GOGA.TV
youtube
3
25-31 იანვრის სილამაზის კალენდარი - კარგია სუნთქვითი ვარჯიში, მასაჟი, არომათერაპია
  • 25-31 იანვრის სილამაზის კალენდარი - კარგია სუნთქვითი ვარჯიში, მასაჟი, არომათერაპია

    ამ კვირაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ გულ-სისხლძარღვებს, ნერვებს. სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ ნებისმიერ სიტუაციაში. სავსემთვარეობამდე (ხუთშაბათი), მთვარე მზარდია, პარასკევიდან კლებას დაიწყებს. 30 იანვრიდან 21 თებერვლის ჩათვლით, არ გირჩევთ გეგმიური ოპერაციების ჩატარებას.

    25 იანვარი, მთვარე ტყუპშია. ცვალებადი მთვარე. კარგია სუფთა ჰაერზე სეირნობა. მოიმატებს ინფორმაციის გაცვლის, ურთიერთობისა და გადაადგილების სურვილი. მოუფრთხილდით ხელებს, ფილტვებს.
    კარგია - სუნთქვითი ვარჯიში. მასაჟი, არომათერაპია. შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ.
    ცუდია - მანიკიური, ფრჩხილების დაგრძელება. ნებისმიერი მანიპულაცია ხელებთან.

    26-27 იანვარი, მთვარე კირჩხიბშია. ემოციური მთვარე. იმატებს
    მგრძნობელობა და ემოციურობა. დიასახლისებს საჭმელი გამოსდის განსაკუთრებით გემრიელი. სასარგებლოა პურისა და სხვა ფქვილეულის გამოცხობა. არ გადატვირთოთ კუჭი.
    კარგია - აბაზანის მიღება, კარგ შედეგს მოგიტანთ დამატენიანებელი კრემების გამოყენება. შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ.
    ცუდია - კუჭის გამოკვლევა, ნებისმიერი მანიპულაცია მკერდის და საშვილოსნოს ზონასთან. ტყუილის თქმა.

    28-30 (15:04 საათამდე) მთვარე ლომშია. არტისტული მთვარე. მოიმატებს შემოქმედებითი განწყობა, რაიმეს კეთების სურვილი. გავუფრთხილდეთ გულს. არ გადაიღალოთ. მოიმატებს ფლირტის სურვილი. ვუფრთხილდებით გულს.
    კარგია - ზურგის გავარჯიშება, სუნთქვითი ვარჯიშები. ფუტკრის ნაწარმზე დამზადებული კრემების გამოყენება. თმის შეჭრა, რომ მოცულობასა და სიგრძეში სწრაფად გაიზარდოს.
    ცუდია - ყურების გახვრეტა, ორთქლის აბანო, სახის გაწმენდა. მარილიანი პროდუქების ჭამა.

    30 (15:04-დან) 31 იანვარი, მთვარე ქალწულშია. პედანტური მთვარე. მოიმატებს შრომისუნარიანობა. მეტად გამოიჩენთ ყურადღებას ჯანმრთელობის მიმართ. მოსაფრთხილებლია ნაწლავები. ეცადეთ, სწორად იკვებოთ. კარგია სახლის, პირადი ნივთების დალაგება. ჯანსაღი საკვების მიღება. დღის რეჟიმის დაცვა, გამწმენდი პროცედურების ჩატარება, პილინგი, ფიტოთერაპია.
    ცუდია - მუცლის პლასტიკა, მუცლის ღრუში ქირურგიული ჩარევა. წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება. მუცლის ვარჯიშების შესრულება.

    წყარო: marao.ge
    92 ნახვა
    24-01-2021, 23:44