GOGA.TV
მოსახლეობამ უნდა დაგვიჯეროთ, სხვა გზა არ არის - თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაციაზე
  • მოსახლეობამ უნდა დაგვიჯეროთ, სხვა გზა არ არის - თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაციაზე

    ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს იმ კლინიკების ჩამონათვალი უნდა გაასაჯაროოს, სადაც ვაქცინაციის პროცესი ჩატარდება. ცნობილია, რომ მედიკამენტის გადანაწილება მხოლოდ 3 დიდ ქალაქში - თბილიში ბათუმსა და ქუთაისში მოხდება. ამის მიზეზი კი Pfizer-ის ტიპის ვაქცინის შენახვის განსაკუთრებული პირობებია - 70 გრადუსი. ვაქცინაცია ქვეყანაში რამდენიმე კვირაში იწყება. პირველ ეტაპზე 15 ათას მედიკოსს აცრიან. საქართველო მარტის მეორე ნახევარში კოვაქს პლატფორმიდან დამატებით დოზებს კიდევ ელოდება, ამჯერად უკვე AstraZeneca-ს, რომელსაც განსაკუთრებული ლოჯისტიკური ბაზა არ ესაჭიროება.

    "საქართველო მიიღებს Pfizer-ის ვაქცინის პირველ დოზას, ეს იქნება, დაახლოებით, 30 ათასი დოზა. საქართველოსნაირი ქვეყანა არის 200-მდე მსოფლიოში და ის, რომ პირველ ხუთეულში მიიღო ვაქცინა, ძალიან სერიოზული ძალისხმევა უნდა. მარტის თვეში ქვეყანა მიიღებს დამატებით დოზას 150 ათასიდან 300 ათასამდე. სავარაუდოდ, AstraZeneca-ს, რომელიც ასევე უმაღლესი კლასია.

    ყველაფერი დამოკიდებულია მოსახლეობაზე, უნდა დაგვიჯეროთ, სხვა გზა არ არის, რომ ვაქცინა არის უსაფრთხო და რაც შეიძლება მეტი ადამიანის ვაქცინაციაზე გადის პანდემიის დამარცხების გზა," - აცხადებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე.
    153 ნახვა
    1-02-2021, 01:50