GOGA.TV
ცოფის შემთხვევები ქობულეთში
  • ცოფის შემთხვევები ქობულეთში

    ქობულეთის სოფელი ჯიხანჯური ჩაკეტილია - სოფელში 60 დღიანი კარანტინია გამოცხადებული, თუმცა ამის მიზეზი არა კოვიდი, არამედ ცოფია. პრევენციის მიზნით, ჯიხანჯურთან ერთად ახლომდებარე სოფლებში ვაქცინაცია ტარდება.

    ცოფის პირველ შემთხვევებს დასახლებაში ინფიცირებული ტურის მიერ რამდენიმე შინაური ცხოველის დაკბენას უკავშირდება.

    "დადასტურდა ცოფის შემთხვევა ლაბორატორიულად. შემდგომ ჩვენ უკვე გავატარეთ ქმედითი ღონისძიებები. ცოფის ამთვისებელი ყველა ცხოველი აცრილი იქნა, იძულებითი ვაქცინაცია ჩატარდა, ვინაიდან ჩვენ პროფილაქტიკური ვაქცინაცია უკვე ჩატარებული გვქონდა," - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს, აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ნატო ქარდავამ.

    2 თვის განმავლობაში მოსალხეობას სოფლიდან შინაური ცხოველების გაშვება, ხორცისა და რძის პროდუქტების რეალიზება ეკრძალება.

    ქობულეთის მერიაში განმარტავენ, რომ საკარანტინო პერიოდის დასრულების შემდეგ მოხდება აღწერა და შესაძლებლობის ფარგლებში ოჯახებს დაეხმარებიან.
    216 ნახვა
    3-02-2021, 02:08