GOGA.TV
  • ვაშინგტონში ამერიკის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია იწყება

    ვაშინგტონში ამერიკის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია იწყება. ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი მეუღლეებთან ერთად წმინდა მათეს ეკლესიაში მსახურებას ესწრებიან, რის შემდეგაც მომავალი პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი კაპიტოლიუმის შენობასთან გადაინაცვლებენ, სადაც ადგილობრივი დროით ზუსტად 12 საათზე, დადებენ ფიცს და სიტყვით მიმართავენ მოქალაქეებს. საზეიმო ცერემონიის შემდეგ ჯო ბაიდენი ექსპრეზიდენტ ბილ კლინტონთან, ჯორჯ ბუშთან და ბარაქ ობამასთან ერთად, არლინგტონის სასაფლაოზე, უცნობი ჯარისკაცის საფლავს გვირგვინით შეამკობს. მოგვიანებით კი, უკვე ოვალურ კაბინეტში, ჯო ბაიდენი პრეზიდენტის რანგში ხელს მოაწერს პირველ განკარგულებებს. დღის მიწურულს პრეზიდენტი და პირველი ლედი, ლურჯი ოთახის აივანზე გამოჩნდებიან. აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული. მობილიზებულია ეროვნული გვარდიის 25 ათასი ჯარისკაცი და 13 ათასი სამართალდამცველი, ისევე როგორც ფედერალური ბიუროს თანამშრომლები და კაპიტოლიუმის უსაფრთხოების სამსახური. 6 იანვარს კონგრესის შენობაში შტურმის შემდეგ, უსაფრთხოების ზომები არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ ქვეყნის 50-ვე შტატშია გამკაცრებული.
    240 ნახვა
    20-01-2021, 10:31