GOGA.TV
როგორი თებერვალი ექნებათ მშვილდოსნებს - თვის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი
  • როგორი თებერვალი ექნებათ მშვილდოსნებს - თვის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი

    თე­ბერ­ვლის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი მა­მა­კა­ცი და ქალი მშვილ­დოს­ნე­ბის­თვის:

    თვის ზო­გა­დი ტენ­დენ­ცი­ე­ბი
    თვის და­სა­წყის­ში გახ­შირ­დე­ბა კონ­ტაქ­ტე­ბი - მე­გობ­რუ­ლიც და საქ­მი­ა­ნიც. მი­ი­ღებთ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას და თა­ვა­დაც გას­ცემთ. თე­ბერ­ვალ­ში იმა­ზე მეტს ილა­პა­რა­კებთ, ვიდ­რე ჩვე­უ­ლებ­რივ ლა­პა­რა­კობთ. იყა­ვით სა­მარ­თლი­ა­ნი ახ­ლობ­ლე­ბის მი­მართ. მო­ე­რი­დეთ გა­უ­გებ­რო­ბას მათ­თან. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ მცი­რეხ­ნი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბა, მივ­ლი­ნე­ბა. თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად იმოქ­მე­დეთ, ყვე­ლა შა­ნის გაქვთ, რომ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოთ, მაგ­რამ ამ­ბი­ცი­უ­რი ნუ გახ­დე­ბით.

    11 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ მო­ი­მა­ტებს კონ­ტაქ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, სა­სურ­ვე­ლია, ყვე­ლა კონ­ტაქ­ტი სა­ჭი­რო იყოს, გა­მო­სა­დე­გი. მო­ე­რი­დეთ არაფ­რის­მომ­ცემ კავ­ში­რებს ან თქვენ­თვის სა­ზი­ა­ნო ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, მით უმე­ტეს, საქ­მე­ე­ბის წარ­მო­ე­ბას. და­აკ­ვირ­დით ინ­ფორ­მა­ცი­ებს, რა­საც მი­ი­ღებთ, ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყოს.

    27 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ გა­ირ­კვე­ვა თქვენს კა­რი­ე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი დე­ტა­ლე­ბი. ნუ გა­დად­გამთ და­უ­ფიქ­რე­ბელ ნა­ბი­ჯებს. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა მო­გე­მა­ტოთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა სამ­სა­ხურ­ში ან ახალ პრო­ექ­ტებ­ზე მო­გი­წი­ოთ მუ­შა­ო­ბამ. ზო­გი­ერთს ელის და­წი­ნა­უ­რე­ბა, რა­საც ასე დიდ­ხანს ელო­დით. შე­დეგს მო­გი­ტანთ პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ადრე გქონ­დათ და­წყე­ბუ­ლი.

    კა­რი­ე­რა და ბიზ­ნე­სი
    უამ­რა­ვი ახა­ლი იდეა და­გე­ბა­დე­ბათ. მო­ი­მა­ტებს კონ­ტაქ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა: შეხ­ვედ­რე­ბი, ზა­რე­ბი, მი­მოს­ვლე­ბი. იუ­მო­რით შე­ხე­დეთ და გან­მუხ­ტეთ რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი. მარ­ტი­ვად შეძ­ლებთ რთულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ადაპ­ტი­რე­ბას. არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებ­თან. შე­იძ­ლე­ბა ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე, გან­სახ­ვა­ვე­ბულ თე­მა­ზეც კი მო­გი­წი­ოთ მუ­შა­ო­ბამ. შე­გიძ­ლი­ათ აწარ­მო­ოთ სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნია. მარ­ტი­ვად მი­აგ­ნებთ იმას, რაც გჭირ­დე­ბათ და არც კონ­კუ­რენ­ტებ­თან ბრძო­ლა გა­გი­ჭირ­დე­ბათ.

    სიყ­ვა­რუ­ლი
    გა­გიმ­ძაფ­რდე­ბათ ინ­ტე­რე­სი მოგ­ზა­უ­რო­ბის, ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბი­სად­მი. შე­იძ­ლე­ბა თქვე­ნი ახა­ლი რჩე­უ­ლიც ამ სფე­რო­ბი­დან იყოს. სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა მი­მო­წე­რის, სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბით გან­ვი­თარ­დე­ბა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა რო­მა­ნი მე­ზო­ბელ­თან ან კლა­სელ­თან გა­ა­ბათ, რო­მელ­საც ადრე ვერ ამ­ჩნევ­დით.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის მოგ­ვა­რე­ბით იქ­ნე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი. ნუ და­ძა­ბავთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას კო­ლე­გებ­თან, თქვენ­ზე და­მო­კი­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებ­თან; მოთ­მი­ნე­ბით აღი­ჭურ­ვეთ. მუ­შა­ო­ბი­სას მეტი დაკ­ვირ­ვე­ბა გმარ­თებთ დე­ტა­ლე­ბი­სად­მი. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა ბასრ საგ­ნებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. გაფრ­თხილ­დით, თე­ბერ­ვალ­ში მო­მა­ტე­ბუ­ლია ტრავ­მე­ბის ალ­ბა­თო­ბა. დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იყა­ვით ორ­გა­ნიზ­მში მომ­ხდარ ცვლი­ლე­ბებ­თან. სა­სურ­ვე­ლია, ჩა­ი­ტა­როთ სრუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვა.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    184 ნახვა
    30-01-2021, 03:28