X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
14
  • ჩარლი ჰანემი და ჯუდ ლოუ ახალ თრეილერში King Arthur: Legend of the Sword

    ინტერნეტში გამოჩნდა ახალი თრეილერი და პოსტერი King Arthur: Legend of the Sword, მთავარ როლს ასრულებს ჩარლი ჰანემი.

    მოვლენები ვითარდება ახალგაზრდა არტურის გარშემო, რომელიც თავის ბანდასთან ერთად ვაჭრობს ლონდონიუმის მისადგომებთან. გმირს წარმოდგენაც კი არ აქვს თავის წარმომავლობაზე, სანამ მის ხელში არ აღმოჩნდება ხმალი ექსკალიბური. მან უნდა ისწავლოს ხმალის ფლობა, შეხვდეს პირისპირ მის დემონებს და გააერთიანოს ხალხი, იმისთვის, რათა დაამარცხოს ტირანი ვორტიგერნი (ჯუდ ლოუ)-მისი მშობლების მკვლელი, რომელმაც ტახტი მიისაკუთრა.

    King Arthur: Legend of the Sword-მა ბოლოს და ბოლოს იპოვა გამოშვების თარიღი ის მსოფლიოს ეკრანებზე 12 მაისს გამოჩნდება. ადრე, მიუხედავად იმისა, რომ გადაღებები დასრულებული იყო, პრემიერის თარიღი რამდენჯერმე გადაიდო.

    ''მე ვფიქრობ, რომ რელიზის გამოშვების თარიღი კონკურენციის გამო იცვლებოდა. გარდა ამისა, ჩვენ გადავიღეთ ფილმი ერთ წლის წინ, ტექნოლოგიები კი მუდმივად ვითარდება, ჩვენ მოგვიწია სპეცეფექტების შეცვლა, რომ ვიყოთ პირველები. ყოველ კვირას ამერიკაში იმდენი ფილმი გამოდის, რომ ჩვენი პროექტისთვის თავისუფალი დროის პოვნა ძალიან გაგვიჭირდა.''


    სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
    ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
    1 879 ნახვა
    23-01-2017, 15:07