GOGA.TV
სტამბოლში სტუდენტების საპროტესტო აქცია გრძელდება
  • სტამბოლში სტუდენტების საპროტესტო აქცია გრძელდება

    სტამბოლში სტუდენტების საპროტესტო გამოსვლა გრძელდება - პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა. სულ დაკავებულია აქციის 159 მონაწილე.

    სტუდენტები ბოღაზიჩის უნივერსიტეტში ერდოღანის მიერ რექტორის დანიშვნას და ლგბტ თემის მხარდამჭერი პოსტერის გამო სტუდენტების დაკავებას აპროტესტებენ.

    თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი კი სტუდენტებს აკრიტიკებს და ლგბტ თემის წინააღმდეგ ტვიტებს აქვეყნებს, თუმცა თურქეთის შინაგან საქმეთა უწყების ხელმძღვანელის განცხადებები "ტვიტერმა" სიძულვილის ენასთან დაკავშირებით კომპანიის წესების დარღვევად შეაფასა.
    156 ნახვა
    3-02-2021, 01:58