GOGA.TV
როგორი თებერვალი ექნებათ ვერძებს - თვის დეტალური პროგნოზი
  • როგორი თებერვალი ექნებათ ვერძებს - თვის დეტალური პროგნოზი

    რო­გო­რია თე­ბერ­ვლის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი მა­მა­კა­ცი და ქალი ვერ­ძე­ბის­თვის

    თვის ზო­გა­დი ტენ­დენ­ცი­ე­ბი
    თე­ბერ­ვალ­ში თავს მე­ტად ბედ­ნი­ე­რად და უდარ­დე­ლად იგ­რძნობთ. მეტი დრო და­უთ­მეთ თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან კონ­ტაქტს, მე­გობ­რებ­თან შეხ­ვედ­რებს. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა შექ­მნათ ჯგუ­ფი, სა­დაც ერთი ინ­ტე­რე­სის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს გა­ა­ერ­თი­ა­ნებთ. მარ­ტი­ვად გა­ი­ჩენთ ახალ მე­გობ­რებს. მო­ი­მა­ტებს ბავ­შვებ­თან კონ­ტაქ­ტის სურ­ვი­ლი. ზო­გი­ერ­თი კი სა­ნუკ­ვარ სურ­ვილს აის­რუ­ლებს.

    11 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ მო­ი­მა­ტებს კონ­ტაქ­ტე­ბი, ზო­გი­ერთს მივ­ლი­ნე­ბა გე­ლით. სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ ახალ­გაც­ნო­ბი­ლებ­თან. ყუ­რა­დღე­ბით და­ამ­ყა­რეთ ახა­ლი კავ­ში­რე­ბი. ზო­გი­ერ­თი გა­ი­ჩენთ ახალ ბიზ­ნეს­პარტნი­ორს. ჩა­ერ­თეთ კო­ლექ­ტი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ და ინ­ტერ­ნეტ ცხოვ­რე­ბა­ში.

    27 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ იზ­რუ­ნეთ სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, ფი­ზი­კურ აქ­ტი­უ­რო­ბა­ზე, დი­ლა­ო­ბით ვარ­ჯი­ში და ზო­მი­ე­რი დი­ე­ტა სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა თქვენ­თვის. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ და­ემ­შვი­დო­ბე­ბით მავ­ნე ჩვე­ვებს. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კო­ლე­გებ­თან, უფ­როს­თან. თუ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ხართ, ეცა­დეთ, დრო­უ­ლად შე­ას­რუ­ლოთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და არ და­აგ­ვი­ა­ნოთ სამ­სა­ხურ­ში.

    კა­რი­ე­რა და ბიზ­ნე­სი
    რო­გორც წესი, სხარ­ტი აზ­როვ­ნე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვით და თე­ბერ­ვალ­ში უამ­რა­ვი ახა­ლი იდეა და­გე­ბა­დე­ბათ, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­გინ­დე­ბათ. გა­უ­ზი­ა­რეთ ისი­ნი თქვენს თა­ნა­მო­აზ­რე­ებს, ერ­თად კარგ შე­დეგს მი­აღ­წევთ. რჩე­ვის­თვის გა­მოც­დილ მე­გობ­რებს მი­მარ­თეთ. იყა­ვით მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, რომ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ სა­სურ­ვე­ლი პრო­ექ­ტე­ბი.

    სიყ­ვა­რუ­ლი
    თე­ბერ­ვალ­ში შე­იძ­ლე­ბა რო­მა­ნი გა­ა­ბათ თქვენს მე­გო­ბარ­თან ან კო­ლე­გას­თან, ან თა­ნა­მო­აზ­რე­ეს­თან, რო­მელ­თა­ნაც ერთ ჯგუფ­ში ხართ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი კი­დევ უფრო გა­ამ­ყა­რებს თქვენს კავ­შირს. სხვა­თა შო­რის, ზო­გი­ერ­თი ახა­ლი იდეა შეძ­ლე­ბა თქვენს ახალ სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ორ­თან ერ­თად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ. მარ­ტო­ხე­ლე­ბი მე­ტად უნდა იყოთ მო­მარ­თუ­ლი ფლირტზე, რო­მან­ტი­კულ თავ­გა­და­სა­ვალ­ზე.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი მეტი სიფრ­თხი­ლით უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ. ფული დიდი დაკ­ვირ­ვე­ბით და­ა­ბან­დეთ. თე­ბერ­ვალ­ში ენერ­გი­ით იქ­ნე­ბით აღ­სავ­სე ჯან­მრთე­ლო­ბა არ გი­ღა­ლა­ტებთ. თუმ­ცა, სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ სის­ტე­მას­თან.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    196 ნახვა
    26-01-2021, 00:25