GOGA.TV
"მოქალაქეები" პარლამენტში დღეს შედიან
  • "მოქალაქეები" პარლამენტში დღეს შედიან

    "მოქალაქეები" პარლამენტში დღეს შედიან. ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი საკანონმდებლო ორგანოში პირველი სამუშაო დღის ფარგლებში სესიის პირველ სხდომას დაესწრებიან.

    პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება "მოქალაქეებმა" რამდენიმე დღის წინ მიიღეს. "ქართულ ოცნებასთან" გაფორმდა მემორანდუმიც, სადაც პარტიები ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე თანხმდებიან. შესაბამისი საკითხების საკანონმდებლო ინიცირება კი პირველ მარტამდე უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ელისაშვილიც და იოსელიანი პარლამენტს კვლავ დატოვებენ.

    მანდატებზე უარს არ ამბობს "გირჩის" საარჩევნო სიით გასული ორი წევრიც, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობა დღეს ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმებას მხარს დაუჭერს - მათი დამოკიდებულება შეიცვლება.
    260 ნახვა
    1-02-2021, 23:31