო­მა­რე­ო­ბაა თქვენ­თვის უპი­რა­ტე­სი, მაგ­რამ 2021 წელი უამ­რავ სა­ინ­ტე­რე­სოს გპირ­დე­ბათ და არ გა­უშ­ვათ შან­სი ხე­ლი­დან, რომ სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში მო­სინ­ჯოთ თქვე­ნი ძა­ლე­ბი. პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტე­ბით იქ­ნე­ბა აღ­სავ­სე. ნუ იქ­ნე­ბით ერ­თფე­რო­ვა­ნი და მო­სა­წყე­ნი. გა­უფრ­თხილ­დით მას, ვინც თქვენ­თვის ძვირ­ფა­სია. წელს უნდა იზ­რუ­ნოთ ნა­თე­სა­ვებ­ზეც.

    ტყუ­პი - ძაღ­ლი
    სხვა­დას­ხვა იდე­ით ხართ გა­ტა­ცე­ბუ­ლი და ამის გამო შე­იძ­ლე­ბა პრო­ფე­სი­აც კი შე­იც­ვა­ლოთ. ზო­გი­ერ­თი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ ად­გი­ლას და­ი­წყებთ მუ­შა­ო­ბას. გა­მო­ნა­ხეთ შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო. თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და­უთ­მეთ. გარ­შე­მო მყო­ფე­ბი­სად­მი იყა­ვით სა­მარ­თლი­ა­ნი და პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი. მო­ე­რი­დეთ კონ­ფლიქ­ტებს. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი არ გე­ლით. საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ჰარ­მო­ნია და­ი­სად­გუ­რებს. რაც უფრო მშვი­დი და ერ­თგუ­ლი იქ­ნე­ბით, მით უკე­თე­სია თქვენ­თვის.

    ტყუ­პი - თხა
    სა­სი­ა­მოვ­ნო წელი და­გიდ­გათ. სა­სი­ა­მოვ­ნო შეხ­ვედ­რე­ბის­თვის მო­ემ­ზა­დეთ, ახალ­გაც­ნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს და­უ­მე­გობ­რდე­ბით. ნუ გგო­ნი­ათ, რომ ვე­ღა­რა­ფე­რი გა­გაკ­ვირ­ვებთ, ფორ­ტუ­ნას კი­დევ აქვს თქვენ­თვის სი­ურპრი­ზე­ბი. მო­ი­მა­ტებს ავან­ტი­უ­რიზ­მის, თავ­გა­და­სავ­ლე­ბის სურ­ვი­ლი. ფრთხი­ლად იყა­ვით, არას­წორ­მა საქ­ცი­ელ­მა რე­პუ­ტა­ცია არ შე­გი­ლა­ხოთ. გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უფ­როს­თან, კო­ლე­გებ­თან. ეჭ­ვი­ა­ნო­ბა და გან­წყო­ბის ცვა­ლე­ბა­დო­ბა კარ­გს არა­ფერს მო­გი­ტანთ. ნუ ეც­დე­ბით საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის კონ­ტროლს.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    73 ნახვა
    13-01-2021, 01:26