GOGA.TV
  • მიღებული ამნისტიის საფუძველზე პატიმრები ციხეებს ტოვებენ

    ახლად მიღებული ამნისტიის საფუძველზე პატიმრები ციხეებს ტოვებენ. ქსნის პენიტენციური დაწესებულებიდან 11 პატიმარი უკვე გათავისუფლდა.

    კანონის მიხედვით, ამნისტია მისი ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უნდა აღსრულდეს. საერთო ჯამში ის 1500-ზე მეტ პატიმარს შეეხო.

    ამავე დროს შეღავათებს მიიღებს პრობაციის რეჟიმში მყოფი 10 000-მდე ადამიანი. პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონის პროექტი 11 იანვარს დაამტკიცა.
    141 ნახვა
    26-01-2021, 09:05