GOGA.TV
youtube
3
ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე დონალდ ტრამპი გამოსამშვიდობებელ მიმართვას ავრცელებს
  • ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე დონალდ ტრამპი გამოსამშვიდობებელ მიმართვას ავრცელებს

    ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე დონალდ ტრამპი გამოსამშვიდობებელ მიმართვას ავრცელებს.

    აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი ამერიკელ ხალხს, თეთრი სახლის თანამშრომლებს, მინისტრთა კაბინეტსა და სამართალდამცველებს მადლობას უხდის და ახალ ადმინისტრაციას წარმატებას უსურვებს. ტრამპმა მიმართვაში საკუთარ მიღწევებზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ დაგმო 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმა.

    აშშ-ს 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიისთვის ვაშინგტონში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. ადგილზე ეროვნული გვარდიის ათასობით წევრია მობილიზებული. ღონისძიება თბილისის დროით 8 საათიდან დაიწყება. ჯო ბაიდენი და კამალა ჰაირისი ფიცს კაპიტოლიუმის შენობის წინ დადებენ.
    50 ნახვა
    19-01-2021, 23:34