GOGA.TV
როგორი თებერვალი ექნებათ კირჩხიბებს - თვის დეტალური ასტროპროგნოზი
  • როგორი თებერვალი ექნებათ კირჩხიბებს - თვის დეტალური ასტროპროგნოზი

    თე­ბერ­ვლის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი მა­მა­კა­ცი და ქალი კირჩხი­ბე­ბის­თვის:

    თვის ზო­გა­დი ტენ­დენ­ცი­ე­ბი
    თვის და­სა­წყის­ში შე­იძ­ლე­ბა მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ ყვე­ლა კრი­ზი­სი ერ­თდრო­უ­ლად და­გა­ტყდათ თავს. გა­მოვ­ლი­ნე­ბა სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი, სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბი, რაც თავ­გზას აგიბ­ნევთ და კი­დევ უფრო მე­ტად მო­გი­წევთ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და­ძაბ­ვა. ხან­და­ხან შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც მის­ტი­კურ­თან, ლა­მის კრი­მი­ნა­ლურ­თა­ნაც კი გქონ­დეთ შე­ხე­ბა. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი. თვის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან მე­ტად მო­გინ­დე­ბათ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, ჰო­რი­ზონ­ტე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა მე­ო­რე (ან მე­სა­მე) უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე და­ფიქ­რდეს, სა­ზღვარ­გა­რეთ გა­და­წყვი­ტოს გამ­გზავ­რე­ბა.

    11 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ გამ­ძაფ­რდე­ბა ინ­ტე­რე­სი ყვე­ლა­ფე­რი ფა­რუ­ლი­სად­მი. ზო­გი­ერ­თი გა­და­წყვი­ტავს, ახა­ლი ბიზ­ნე­სი და­ი­წყოს მე­გო­ბარ­თან ერ­თად. სა­სურ­ვე­ლია, ის თქვე­ნი ერ­თგუ­ლი იყოს. მეტი დრო და ყუ­რა­დღე­ბა უნდა და­უთ­მოთ ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას. ზო­გი­ერთს ბან­კი­დან სეს­ხის აღე­ბა მო­გი­წევთ ან მემ­კვიდ­რე­ო­ბას მი­ი­ღებთ. მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი სექ­სუ­ა­ლუ­რი ენერ­გია. ზო­გი­ერ­თის ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ღრმა ტრანსფორ­მა­ცი­ას გა­მო­იწ­ვევს თქვენ­ში.

    27 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ გახ­შირ­დე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი და-ძმებ­თან; მი­მო­წე­რა და მგზავ­რო­ბა ახლო მან­ძილ­ზე. კარ­გი პე­რი­ო­დია გა­წყვე­ტი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­სად­გე­ნად. ყუ­რა­დღე­ბით შე­ად­გი­ნეთ დო­კუ­მენ­ტე­ბი, სა­ბუ­თე­ბი.

    კა­რი­ე­რა და ბიზ­ნე­სი
    ზემგრძნო­ბი­ა­რე გახ­დე­ბით და ხან­და­ხან შე­იძ­ლე­ბა ისიც კი გა­მო­იც­ნოთ, რისი თქმა სურ­და თქვენს პარტნი­ორს. არა­ვის მის­ცემთ თქვე­ნი მო­ტყუ­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბით, როცა საქ­მე ფი­ნან­სებს ეხე­ბა. მო­აგ­ვა­რეთ მემ­კვიდ­რე­ო­ბას­თან, და­ზღვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი. და­აკ­ვირ­დით გა­მო­ნათ­ქვამს, შე­იძ­ლე­ბა და­უ­ფიქ­რებ­ლად ნათ­ქვა­მი ფრა­ზა მო­მენ­ტა­ლუ­რად ას­რულ­დეს. გა­მო­ნა­ხეთ დრო, რათა ჩა­უღ­რმავ­დეთ სა­კუ­თარ ფსი­ქო­ლო­გი­ას, და­აკ­ვირ­დით სიზ­მრებს, ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლუ­რიც კი იყოს.

    სიყ­ვა­რუ­ლი
    ემო­ცი­ე­ბი­სა და ვნე­ბე­ბის მო­ზღვა­ვე­ბას იგ­რძნობთ. საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სხვა ეტაპ­ზე გა­დას­ვლა მო­გინ­დე­ბათ; მის­გან აბ­სო­ლუ­ტურ ერ­თგუ­ლე­ბას მო­ი­თხოვთ. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა გა­გი­ძაფ­რდეთ ეჭ­ვი­ა­ნო­ბის შე­მო­ტე­ვე­ბი. შე­იძ­ლე­ბა მის წარ­სულ­შიც კი იქე­ქოთ. მარ­ტო­ხე­ლებს გა­გიმ­ძაფ­რდე­ბათ ინ­ტე­რე­სი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბით მო­ცუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ ან მოგ­ხიბ­ლავთ ისე­თი ოპი­როვ­ნე­ბა, რომ­ლის ცხოვ­რე­ბაც საფრ­თხე­ებ­თან, ეზო­ტე­რი­კას­თა­ნაა კავ­შირ­ში.

    ჯან­მრთე­ლო­ბა
    მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა: მე­გობ­რებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი, ჯგუ­ფუ­რი შეკ­რე­ბე­ბი, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მი­მო­წე­რა. გახ­სოვ­დეთ, მუდ­მივ სტრესს სი­კე­თე ჯერ არა­ვის­თვის მო­უ­ტა­ნია. მი­ი­ღეთ ვი­ტა­მი­ნე­ბი; გა­იძ­ლი­ე­რეთ იმუ­ნი­ტე­ტი. ჩა­იც­ვით მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი ფეხ­საც­მე­ლი.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    214 ნახვა
    30-01-2021, 23:14