GOGA.TV
მღვდელმთავრების თქმით, კითხვა არ უნდა ისმოდეს, არის თუ არა დავით გარეჯი საქართველო
  • მღვდელმთავრების თქმით, კითხვა არ უნდა ისმოდეს, არის თუ არა დავით გარეჯი საქართველო

    გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ საკვირაო ქადაგების დროს დავით გარეჯის საკითხზე ისაუბრა. მღვდელმთავრის თქმით, კითხვა არ უნდა ისმოდეს, არის თუ არა დავით გარეჯი საქართველო და აქ სიტყვა "მაგრამ" არ უნდა არსებობდეს.

    "არ შეიძლება კითხვის ნიშნის დასმა: გარეჯი საქართველოა?, სრულიად უადგილოა. საქართველოს მიწა-წყლის საბოლოო დამტკიცებისა და საქართველოს საზღვრებში მოქცევის პროცესი უნდა დასრულდეს და მერე უნდა ვისაუბროთ თანამდევზე, რა იყო და რა ხდებოდა,"- განაცხადა მიტროპოლიტმა.

    გარეჯის საკითხს საკვირაო ქადაგებისას შეეხო ბოდბის ეპარქიის მმართველიც. ეპისკოპოსი იაკობ იაკობიშვილი ამბობს, რომ მისთვის, მიუღებელია გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადაო კუთვნილებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები.

    "როგორც იცით, ორი მიწათმოქმედი გამოუშვეს ციხიდან, მელაშვილი და ილიჩოვა. ისეთი კაცი გვყავდა კომისიაში, რომ რა ბრძანა, რაზე დავობთო, ის ხომ იმათიაო. აბა, წარმოიდგინეთ, აზერბაიჯანში რომ კომისიის წევრს ეგ გაეკეთებინა, სად იქნებოდა დღეს. როგორ არის სხვისი, როდესაც მე 2001 წელს წავედი მონასტერში, მანამდე 4 წელის სულ იქით დავდიოდი გარეჯაში, ჩვეულებრივ ავდიოდი. ავიდეს, ნახოს თამარ მეფის ფრესკა იქნებ არის იქ, კარგად ნახოს, სადაური რაღაცებია, ბოლოს როდის იყო, ვინ ცხოვრობდა იქ. ეს არის ქვეყნების დასალაგებელი," - აცხადებს ბოდბელი ეპისკოპოსი.
    135 ნახვა
    31-01-2021, 09:34