GOGA.TV
gogatv
3
2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული კუროებისთვის - აღმოსავლური ჰოროსკოპი
  • 2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული კუროებისთვის - აღმოსავლური ჰოროსკოპი

    კურო - ხარი
    ახა­ლი წლი­დან ყვე­ლა­ფე­რი რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვლე­ბა. ჩვე­ულ ტემპში ცხოვ­რე­ბა არ გა­მო­გი­ვათ. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი ცხოვ­რე­ბის უკე­თე­სო­ბის­კენ შეც­ვლა­ზე. ხარი გუ­ლუხ­ვად და­გა­სა­ჩუქ­რებთ ბე­ჯი­თი შრო­მის­თვის. თუ შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბას გა­მო­ავ­ლენთ, გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. ზო­გი­ერ­თი კი პი­რა­დი ბიზ­ნე­სის გახ­სნა­საც შეძ­ლებს. გა­მო­უ­ტყდით სიმ­პა­თის ობი­ექტს გრძნო­ბებ­ში. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი ნუ გა­ჯი­უტ­დე­ბით, მზრუნ­ვე­ლო­ბა და ყუ­რა­დღე­ბა მხო­ლოდ თქვენ არ გსი­ა­მოვ­ნებთ, იყა­ვით მე­უღ­ლის მი­მართ ისე­თი, რო­გორც გსურთ, თქვენს მო­გექ­ცეთ.

    კურო - ვე­ფხვი
    წლის მმარ­თვე­ლი უამ­რავ სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ურპრიზს გპირ­დე­ბათ. თე­ბერ­ვლი­დან ელო­დეთ ახალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს: შან­სი მო­გე­ცე­მათ, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ თა­მა­მი გეგ­მე­ბი. ნუ გგო­ნი­ათ, რომ ყვე­ლა­ფერს მარ­ტი­ვად და უშ­რომ­ვე­ლად მი­აღ­წევთ, ხე­ლე­ბი უნდა და­ი­კა­პი­წოთ და დღე­და­ღამ იმუ­შა­ოთ. მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვის გამო პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი გახ­დე­ბა. და­ძა­ბუ­ლი გრა­ფი­კის გამო სიყ­ვა­რუ­ლის­თვის დრო აღარ დაგ­რჩე­ბათ. თუმ­ცა, ამ უკა­ნას­კნელს მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოთ, მარ­ტო­ო­ბამ რომ არ გა­გა­წა­მოთ. მარ­ტო­ხე­ლე­ბი ეფ­ლირ­ტა­ვეთ თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებს. ნუ გა­ურ­ბი­ხართ რო­მან­ტი­კას.

    კურო - მა­ი­მუ­ნი
    2021 წელს ყვე­ლა­ზე და­ფა­სე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლის სტა­ტუსს მო­ი­პო­ვებთ. შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რო­ბა და­გი­ფას­დე­ბათ. ხან­და­ხან და­მა­ტე­ბით სა­მუ­შა­ო­საც კი შე­ას­რუ­ლებთ და ზედ­მე­ტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბაც მო­გი­წევთ. ხში­რად გა­მარ­თეთ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად მო­აგ­ვა­რეთ კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი. ზო­გი­ერ­თი კო­ლექ­ტი­ვის ლი­დე­რიც კი გახ­დე­ბით. და­წი­ნა­უ­რე­ბა და ხელ­ფა­სის გაზ­რდაც გე­ლით. გარ­შე­მო მყო­ფე­ბი სით­ბო­თი და მზრუნ­ვე­ლო­ბით აგავ­სე­ბენ. თა­ვა­დაც მე­ტად მგრძნო­ბი­ა­რე და რბი­ლი გახ­დე­ბით. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი შვი­ლის გა­ჩე­ნას გა­და­წყვე­ტენ.

    კურო - ვირ­თხა
    მო­ი­მა­ტებს კონ­კუ­რენ­ცია და ფრთხი­ლად უნდა იყოთ. თუმ­ცა, ნუ გე­ში­ნი­ათ, ყვე­ლა­ფერს საკ­მა­ოდ კარ­გად გა­არ­თმევთ თავს. არ მო­დუნ­დეთ, არ ენ­დოთ გა­და­უ­მოწ­მე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას. იყა­ვით მუ­დამ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, ყო­ველ­თვის მზად, რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ პო­ზი­ცია, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბა. შე­აქ­მე­ნით პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის გუნ­დი. სა­სურ­ვე­ლია, იმ კად­რებ­თან იმუ­შა­ოთ, ვის­თა­ნაც ადრე უკვე გქონ­დათ შე­ხე­ბა. მარ­ტო­ხე­ლე­ბი ნუ ენ­დო­ბით ახალ­გაც­ნო­ბი­ლებს. გაფრ­თხილ­დით, არა­ვინ ისარ­გებ­ლოს თქვე­ნი გუ­ლუბ­რყვი­ლო­ბით.

    კურო - დრა­კო­ნი
    თქვე­ნი ენერ­გია სწო­რად უნდა წარ­მარ­თოთ - მხო­ლოდ იმ საქ­მე­ში, რაც წარ­მა­ტე­ბას და მა­ტე­რა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბას მო­გი­ტანთ. ნუ და­კარ­გავთ დროს, და­ი­სა­ხეთ მი­ზა­ნი და იმოქ­მე­დეთ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად. უფ­როს­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლეთ ახა­ლი იდე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც კომ­პა­ნი­ას სა­სი­კე­თოდ წად­გე­ბა. ფუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა არ გე­ლით, მთა­ვა­რია, ფუ­ფუ­ნე­ბის ნივ­თებ­ზე არ გაფ­ლან­გოთ. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვით. არა­ვინ ისარ­გებ­ლოს თქვე­ნი კე­თილ­გან­წყო­ბით. ინ­ტუ­ი­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით იმოქ­მე­დეთ, ის მი­გახ­ვედ­რებთ, ვინ უნდა გყავ­დეთ გვერ­დით.

    კურო - მა­მა­ლი
    სი­ურპრი­ზე­ბის­თვის მო­ემ­ზა­დეთ, თუმ­ცა, უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო იქ­ნე­ბა. სამ­სა­ხურ­ში ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ. მო­ირ­გეთ ლი­დე­რის როლი, ძა­ლე­ბი საკ­მა­რი­სად გაქვთ, რათა მი­აღ­წი­ოთ სა­სურ­ველს. გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ, გა­ნა­ხორ­ცი­ლე­ოთ ჩა­ნა­ფიქ­რი ან და­ა­ბან­დოთ ფული სარ­ფი­ან საქ­მე­ში. შან­სი მო­გე­ცე­მათ, სხვა ქა­ლაქ­ში გა­დახ­ვი­დეთ სა­ცხოვ­რებ­ლად ან სა­მუ­შა­ოდ. პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა თქვენს ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა მო­ი­მა­ტებს. ეცა­დეთ, ჰარ­მო­ნი­ამ და­ი­სად­გუ­როს გარ­შე­მო მყო­ფებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ­თან, ვი­საც თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა.

    კურო - ცხე­ნი
    ცოტა შე­ამ­ცი­რეთ ჯი­რი­თი. ეს არ ნიშ­ნავს, რომ სა­მუ­შაო უნდა მი­ა­ტო­ვოთ, უბ­რა­ლოდ, პე­რი­ო­დუ­ლად თავს დას­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა მის­ცეთ. იყა­ვით მიზ­ნა­მი­მარ­თუ­ლი და ობი­ექ­ტუ­რად იბ­რძო­ლეთ სა­სურ­ვე­ლის მი­საღ­წე­ვად. გა­და­ხე­დეთ წარ­სულს და გა­მო­ას­წო­რეთ ზო­გი­ერ­თი მო­მენ­ტი, რაც გან­ვი­თა­რე­ბა­ში, წინსვლა­ში გიშ­ლით ხელს. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დად და სტა­ბი­ლუ­რად გაქვთ. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლე­ბი შინ ჰარ­მო­ნი­ულ გა­რე­მოს შე­იქ­მნით. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა მშო­ბე­ლიც კი გახ­დეთ. მარ­ტო­ხე­ლებს რო­მან­ტი­კუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი გე­ლით, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბა.

    კურო - თხა
    ოპ­ტი­მის­ტურ გან­წყო­ბა­ზე იქ­ნე­ბით, ბევ­რი საქ­მე - კა­რი­ე­რუ­ლიც და ოჯა­ხუ­რიც - თქვენს სა­სარ­გებ­ლოდ მოგ­ვარ­დე­ბა. სამ­სა­ხურ­ში კონ­ფლიქ­ტე­ბის ალბ­თო­ბა მო­ი­მა­ტებს, მაგ­რამ ეს საქ­მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვი­საა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ობი­ექ­ტუ­რად შე­ა­ფა­სეთ თქვე­ნი თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯი. ისე იმუ­შა­ვეთ, რომ უფ­როს­მა შე­გამ­ჩნი­ოთ. თუ თა­ვად არ გა­უფრ­თხილ­დე­ბით თქვენს სიყ­ვა­რულს, ვე­რა­ვინ და­გეხ­მა­რე­ბათ. არ გირ­ჩევთ ჭირ­ვე­უ­ლო­ბა­სა და ეჭ­ვი­ა­ნო­ბას. იმუ­შა­ვეთ სა­კუ­თა­რი გან­წყო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე.

    კურო - კურ­დღე­ლი
    დატ­კბე­ბით კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლით. და­იმ­სა­ხუ­რებთ გარ­შე­მო მყო­ფე­ბის აღი­ა­რე­ბას და უფ­რო­სის შე­ქე­ბას. იყა­ვით მზად, რომ არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად და­იც­ვათ თქვე­ნი მო­საზ­რე­ბე­ბი და ამასთნა­ვე არ შე­უ­რა­ცხყოთ გარ­შე­მო მყო­ფე­ბი. იზ­რუ­ნეთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში უშ­რომ­ვე­ლად ვე­რა­ფერს მი­ი­ღებთ. შე­იძ­ლე­ბა მო­ქიშ­პე­ე­ბიც კი გა­მო­გიჩ­ნდნენ. ამი­ტომ, სა­სურ­ვე­ლის მი­საღ­წე­ვად უნდა იბ­რძო­ლოთ.

    კურო - ძაღ­ლი
    მე­ტად ზრუ­ნავთ პი­რად სი­ა­მოვ­ნე­ბა­ზე, რის გა­მოც შე­იძ­ლე­ბა პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბი და­ი­ზი­ა­ნოთ. ეგო­ის­ტუ­რად ნუ იქ­ცე­ვით. სამ­სა­ხურ­ში იყა­ვით აკუ­რა­ტუ­ლი და უარს ნუ იტყვით სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე. უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ გუნ­დურ მუ­შა­ო­ბას. ზო­მი­ე­რად გა­მო­ავ­ლი­ნეთ ამ­ბი­ცია. კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის მსურ­ვე­ლებს კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლი უნდა გქონ­დეთ, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მო­გე­მა­ტე­ბათ. მხო­ლოდ შრო­მით მო­ი­პო­ვებთ ფი­ნან­სურ კე­თილ­დღე­ო­ბას. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი სტა­ბი­ლუ­რად გაქვთ. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი შვი­ლის და­ბა­დე­ბას გა­და­წყვეტთ.

    კურო - გვე­ლი
    სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, ბრძნუ­ლი უნდა იყოთ. მარ­ტი­ვად გა­უმკლავ­დე­ბით არ­სე­ბულ უსი­ა­მოვ­ნე­ბებს (და მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ამ­ცი­რებთ ახ­ლებს), თუ მო­ინ­დო­მებთ და ემო­ცი­ებს არ აჰ­ყვე­ბით. იზ­რუ­ნეთ ფი­ნან­სურ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, იყა­ვით თა­მა­მი, ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბის; ხან­და­ხან კი ლი­დე­რის რო­ლიც უნდა მო­ირ­გოთ. მარ­ტო­ხე­ლე­ბი და­ფიქ­რდით პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი კი და­ქორ­წინ­დით.

    კურო - ღორი
    ნუ­რაფ­რის შე­გე­შინ­დე­ბათ. ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც მო­ინ­დო­მებთ, რომ გა­ა­კე­თოთ, გა­მო­გი­ვათ. არ გა­და­დოთ გამ­გზავ­რე­ბა, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ექ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა. მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის იმე­დი გქონ­დეთ. ეცა­დეთ, მარ­ტი­ვად შე­ე­გუ­ოთ წარ­მოქ­მნილ სი­ტუ­ა­ცი­ებს. გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბით სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის ყუ­რა­დღე­ბით. მთა­ვა­რია, თა­ვად არ გა­ირ­თუ­ლოთ მდგო­მა­რე­ო­ბა. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    59 ნახვა
    14-01-2021, 03:03