GOGA.TV
youtube
3
  • საქართველოში კოვიდგადატანილი პაციენტების კვლევები იწყება

    "იწყება ძალიან სერიოზული კვლევა 500 ადამიანზე. ჩვენ ისტორიებს კი არ შევისწავლით უკანა რიცხვით, არამედ, წინა რიცხვით დავაკვირდებით პაციენტებს. ტარდება ეს სხვა ქვეყნებშიც, მაგრამ შედეგები ჯერ არსად არ გამოქვეყნებულა.

    ჩვენ შემთხვევითი, შერჩევის პრინციპით, ისე რომ თანაბრად მოხვდება ამ კვლევაში ქალი, მამაკაცი, ახალგაზრდა, ასაკოვანი, თბილისის სხვადასხვა რაიონში მცხოვრები და ა.შ. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, გვაქვს ჩვენ სია ყველა იმ ადამიანის, ვინც გაეწერა კლინიკიდან, ან ვინც სახლში მკურნალობდა და კომპიუტერი აკეთებს ამ შემთხვევით შერჩევას და ვუკავშირდებით ამ პირებს და მოვიწვევთ ამ კვლევისთვის. დამოუკიდებლად იმისა, მას რამე აწუხებს თუ არა, ჩვენ მოვიწვევთ ყველას, ვინც გაეწერა რაღაც პერიოდში, მაგალითად, ერთი თვის წინ. და შემდეგ, ამ 500 კაცს ჩავუტარებთ ყველანაირ გამოკვლევას, დაწყებული კითხვარით და პლუს ყველა გამოკვლევას, რაც პოსტკოვიდის დროს აღწერილია მთელს მსოფლიოში, რომ შეიძლება დაზიანდეს,“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

    თენგიზ ცერცვაძის თქმით, კვლევა სერიოზული შედეგების მომტანი იქნება.

    "ამ კვლევის შედეგი იქნება ძალიან სერიოზული. ჩვენ გვეცოდინება საკუთარ მასალაზე და არა ინგლისელების მასალაზე, რამდენ პროცენტ შემთხვევაში ვითარდება ეს სინდრომი,“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
    83 ნახვა
    27-01-2021, 00:58