GOGA.TV
ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური 66 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

    ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ადასტურებს, რომლის პროფესორიც იყო გიორგი ოთხმეზური.

    "ბატონ გიორგის მრავალი წელი აკავშირებდა უნივერსიტეტთან, ისტორიის მიმართულების სტუდენტების უამრავმა თაობამ გაიარა მის თვალწინ, აღზარდა არაერთი შესანიშნავი ისტორიკოსი. ძალზედ დიდია მისი დამსახურება საქართველოს ისტორიის, წყაროთმცოდნეობის, ქართული ეპიგრაფიკისა და პალეოგრაფიის შესწავლისა და განვითარების მიმართულებით.

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებს, სტუდენტებს", - წერია უნივერსიტეტის განცხადებაში.

    გიორგი ოთხმეზური სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პორფესორი იყო.
    168 ნახვა
    20-01-2021, 10:22