GOGA.TV
  • თებერვლში ვაქცინა შემოვა - ეს არის მოსალოცი, ძალიან დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯი თენგიზ ცერცვაძე

    კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი თებერვლის თვეში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანას წინ გადადგმულ ნაბიჯად და მოსალოც ამბად აფასებს და აცხადებს, რომ პანდემიის დამარცხებაში ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესია. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ვაქცინაციისადმი სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები განწყობას თავადვე შეიცვლიან, როდესაც ნახავენ ვაქცინის ეფექტიანობას:

    "ეს არის მოსალოცი, ძალიან დიდი, წინ გადადგმული ნაბიჯი, რამეთუ რაც არ უნდა კარგად აწყობილი იყოს კლინიკური სექტორი, ამით პანდემიას საბოლოოდ ვერ დავამარცხებთ. პანდემია საბოლოოდ შეიძლება დამარცხდეს მხოლოდ ვაქცინაციის საშუალებით.

    ყველა უნდა დავარწმუნოთ, რომ ვაქცინაცია არის აბსოლუტურად უსაფრთხო, ეს არის ძალიან ეფექტიანი და ყველამ უნდა ჩავიტაროთ აცრა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ გაძნელდება და რატომ, ყველა უცდის პირველ პარტიას და როცა პირველი პარტია შემოვა და აიცრებიან ისინი, ვინც რა თქმა უნდა, ნებაყოფლობით თანახმა არაინ და ეს იქნებიან მედიცინის მუშაკები და ნახავენ, რომ კოვიდი არავის დაემართება და სერიოზული გართულება არავის ექნება და მითუმეტეს, სასიკვდილო შემთხვევები არ გვექნება. მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ დიდი პროპაგანდაც არ დასჭირდება, თვითონ შეიცვლიან თავის განწყობას,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

    შეგფახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები თებერვლის ბოლომდე შემოვა.
    128 ნახვა
    31-01-2021, 09:32