GOGA.TV
TOP სამი ყველაზე ორსახოვანი და ცვალებადი ზოდიაქოს ნიშანი
  • TOP სამი ყველაზე ორსახოვანი და ცვალებადი ზოდიაქოს ნიშანი

    და ცვა­ლე­ბა­დი ადა­მი­ა­ნე­ბი. აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე. თუმ­ცა და­ფიქ­რე­ბულხრათ იმა­ზე, რომ ის, რა­საც ჩვენ უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბად აღ­ვიქ­ვამთ, ვი­ღა­ცის­თვის უბ­რა­ლოდ გულ­მა­ვი­წყო­ბაა - სავ­სე­ბით სა­პა­ტი­ე­ბე­ლი და არ­ცთუ დიდი ტრა­გე­დია ამ ქვე­ყა­ნა­ზე. ას­ტრო­ლო­გებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ ცვა­ლე­ბა­დი ხა­სი­ა­თით და ორ­სა­ხოვ­ნე­ბით ყვე­ლა­ზე მე­ტად სამი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი გა­მო­ირ­ჩე­ვა.

    ტყუ­პი - გა­ო­რე­ბულ ანუ დუ­ა­ლურ ნიშ­ნებ­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად ვხვდე­ბით ადა­მი­ა­ნებს, ვი­საც ხა­სი­ა­თის ქარ­ზე უფრო სწრა­ფი ცვა­ლე­ბა­დო­ბა ახა­სი­ა­თებთ. ამ მხრივ კი ტყუ­პი მარ­თლაც რომ ჩემ­პი­ო­ნია. მას უამ­რა­ვი გა­სარ­თო­ბი, ინ­ტე­რე­სე­ბის მრა­ვალსპექტრი­ა­ნი სფე­რო და ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მო­თხოვ­ნე­ბი გა­აჩ­ნია. ამი­ტომ რო­გორ ხა­სი­ათ­ზეც იღ­ვი­ძებს დი­ლით, გა­მო­რი­ცხუ­ლია იგი­ვე გან­წყო­ბა­ზე ის სა­დი­ლო­ბი­სას იხი­ლოთ. ზოგ­ჯერ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა გრჩე­ბათ, რომ რამ­დე­ნი­მე სხვა­დას­ხვა ადა­მი­ანს ეკონ­ტაქ­ტე­ბით მისი სა­ხით. მერ­კუ­რით მარ­თუ­ლი ეს ჰა­ე­რო­ვა­ნი ნი­შა­ნი თავს არ იწუ­ხებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით, მით უმე­ტეს სა­ჭი­როდ არ მი­აჩ­ნია ახ­სნა გან­მარ­ტე­ბე­ბი თუ, რა­ტომ და რა მი­ზე­ზით და­აგ­ვი­ა­ნა მთე­ლი სა­ა­თით, როცა სულ რა­ღაც თხუთ­მეტ წუთ­ში შეგ­პირ­დათ მოს­ვლას.

    კირჩხი­ბი - მისი ორ­სა­ხოვ­ნე­ბა, არა დუ­ა­ლუ­რო­ბის არა­მედ სენ­სი­ტი­უ­რი და ერ­თობ ფრთხი­ლი ხა­სი­ა­თის ბრა­ლია. კირჩხი­ბებს ში­ნა­გა­ნი პა­ნი­კა იპყრობთ, როცა ვინ­მე მათ სულ­ში ზედ­მე­ტად იქე­ქე­ბა ან ცდი­ლობს გა­მო­ა­აშ­კა­რა­ოს მისი რე­ა­ლუ­რი ზრახ­ვე­ბი. ამი­ტომ კირჩხი­ბი მუ­დამ "ნიღ­ბით" და­დის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იმი­ტომ რომ, ვინ­მემ ზედ­მე­ტად ახ­ლოს არ გა­ბე­დოს მას­თან მის­ვლა. ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლი, სა­დაც ისი­ნი ნი­ღაბს იხ­სნი­ან, სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი და სა­ნა­თე­სა­ვოა. კირჩხი­ბე­ბი ყო­ველ­თვის გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან იმა­ზე უფრო სუს­ტად და და­უც­ვე­ლად ვიდ­რე ეს სი­ნამ­დვი­ლე­შია. მათ­თვის ამ­გვა­რი პოზა თავ­დაც­ვის მიზ­ნით მომ­გე­ბი­ა­ნია. არა­ვის უჩ­ნდე­ბა სურ­ვი­ლი ყუ­რა­დღე­ბა შე­ა­ჩე­როს სა­ზო­გა­დო­ე­ბის "ნაც­რის­ფერ" და უენო წევ­რზე. თუმ­ცა, როცა საქ­მეს სჭირ­დე­ბა, კირჩხი­ბის სა­ცე­ცე­ბი ნე­ბის­მი­ერ მი­ზანს წა­ე­პო­ტი­ნე­ბა და მი­აღ­წევს სა­წა­დელს.

    მერ­წყუ­ლი - არას­ტან­დარ­ტუ­ლად მო­აზ­როვ­ნე, მსუ­ბუ­ქი ფორ­მის ში­ზოფ­რე­ნი­კია. უყ­ვარს სა­ზო­გა­დო­ე­ბის შოკ­ში ჩაგ­დე­ბა, იმი­ტომ რომ ში­ნა­გა­ნად სა­ოც­რად ეპა­ტა­ჟუ­რია და ამას კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბი­სა და მე­გობ­რუ­ლო­ბის იმიჯს უკან მა­ლავს. მერ­წყულს არ მოს­წონს ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბე­ბი, არა­სო­დეს თვლის სა­ჭი­როდ ვინ­მეს რამე აუხ­სნას და გა­ა­გე­ბი­ნოს. თუმ­ცა, ამას­თა­ნა­ვე, შე­უძ­ლია იყოს ერ­თგუ­ლი მე­გო­ბა­რი და თა­ნა­მებ­რძო­ლი. და­უ­ზარ­ლად გა­უ­წო­დოს დახ­მა­რე­ბის ხელი სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნებს და შე­ი­ფა­როს ისი­ნი ძნელ­ბე­დო­ბის ჟამს, ისე რომ, არც კი და­ინ­ტე­რეს­დეს სა­ი­დან მო­დი­ან ან რო­გო­რია მათი წარ­სუ­ლი.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    300 ნახვა
    20-01-2021, 01:14