GOGA.TV
youtube
3
  • COVID-19 გადატანილმა პირებმა სრული სამედიცინო გამოკვლევა აუცილებლად უნდა ჩაიტარონ

    COVID-19 გადატანილმა პირებმა სრული სამედიცინო გამოკვლევა აუცილებლად უნდა ჩაიტარონ - მიიჩნევენ ქართველი ექიმები. მათი თქმით, საქართველოში, ჯერ ჯერობით, არ ხდება იმ ადამიანების სტატისტიკური აღრიცხვა, ვისაც საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ კორონავირუსის გართულებების გამო კვლავ დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია, რაც საჭიროა.

    ბრიტანელი მეცნიერების კვლევით დგინდება, რომ კოვიდგადატანილი პაციენტების მესამედი, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, კვლავ საავადმყოფოებში მოხვდა. მათ ძირითადად ფილტვების, თირკმელისა და გულსისხლძარღვთა პრობლემები აღენიშნებოდათ.
    41 ნახვა
    19-01-2021, 23:40