GOGA.TV
ჯო ბაიდენმა,დონალდ ტრამპის მიერ დაყენებული უშაქრო კოკა-კოლის ღილაკი გააუქმა
  • ჯო ბაიდენმა,დონალდ ტრამპის მიერ დაყენებული უშაქრო კოკა-კოლის ღილაკი გააუქმა

    შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, თეთრ სახლში ოვალური ოფისიდან დონალდ ტრამპის მიერ დაყენებული უშაქრო კოკა-კოლის ღილაკი გააუქმა. ყოფილი პრეზიდენტის მაგიდას სპეციალური წითელი ღილაკი ჰქონდა, რომელზეც თითის დაჭერის შემდეგ ტრამპთან მაშინვე შეჰქონდათ მისთვის საყვარელი გაზიანი სასმელი.

    შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტმა ჟურნალისტებს თავისი ოფისი თეთრ სახლში 21 იანვარს პირველად დაათვალიერებინა.
    297 ნახვა
    23-01-2021, 11:33