GOGA.TV
gogatv
3
2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული სასწორებისთვის - ჩინური ჰოროსკოპი
  • 2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი სხვადასხვა წელს დაბადებული სასწორებისთვის - ჩინური ჰოროსკოპი

    სას­წო­რი - ვირ­თხა
    გან­ვი­თა­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გეძ­ლე­ვათ და მე­ტად უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ თქვე­ნი ინ­ტე­ლექ­ტი. ამ­ბი­ცი­უ­რი ხართ და მა­ღა­ლი მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ. ერ­თა­დერ­თი, რა­საც უნდა გა­უმკლა­ვეთ, ში­ნა­გა­ნი ბრძო­ლე­ბია. სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდე­ბათ ყვე­ლას­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლად იყოთ. პი­რად ეჭ­ვებ­თა­ნაც მო­გი­წევთ მუ­შა­ო­ბა. სწო­რად წარ­მარ­თეთ თქვე­ნი საქ­მე­ე­ბი და იყა­ვით მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში მო­დუ­ნე­ბა გმარ­თებთ; და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლებს სტა­ბი­ლუ­რო­ბა გე­ლით. შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის აგე­ბა­ზე და­ფიქ­რდე­ბით.

    სას­წო­რი - ხარი
    ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის­თვის მწვა­ნე შუქი აგენ­თე­ბათ. ნუ გა­უშ­ვებთ შანსს ხე­ლი­დან. კო­ლექ­ტივ­ში კომ­პრო­მისს თუ მი­მარ­თავთ, კონ­ფლიქ­ტებს მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვანთ. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში კი გვა­რი­ა­ნად გაწ­ვალ­დე­ბით. რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა სე­რი­ო­ზულ ეტაპ­ზე უნდა აიყ­ვა­ნოთ, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც თავს იკა­ვებთ. და­წყვი­ლე­ბუ­ლებს თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­გინ­დე­ბათ, მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ, რომ გრთგუ­ნა­ვენ.

    სას­წო­რი - ვე­ფხვი
    შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სფე­რო გახ­დე­ბა თქვენ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბი სტა­ბი­ლუ­რად გაქვთ და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვა არ დაგ­ჭირ­დე­ბათ. მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი არ­ტის­ტიზ­მი, ტა­ლან­ტე­ბი. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბა­ში მო­სინ­ჯოთ ძა­ლე­ბი. სხვა­თა შო­რის, მსა­ხი­ო­ბუ­რი ნი­ჭის გა­მოვ­ლე­ნა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვი­საც გა­მო­გად­გე­ბათ. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი ხში­რად და­ა­ინ­ტრი­გეთ. თუმ­ცა, დრა­მებს ნუ მო­ა­წყობთ.

    სას­წო­რი - კურ­დღე­ლი
    წარ­მა­ტე­ბას რომ მი­აღ­წი­ოთ, გარ­შე­მო ერ­თგუ­ლი და მცოდ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა შე­მო­იკ­რი­ბოთ. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით მათ ეხე­ბა, ვინც თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რია. საქ­მე­ე­ბი და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი წელს ბევ­რი გექ­ნე­ბათ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს. რთულ სა­კი­თხებ­საც მარ­ტი­ვად მო­აგ­ვა­რებთ. დაკ­ვირ­ვე­ბით იმოქ­მე­დეთ, გათ­ვა­ლეთ თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯი წი­ნას­წარ. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი, რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. მარ­ტო­ხე­ლებ­მა გა­მო­ნა­ხეთ დრო ფლირ­ტის­თვის, და­წყვი­ლე­ბუ­ლებ­მა კი იმუ­შა­ვეთ რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე.

    სას­წო­რი - დრა­კო­ნი
    სო­ცი­ა­ლუ­რად აქ­ტი­უ­რი უნდა გახ­დეთ. გარ­შე­მო მყო­ფებს თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ და უარს ნუ ეტყვით. გა­იზ­რდე­ბა თქვე­ნი ნაც­ნო­ბე­ბის სია. ხან­და­ხან ისე იქ­ნე­ბით ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი, რომ ყვე­ლაფ­რის­გან გაქ­ცე­ვა და სიმ­შვი­დე­ში გან­მარ­ტო­ე­ბა მო­გინ­დე­ბათ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ში­ნი­დან გა­და­წყვი­ტოს მუ­შა­ო­ბა. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სფე­რო სტა­ბი­ლუ­რად გაქვთ. შე­გეძ­ლე­ბათ ბი­ნის რე­მონ­ტი, ან სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა. მე­უღ­ლეს­თან იდი­ლი­უ­რი გა­რე­მო უნდა შე­იქ­მნათ. მარ­ტოხ­ლებს სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რე­ბი კი გე­ლით, მაგ­რამ საქ­მე­ე­ბის გამო შე­იძ­ლე­ბა ვერ მო­ი­წყოთ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა.

    სას­წო­რი - გვე­ლი
    ცხოვ­რე­ბით ტკბო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ. და­ი­ცა­ვით ბა­ლან­სი პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­სა და პი­რად ცხოვ­რე­ბას შო­რის. კო­ლე­გებ­თან ერ­თად შე­ად­გი­ნეთ სა­მოქ­მე­დო გეგ­მა და არ იზარ­მა­ცოთ. ხში­რად მო­გი­წევთ სხვის გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის გა­მოს­წო­რე­ბაც. თვი­სუ­ფა­ლი დრო შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ტა­ლან­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და­უთ­მეთ. შეხ­ვდე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებს. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად მოგ­ვა­რეთ უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი. რო­მან­ტი­კუ­ლი გა­რე­მო შექ­მე­ნით ოჯახ­ში. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და­ქორ­წი­ნე­ბას გა­და­წყვე­ტენ.

    სას­წო­რი - ცხე­ნი
    პრო­ფე­სი­ულ სარ­ბი­ელ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ. დაკ­ვირ­ვე­ბას ჯერ არა­ვის­თვის მო­უ­ტა­ნია ზი­ა­ნი. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა სწრა­ფად არა­ვინ გთხოვთ, მაგ­რამ ძა­ლი­ა­ნაც ნუ გა­ა­ჭი­ა­ნუ­რებთ. და­უმ­ტკი­ცეთ კო­ლე­გებს, რომ აკუ­რა­ტუ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ხართ. რაც შე­ე­ხე­ბა პი­რად ცხოვ­რე­ბას: მყა­რი გა­რან­ტი­ე­ბი გჭირ­დე­ბათ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბას არ აღი­ა­რებთ, პარტნი­ო­რის­გან სე­რი­ო­ზუ­ლო­ბას მო­ი­თხოვთ. დე­ლი­კა­ტუ­რად აუხ­სე­ნით პარტნი­ორს თქვე­ნი სურ­ვი­ლე­ბი.

    სას­წო­რი - თხა
    ოლიმ­პის მწვერ­ვლა­ზე აღ­მოჩ­ნდე­ბით. იყა­ვით მზად აღი­ა­რე­ბი­სა და გარ­შე­მო მყო­ფებ­ში წარ­მა­ტე­ბის მო­პო­ვე­ბის­თვის. ნე­ბის­მი­ე­რი შან­სი გა­მო­ი­ყე­ნეთ, რომ გა­მო­ავ­ლი­ნოთ თქვე­ნი ნიჭი. 2021 წელს მო­დუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გექ­ნე­ბათ. რაც უფრო მე­ტად იქ­ნე­ბით კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი და ბე­ჯი­თი, მით უკე­თე­სია თქვენ­თვის. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა გე­ლო­დე­ბათ. მცი­რე აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბის გამო შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა გა­გი­ჭირ­დე­ბათ. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი, რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რი. მარ­ტო­ხე­ლებს კი და­წყვი­ლე­ბა გე­ლით.

    სას­წო­რი - მა­ი­მუ­ნი
    სამ­სა­ხურ­ში საქ­მე­ე­ბი ჩი­ნე­ბუ­ლად გაქვთ. გა­მარ­ჯვე­ბა თქვენს მხა­რე­საა და უნდა იაქ­ტი­უ­როთ. კო­ლექ­ტივ­ში ავ­ტო­რი­ტეტს მო­ი­პო­ვებთ. ხში­რად გა­მო­ავ­ლი­ნეთ ინი­ცი­ა­ტი­ვა. უფ­როს­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლეთ ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი, იდე­ე­ბი. ზო­გი­ერ­თებს სა­სურ­ვე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა გე­ლით. მარ­ტო­ხე­ლე­ბი მუდ­მივ პარტნი­ორს გა­ი­ჩენთ. გან­სა­კუთ­რე­ბით ისი­ნი, ვინც სახ­ლში არ იჯ­დე­ბით და გაც­ნო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვას გა­მო­ავ­ლენთ. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს მყა­რი და ჰარ­მო­ნი­უ­ლი ოჯა­ხი გაქვთ.

    სას­წო­რი - მა­მა­ლი
    მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ ორა­ტო­რის თვი­სე­ბე­ბი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ეს და­გეხ­მა­რე­ბათ, მეტი სარ­გე­ბე­ლი მი­ი­ღოთ. გარ­შე­მო მყო­ფე­ბი და­ა­ფა­სე­ბენ თქვენს უნარს - დრო­ზე თქვათ რაც სათ­ქმე­ლია და ენას კბი­ლი და­ა­ჭი­როთ, სა­დაც სა­ჭი­როა. მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ ლი­დე­რის თვი­სე­ბე­ბი; იყა­ვით მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და დაკ­ვირ­ვე­ბით მი­ი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. შან­სი გეძ­ლე­ვათ პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოთ და გა­მო­ი­ყე­ნეთ. ყუ­რა­დღე­ბა გმარ­თებთ საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი­სას. მე­ტად გა­მო­ი­ყე­ნეთ თქვე­ნი დიპ­ლო­მა­ტია. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი ხში­რად შე­ა­ქეთ, მო­ე­რი­დეთ კონ­ფლიქ­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ებს; მარ­ტო­ხე­ლებ­მა ლა­მა­ზი სი­ტყვე­ბით უნდა მო­ხიბ­ლოთ მო­მა­ვა­ლი პარტნი­ო­რი. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა მე­ტად იზ­რუ­ნეთ ოჯა­ხის მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე.

    სას­წო­რი - ძაღ­ლი
    თუ არ გთხო­ვენ, არც გა­ა­კე­თოთ და არც თქვათ. ერ­თმა არას­წორ­მა ნა­ბი­ჯ­მა შე­იძ­ლე­ბა რე­პუ­ტა­ცია შე­გი­ლა­ხოთ. ყვე­ლას გულს მა­ინც ვერ მო­ი­გებთ და ეცა­დეთ, ისე იმოქ­მე­დოთ, რო­გორც თქვენ­თვის იქ­ნე­ბა მი­სა­ღე­ბი. ახ­ლობ­ლებს უნდა და­ეხ­მა­როთ, მაგ­რამ არა სა­კუ­თა­რი თა­ვის და­ზა­რა­ლე­ბის ხარ­ჯზე. 2021 წელს გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ ახა­ლი სამ­სა­ხუ­რი. ერთი საქ­მი­დან მე­ო­რე­ზე უნდა შეძ­ლოთ გა­დარ­თვა. გახ­შირ­დე­ბა მივ­ლი­ნე­ბა. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში იდი­ლია სუ­ფევს. პარტნი­ო­რი გა­ფა­სებთ და ცდი­ლობს, გა­სი­ა­მოვ­ნოთ. მარ­ტო­ხე­ლებ­მა მე­გობ­რე­ბი და­იხ­მა­რეთ, რომ და­წყვილ­დეთ, თუ თა­ვად გი­ჭირთ არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა.

    სას­წო­რი - ღორი
    მოვ­ლე­ნე­ბის ორომ­ტრი­ალ­ში ისე იქ­ნე­ბით ჩარ­თუ­ლი, რომ მო­სა­წყე­ნად ვერ მო­იც­ლით. მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­ურპრი­ზე­ბი გე­ლით, მაგ­რამ ძი­რი­თა­დად საქ­მე­ებს ნუ ჩა­მო­შორ­დე­ბით. ახალ­მა ამ­ბებ­მა შე­იძ­ლე­ბა თავ­ბრუ და­გახ­ვი­ოთ, მაგ­რამ გა­აზ­რე­ბუ­ლად უნდა იმოქ­მე­დოთ. ნუ გა­არ­თუ­ლებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას კო­ლე­გებ­თან. მარ­ტო­ხე­ლე­ბი ნამ­დვილ სიყ­ვა­რულს შეხ­ვდე­ბით, - ყუ­რა­დღე­ბი­ან და მზრუნ­ველ პარტნი­ორს. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბა მე­უღ­ლეს­თა­ნაც და მის ნა­თე­სა­ვებთნაც შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    75 ნახვა
    14-01-2021, 03:05