GOGA.TV
რატომ შეგიყვარდათ ის და არავინ სხვა? - პასუხები მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
  • რატომ შეგიყვარდათ ის და არავინ სხვა? - პასუხები მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც თა­ვის­თვის ერთხელ მა­ინც არ უკი­თხავს: "რა­ტომ მიყ­ვარს?" ან "სამ­ყა­რო­ში უამ­რა­ვი მა­მა­კა­ცია/ქა­ლია, რა­ტომ შე­მიყ­ვარ­და მა­ინ­ცდა­მა­ინც ის?" პა­სუხს ას­ტრო­ლო­გე­ბი გთა­ვა­ზო­ბენ.

    თუ ის ვერ­ძია...
    პირ­ველ რიგ­ში, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბით მოგ­ხიბ­ლათ. ვერძს ნამ­დვი­ლად სჯე­რა სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, იმ­დე­ნად, რომ თქვენც და­გარ­წმუ­ნათ თა­ვის ყოვ­ლის­შემ­ძლე­ო­ბა­ში, ამი­ტომ მი­ენ­დეთ... და­ი­ჯე­რეთ - და სწო­რა­დაც მო­ი­ქე­ცით - რომ ის თქვე­ნი ყვე­ლა პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას შეძ­ლებს. ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გიყ­ვართ მისი ში­ნა­გა­ნი (ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ფი­ზი­კუ­რი) ძა­ლის, ამ­ტა­ნო­ბის, მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბი­სა და თვითრწმე­ნის გამო.

    თუ ის კუ­როა...
    იმის შემ­დეგ რაც კურო ურ­თი­ერ­თო­ბას სტა­ტუსს მი­ა­ნი­ჭებს, ყუ­რებ­ზეც გა­ივ­ლის, ოღონდ პარტნი­ორს ასი­ა­მოვ­ნოს. ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გიყ­ვართ იმი­ტომ, რომ მათ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თქვე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბაა და შე­უძ­ლი­ათ უკა­ნა პლან­ზე გა­დას­წი­ონ თა­ვი­ან­თი სურ­ვი­ლე­ბი და მის­წრა­ფე­ბე­ბი.

    თუ ის ტყუ­პია...
    ამ ნიშ­ნით ყვე­ლა­ზე მხი­ა­რუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი იბა­დე­ბი­ან. ვერ შეხ­ვდე­ბით ადა­მი­ანს, რო­მელ­თან ერ­თა­დაც უკე­თეს დროს გა­ა­ტა­რებთ. ის ყო­ველ­თვის მზა­დაა ხელი ჩა­გავ­ლოთ და წვე­უ­ლე­ბა­ზე გა­იქ­ცეს ან მო­სა­წყე­ნი სი­ტუ­ა­ცია თავ­გა­და­სავ­ლად აქ­ცი­ოს... აი, რა­ტომ გიყ­ვართ ტყუ­პი.

    თუ ის კირჩხი­ბია...
    კირჩხი­ბი მთე­ლი სხე­უ­ლით, გო­ნე­ბი­თა და გუ­ლით ერ­თვე­ბა ნე­ბის­მი­ერ საქ­მე­ში, რო­მელ­საც ხელს მო­კი­დებს, ისვე რო­გორც ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. თქვენ გიყ­ვართ მისი უნა­რი - თავი მი­უ­ძღვანს იდე­ებ­სა და ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლი­საც სჯე­რა, სხვა­გა­ვა­რად რომ ვთქვათ, გიყ­ვართ ის, რომ იდე­ა­ლის­ტი და მე­ოც­ნე­ბეა. რა და­სა­მა­ლია, გიყ­ვართ ისიც, რომ ყვე­ლა­ფერ­ში წარ­მა­ტე­ბას აღ­წევს, რა­საც კი მიზ­ნად და­ი­სა­ხავს. ამ ნიშ­ნის პარტნი­ო­რი თქვე­ნი მო­ტი­ვა­ტო­რია და სი­ცო­ცხლეს გი­ფე­რა­დებთ!

    თუ ის ლო­მია...
    ამ ნიშ­ნით ნამ­დვი­ლი ოპ­ტი­მის­ტე­ბი იბა­დე­ბი­ან! ლო­მე­ბი ყო­ველ­თვის ახერ­ხე­ბენ სა­ში­ნელ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში პო­ზი­ტი­უ­რი მხა­რის და­ნახ­ვას. ურ­თუ­ლეს პე­რი­ოდ­შიც კი გარ­წმუ­ნებთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა - აი, რა­ტომ შე­გიყ­ვარ­დათ. ლო­მებს არაფ­რის ეში­ნი­ათ, მისი სი­მა­მა­ცეც ერთ-ერთი მი­ზე­ზია, რის გა­მოც ასე­თი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხართ!

    თუ ის ქალ­წუ­ლია...
    ქალ­წუ­ლი მზად არის თქვე­ნი გა­სა­კე­თე­ბე­ლი საქ­მეც კი იკის­როს, ცხოვ­რე­ბა რომ შე­გიმ­სუ­ბუ­ქოთ. არ იშუ­რებს ჭკვი­ა­ნურ რჩე­ვებს, მაგ­რამ მხო­ლოდ სი­ტყვე­ბით არას­დროს გეხ­მა­რე­ბათ. ქალ­წუ­ლი სწო­რედ ის ნი­შა­ნია, რო­მე­ლიც იშ­ვი­ა­თად ამ­ბობს "მე შენ მიყ­ვარ­ხარ", მაგ­რამ ყო­ველ­დღი­უ­რად გარ­წმუ­ნებთ თა­ვი­სი გრძნო­ბე­ბის სიძ­ლი­ე­რე­ში. მგო­ნი, გა­საკ­ვი­რი არც არის, რომ შე­გიყ­ვარ­დათ.

    თუ ის სას­წო­რია...
    სას­წო­რის შეყ­ვა­რე­ბის პირ­ვე­ლი მი­ზე­ზი მისი თქვენ­და­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა. ის მთე­ლი გუ­ლით ეც­დე­ბა არას­დროს გა­წყე­ნი­ნოთ და გა­უფრ­თხილ­დეს თქვენს ნაზ გრძნო­ბებს. ამ ნიშ­ნით იბა­დე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც თქვენ გა­რე­შე არას­დროს ივახ­შმე­ბენ და, თუ გემ­რი­ე­ლი ნამ­ცხვრის ბოლო ნა­ჭე­რი დარ­ჩე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ი­ნა­ხა­ვენ თქვენ­თვის.

    თუ ის მო­რი­ე­ლია...
    თქვენ მო­რი­ე­ლის გრძნო­ბე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბა გიყ­ვართ - თუ გულ­ში შე­გიშ­ვათ, იქი­დან არას­დროს გა­მო­გა­ძე­ვებთ. ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფერს მო­ი­მოქ­მე­დებს ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, რა­ო­დენ რთუ­ლი პე­რი­ო­დიც არ უნდა და­გიდ­გეთ, თქვენ ეს კარ­გად იცით და მუდ­მი­ვად შფოთ­ვა არ გი­წევთ, ხომ არ დამ­შორ­დე­ბაო?

    თუ ის მშვილ­დო­სა­ნია...
    მშვილ­დო­სა­ნი მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბე­ბი­თაა სავ­სე! მას შე­უძ­ლია ღა­მით გა­გაღ­ვი­ძოთ და სა­მოგ­ზა­უ­როდ წა­გიყ­ვა­ნოთ ან მან­ქა­ნა გა­ყი­დოს ვე­ლო­სი­პე­დე­ბის კო­ლექ­ცი­ის შე­სა­ძე­ნად. თქვენ არას­დროს იცით რა გე­ლო­დე­ბათ ხვალ მას­თან ერ­თად, სწო­რედ ამი­ტომ გიყ­ვართ.

    თუ ის თხის რქაა...
    თხის რქა სწრა­ფად უღებს ალ­ღოს თქვენს სურ­ვი­ლებს და მო­თხოვ­ნებს, თუკი ის მა­ტე­რი­ა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­სა­ხოს. მა­შინ როცა შე­სა­ბა­მი­სი თან­ხა არ აქვს, დღეს და ღა­მეს გა­და­ა­თე­ნებს, შე­აგ­რო­ვებს და გი­ყი­დით იმას, რაც სთხო­ვეთ. ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი გიყ­ვართ იმი­ტომ რომ, თქვენ­თვის ჯა­დოს­ნუ­რი ფე­რი­ა­ცაა, ჯი­ნიც და ოქ­როს თევ­ზიც.

    თუ ის მერ­წყუ­ლია...
    მერ­წყულს ყო­ველ­თვის შე­უძ­ლია შეც­დო­მის აღი­ა­რე­ბა და ბო­დი­შის მოხ­და, რაც ასე­ო­დენ უჭირთ სხვა ადა­მი­ა­ნებს, სწო­რედ ეს თვი­სე­ბა გიყ­ვართ მას­ში. ასე­ვე მერ­წყუ­ლი ნე­ბის­მი­ერ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თავს ისე გაგ­რძნო­ბი­ნებთ, თით­ქოს წე­სებს თქვენ ად­გენთ და არა სო­ცი­უ­მი. ეს გა­ნი­ჭებთ ში­ნა­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

    თუ ის თევ­ზია...
    გიყ­ვართ იმი­ტომ, რომ თქვე­ნი უსი­ტყვოდ ეს­მის, უყუ­რა­დღე­ბოდ არ რჩე­ბა არც ერთი დე­ტა­ლი, უღ­რმავ­დე­ბა თქვენს აზ­რებ­სა და სურ­ვი­ლებს, გი­ჭერთ მხარს, ყო­ველ­თვის შე­მო­დის თქვენს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და გი­ღებთ უამ­რა­ვი ნაკ­ლით.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    224 ნახვა
    21-01-2021, 02:08