GOGA.TV
Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა
  • Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა

    საქართველოს პრემიერ-მინისტრი ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში თებერვლის ბოლომდე Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები შემოვა.

    "Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა!

    ​მადლობა ჩვენი ქვეყნისა და პირადად ჩემს მეგობარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის.

    ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინის მიღებისთანავე ჩვენი მედპერსონალის ვაქცინაცია დაიწყება,"- წერს გიორგი გახარია.
    151 ნახვა
    30-01-2021, 11:28