GOGA.TV
  • საქართველო ნატო-ს გენერალური მდივნისგან მხარდამჭერ გზავნილს იღებს

    საქართველო ნატო-ს გენერალური მდივნისგან მხარდამჭერ გზავნილს იღებს. საქართველოს სურს, ნატო-ს წევრი გახდეს და ამას რუსეთი ვერ შეაჩერებს. სუვერენულ სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტონ, თუ რა გზით სურთ სვლა.

    გამოსვლაში სტოლტენბერგი საქართველოსთან ერთად, უკრაინის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, ნატო-ს როლია, მხარი დაუჭიროს ამ ქვეყნებს. სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო გახდება თუ არა ნატო-ს წევრი ქვეყანა, ეს საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გადასაწყვეტია, რადგან ყველაფერი სხვა სუვერენული სახელმწიფოს სუვერენული უფლებების დარღვევა იქნება. მისივე განცხადებით, სახელმწიფოები, რომლებიც ნატო-ს სტანდარტს დააკმაყოფილებენ, შეუერთდებიან ალიანსს. რუსეთს არ აქვს უფლება, ჩაერიოს, დაბლოკოს ან შეაჩეროს სუვერენული სახელმწიფოების ნატო-ში გაწევრიანების პროცესი.
    128 ნახვა
    19-01-2021, 09:24