GOGA.TV
youtube
3
ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
  • ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

    ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც მოგვიანებით გავრცელდა თეთრი სახლი და კრემლი იმ თემებზე ამახვილებენ ყურადღებას რაც მათი აზრით, მნიშვნელოვანი იყო.

    ვაშინგტონის ინფორმაციით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან ბირთვული იარაღის შესახებ ხელშეკრულების გახანგრძლივების, რუსეთის მხრიდან შტატების 2020-წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის, კიბერ-შეტევისა და ნავალნის მოწამვლის შესახებ საკითხები განიხილა.

    ჯო ბაიდენმა მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის სუვერენიტეტისდამი და განაცხადა, რომ "შეერთებული შტატები მტკიცედ იმოქმედებს ეროვნული ინტერესების დასაცავად რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, რომლებიც ზიანს აყენებს ამერიკასა და მის მოკავშირეებს."

    კრემლის ინფორმაციით კი, ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენს გაპრეზიდენტება მიულოცა და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის ნორმალიზების მნიშვნელობაზე, ასევე პანდემიასთან ბრძოლაში შესაძლო თანამშრომლობაზე ისაუბრა. რუსული მხარის ცნობით, სატელეფონო საუბარი საქმიანი ხასიათის იყო. ორი ქვეყნის პრეზიდენტები მუდმივი და გამჭვირვალე კომუნიკაციის შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ.
    88 ნახვა
    27-01-2021, 00:48