GOGA.TV
ამ ადამიანების გირაოთი გამოსვლა არ ნიშნავს ბრალის მოხსნას - გია ვოლსკი
  • ამ ადამიანების გირაოთი გამოსვლა არ ნიშნავს ბრალის მოხსნას - გია ვოლსკი

    გარეჯის საქმეზე დაკავებულების გირაოთი გათავისუფლების პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებას ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციას უწოდებენ მმართველ გუნდში.

    "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გათავისუფლება არის პროკურატურის გადაწყვეტილება და არა ოპოზიციის მოთხოვნის დაკმაყოფილება, მათი განმარტებით, საქმეს მთლიანად სამართლებრივი კონტექსტი აქვს.

    თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ილიჩოვას და მელაშვილის გათავისუფლების საქმეზე კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირები უნდა დაიკითხონ.

    "გათავისუფლების საკითხს რაც შეეხება, პროკურატურამ ამაზე გუშინ ძალიან ვრცლად ისაუბრა. მათი თქმით, მოპოვებული აქვთ ყველანაირი მტკიცებულება, რომ მოხდეს სხვა კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების დაკითხვა, ასე რომ, უნდა დაველოდოთ გამოძიებას,"- ამბობსკახა კალაძე.

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აღნიშნავს, რომ მელაშვილის და ილიჩოვას გათავისუფლებას პოლიტიკურ დიალოგთან კავშირი არ აქვს.

    "ამ ადამიანების გირაოთი გამოსვლა არ ნიშნავს ბრალის მოხსნას დიალოგს ვერ დავუკავშირებ ამ თემას. პროკურატურამ ძალიან კარგად განმარტა ყველაფერი. აქედან გამომდინარეობს ის განცხადებებიც, რაც ოპოზიციას თითქოს მოგებულის პოზიციაში აყენებს, არადა რთულად არის სიტუაცია,"- აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
    110 ნახვა
    28-01-2021, 23:36