GOGA.TV
gogatv
3
96 წლის კაცზე ძალადობის გამო, რძალს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს
  • 96 წლის კაცზე ძალადობის გამო, რძალს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს

    თიანეთის სოფელ ჯიჯეთში 96 წლის კაცზე მისმა რძალმა იძალადა. ინფორმაციას ადვოკატიც ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ქალმა არამხოლოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფზე, არამედ მასზეც იძალადა.

    ადვოკატის ინფორმაციით, დაპირისპირება სახლისა და ნივთის გაყოფის ნიადაგზე დაიწყო. 96 წლის მამაკაცი სათივეში ცხოვრობდა და ის ცოტა ხნის წინ ორგანიზაციამ "ერთიანობა საქართველოსთვის" თბილისში ქირით გადმოიყვანა.

    გუშინ კონფლიქტში მონაწილე მხარეები გამოიკითხნენ. დღეს მამაკაცსა და მის ადვოკატს ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეთ.

    ქალს, რომელსაც ძალადობას ედავებიან, შემაკავებელი ორდერი უკვე გამოუწერეს.
    81 ნახვა
    14-01-2021, 02:17