GOGA.TV
თებერვლის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • თებერვლის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    ვერძი
    თებერვალში უამრავი ახალი იდეა დაგებადებათ, რომლის განხორციელებაც დაუყოვნებლივ მოგინდებათ. გაუზიარე ისინი თქვენს თანამოაზრეებს, ერთად კარგ შედეგს მიაღწევთ. რჩევისთვის გამოცდილ მეგობრებს მიმართეთ. შეგიძლიათ ახალი ჯგუფიც კი ჩამოაყალიბოთ, სადაც თანამოაზრეებს გააწევრიანებთ. იყავით მიზანმიმართული, რომ განახორციელოთ სასურველი პროექტები. თებერვალში მარტივად გაიჩენთ ახალ მეგობრებს. მოიმატებს ბავშვებთან კონტაქტის სურვილი. ზოგიერთი კი სანუკვარ სურვილს აისრულებს. შეიძლება რომანი გააბათ თქვენს მეგობართან ან კოლეგასთან, ან თანამოაზრეესთან, რომელთანაც ერთ ჯგუფში იმყოფებით. საერთო ინტერესები კიდევ უფრო გაამყარებს თქვენს კავშირს. სხვათა შორის, ზოგიერთი ახალი იდეა
    შეძლება თქვენს ახალ სასიყვარულო პარტნიორთან ერთად განახორციელოთ. მარტოხელები მეტად უნდა იყოთ მომართული ფლირტზე, რომანტიკულ თავგადასავალზე. ფინანსური საკითხები მეტი სიფრთხილით უნდა განახორციელოთ. ფული დიდი დაკვირვებით დააბანდეთ. თებერვალში ენერგიით იქნებით აღსავსე ჯანმრთელობა არ გიღალატებთ. თუმცა, სიფრთხილე გმართებთ საჭმლის მომნელებელ სისტემასთან.

    კურო
    მოგემატებათ ცნობისმოყვარეობა, ორგანიზატორული ნიჭი, გაგიჩნდებათ სურვილი, იყოთ მეტად ინფორმირებული კარიერულ საკითხებში. შეეხმიანეთ საქმიან პარტნიორებს. გამონახეთ საშუალებები, რაც დაგეხმარებათ წინსვლაში, დაწინაურებაში. ზოგიერთმა შეიძლება სტატუსი აიმაღლოთ; ზოგმა მოინდომოთ, არსებული ბიზნესის გაფართოება ან ახალი მიმართულებით განვითარება. ერთი სიტყვით, აქტიური და დინამიკური თებერვალი გელით. ერთი ადგილის ტკეპნა აღარ მოგინდებათ, მწვერვალებისკენ უნდა იმოძრაოთ. შეიძლება ახალი ცოდნაც კი მიიღოთ, რაც პროფესიულ განვითარებაში დაგეხმარებათ. აქტიური ხართ, მეტად გამოავლენთ ლიდერის თვისებებსა და მებრძოლ სულისკვეთებას. განსაკუთრებით მოგინდებათ ფიზიკური აქტიურობა მათ, ვისაც მჯდომარე სამსახური გაქვთ. წელის ტკივილები რომ აიცილოთ და ზედმეტი კილოგრამებიც დაიკლოთ, კარგი იქნება, ვარჯიში, დილა-საღამოს კი ფეხით სიარული. მეტად მოუფრთხილდით კუჭ-ნაწლავის სისტემას. საქმეებისა და ვალდებულებების პარალელურად სიყვარულისთვისაც უნდა მოიცალოთ. საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით მეტად მოსიყვარულე. თქვენი სიცივე და საქმიანი დამოკიდებულება სამსახურში დატოვეთ. მარტოხელებმა შეიძლება რომანი სამსახურში გააბათ. ან მეუღლე დაგეხმაროთ კარიერულ მიღწევაში. ზოგიერთს კი მოუნდება, რომ მეწყვილე მასზე სტატუსით მაღალა იდგეს, მასზე მდიდარი, წარმატებული იყოს.

    ტყუპი
    გლობალური იდეების განხორციელება გსურთ და ხანდახან იდეალებსაც იქნებით აყოლილი. მოგინდებათ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა და შეიძლება ძიებაში ახალი იდეებიც კი გამოგიჩნდეთ. გამორიცხული არაა, მოგიგნდეთ მოგზაურობა. უმაღლესი განათლების მიღება ან სულაც ახალ პროფესიას დაეუფლოთ. ზოგიერთი მიიღებს მისთვის საინტერესო სამსახურს, გამოცდილებას. დაკვირვებულობისა და ანალიტიკური შესაძლებლობის გამო უამრავ უსიამოვნებას აიცილებთ. თვალსაწიერის გაფართოება მოგინდებათ. ზოგიერთმა შეიძლება უცხოელი პარტნიორებიც კი გაიჩინოთ ან ბიზნესი დაიწყოთ საზღვარგარეთ. მუშაობისას დააკვირდით დეტალებს. მარტოხელებს სურვილი გაგიჩნდებათ შეგიყვარდეთ და ბედნიერება მოიპოვოთ. გადადგით პირველი ნაბიჯი, რომ გაიცნოთ ადამიანი, რომელიც გესიმპათიურებათ. ზოგიერთმა კი შეიძლება რომანი გააბათ უცხოელთან (სხვა კულტურის ან რელიგიის წარმომადგენელთან), თუნდაც, მიმოწერით. მოერიდეთ ზედმეტ აქტიურობას, მეტი დრო დაუთმეთ განტვირთვას, მედიტაციას, საკუთარ თავში ჩაღრმავება. თუ თავის ტკივილები და თავბრუსხვევები გაწუხებთ, მეტად დაისვენეთ, სასიამოვნო საქმიანობით დაკავდით, ნუ გადატვირთავთ გონებას, მხედველობას. თებერვალი კარგი თვეა მავნე ჩვევებთან საბრძოლველად. გაიუმჯობესეთ კვების რეჟიმი და დილაობით ზომიერად ივარჯიშეთ.

    კირჩხიბი
    მოიმატებს თქვენი სოციალური აქტიურობა: მეგობრებთან შეხვედრები, ჯგუფური შეკრებები, სოციალურ ქსელებში მიმოწერა. გახსოვდეთ, მუდმივ სტრესს სიკეთე ჯერ არავისთვის მოუტანია. მიიღეთ ვიტამინები; გაიძლიერეთ იმუნიტეტი. ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. ზემგრძნობიარე გახდებით და ხანდახან შეიძლება ისიც კი გამოიცნოთ, რისი თქმა სურდა თქვენს პარტნიორს. არავის მისცემთ თქვენი მოტყუების საშუალებას. განსაკუთრებით, როცა საქმე ფინანსებს ეხება. მოაგვარეთ მემკვიდრეობასთან, დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხები. დააკვირდით გამონათქვამს, შეიძლება დაუფიქრებლად ნათქვამი ფრაზა მომენტალურად ასრულდეს. გამონახეთ დრო, რათა ჩაუღრმავდეთ საკუთარ ფსიქოლოგიას, დააკვირდით სიზმრებს, ზოგიერთი შეიძლება წინასწარმეტყველურიც კი იყოს. თებერვალში ემოციებისა და ვნებების მოზღვავებას იგრძნობთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადასვლა მოგინდებათ; მისგან აბსოლუტურ ერთგულებას მოითხოვთ. ზოგიერთს შეიძლება გაგიძაფრდეთ ეჭვიანობის შემოტევები. შეიძლება მის წარსულშიც კი იქექოთ. მარტოხელებს გაგიმძაფრდებათ ინტერესი საიდუმლოებებით მოცული ადამიანების მიმართ ან მოგხიბლავთ ისეთი ოპიროვნება, რომლის ცხოვრებაც საფრთხეებთან, ეზოტერიკასთანაა კავშირში.

    ლომი
    სამსახურის საქმეებით, კარიერული წინსვლით ისე იქნებით დაკავებული, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობას შეიძლება ყურადღება არც კი მიაქციოთ. გირჩევთ, იზრუნოთ ფიზიკურ მდგომარეობაზე და დილა მსუბუქი ვარჯიშით დაიწყოთ. არ გადატვირთოთ კუჭი და კუჭქვეშა ჯირკვალი მძიმე საკვებით. გონების მმართველი პლანეტა - მერკური დაგეხმარებათ თქვენთვის სარფიანად წარმართოთ მოლაპარაკებები. საქმიანი ურთიერთობები წარმატებას მოგიტანთ, თუ საკუთარ კეთილდღეობაზე იქნებით ორიენტირებული. მცირე კამათი დასაშვებია, განსაკუთრებით, თუ საქმეს სჭირდება, როგორც ცნობილია, “ჭეშმარიტება კამათში იბადება“. მნიშვნელოვანი და საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ ყველაფრის კარგად გათვლის შემდეგ მიიღეთ. განსაკუთრებით, თუ პირადი ბიზნესის წარმართვას აპირებთ. ახალი იდეებიც დაგებადებათ. მარტოხელებმა შეიძლება სწრაფი და დაუფიქრებელი ურთიერთობა გააბათ. თუმცა, არც კი ხართ მზად სერიოზული კავშირისთვის და მხოლოდ გართობაზე ფიქრობთ. შესაბამისად, იმედგაცრუებისთვისაც იყავით მზად. აი, დაოჯახებულებს კი მშვიდი, ჰარმონიული ურთიერთობა გელოდებათ, რომელიც კიდევ უფრო მეტი სიყვარულით აგავსებთ პარტნიორის მიმართ.

    ქალწული
    თვის მეორე ნახევარში ახალი პროექტებისთვის მოემზადეთ, მანამდე კი დაასრულეთ ყველა დაწყებული საქმე. ზოგიერთს სარფიანი ხელშეკრულების გაფორმება გელით. დაიცავით თქვენი ინტერესები, ვალდებულებების შესრულება ბევრ დროსა და ენერგიას მოითხოვს და მატერიალური ანაზღაურება მაინც უნდა მიიღოთ შესაფერისი. გირჩევთ, შეკრიბოთ თანამოაზრეთა ჯგუფი, რომელთან ერთადაც პროდუქტიულად იმუშავებთ, თუმცა მოთმინებითაც უნდა აღიჭურვოთ. თუ თქვენი მუშაობა მომსახურებასთანაა კავშირში, მოიმატებს კლიენტების რაოდენობა. ხშირად უნდა შეხვდეთ მეგობრებს, დაესწროთ წვეულებებს, სწორედ აქ შეიძლება გაიცნოთ საინტერესო ადამიანი. ზოგიერთმა შეიძლება რომანი გააჩაღოს კოლეგასთან. თუ ხვდებით, რომ ადამიანს მოსწონხართ, მაგრამ უჭირს პირველი ნაბიჯის გადმოდგმა, გამოიჩინეთ ინიციატივა. დაოჯახებულება მეტი დრო გაატარეთ მეუღლის გვერდით. ერთად მოგვარეთ საყოფაცხოვრებო საკითხები. მოერიდეთ საყვარელი ადამიანის ღალატს, მცირე ფლირტი თვითშეფასებას აგიმაღლებთ, მაგრამ ზედმეტად ნუ გარისკავთ. თუ გსურთ, სამსახურში მეტ წარმატებას მიაღწიოთ, პერიოდულად უნდა გამონახოთ დრო დასვენებისთვის, ძალების აღდგენისთვის. გაფრთხილდით, საწარმოოო ტრავმამ არ დაგაზარალოთ. აგრეთვე, სიფრთხილე გმართებთ ცხოველებთან მიმართებაში. გამონახეთ დრო სრული სამედიცინო გამოკვლევის ჩასატარებლად. კარგი იქნება, თუ თებერვალში შეძლებთ დიეტის დაცვას და ვარჯიშის დაწყებას.

    სასწორი
    უფრო კრეატიული გახდებით, ვიდრე აქამდე იყავით. მოგინდებათ ახალი, ორგინალური იდეების განხორციელება. გაგიუმჯობესდებათ განწყობა და საქმიან პარტნიორებთანაც უფრო მეგობრულ დამოკიდებულებას დაამყარებთ. უმეტესობა გამონახავთ ახალ ჰობის (ან მიუბრუნდებით ძველს), ჩაერთვებით ინტელექტუალურ გასართობში. განახორციელოთ შემოქმედებითი იდეები, დატკბეთ ბავშვებთან ერთად გართობით, საყვარელ ადამიანს მოუწყოთ რომანტიკული შეხვედრები და ბოლოს და ბოლოს თქვენს გემოზე დაისვენოთ. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა და რომანის დაწყება გელით. ერთადერთი გაფრთხილებაა, მოერიდოთ აზარტულ თამაშებს და ალკოჰოლის მიღებას. მოიმატებს თქვენი პოპულარობა მამაკაცებში. თვის დასაწყისში მოსალოდნელია რომანტიკული ნაცნობობა, რომელიც დასამახსოვრებელ რომანში გადაიზრდება. მოიმატებს ფლირტის, რომანტიკული თავგადასავლების სურვილი. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება შვილებთან. ზოგიერთმა სასწორმა შეიძლება გაიგოთ, რომ მალე დედა გახდებით. მოერიდეთ დეპრესიაში გადავარდნას, როგორც კი თავს მელანქოლიურად იგრძნობთ, გამოძებნეთ მხიარულების, სხვა თემაზე გადატანის საშუალება. ძირითადი უსიამოვნება დაკავშირებულია პარტნიორის ფულებთან, ეჭვიანობასთან. ზოგიერთმა კი შეიძლება მოინდომოთ ოკულტურ მეცნიერებებში ჩაღმავება. მოერიდეთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს.

    მორიელი
    თვის დასაწყისში მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო ვალდებულებების მოგვარებას. ნათესავებთან დამოკიდებულების გაუმჯობესებას. დააკვირდით ოჯახის წევრებს და მიხვდებით, საიდან გაქვთ ესა თუ ის თვისება, ჩვევა. სხვათა შორის უმეტესობას მოუნდება საკუთარი გვარის ისტორიის გამოკვლევა, ოჯახში ძველი ტრადიციების აღდგენა. მოაგვაროთ. ზოგიერთს შეიძლება ნათესავები დაგეხმარონ, თუნდაც რჩევით, საქმეების წარმართვაში, წარმატების მიღწევაში. სახლში თქვენი ჩარევის გარეშე არაფერი გაკეთდება. ზოგიერთმა შეიძლება სახლიდან მუშაობა გააგრძელოთ. ან მეტად იზრუნოთ ბინის კეთილმოწყობაზე. დაიწყოთ მუშაობა სამშენებლო ბიზნესში ან საკუთარი სახლის მშენებლობა დაიწყოთ. შინ მოგინდებათ მეგობრების მიპატიჟება, სახლის მოლამაზება, ფუფუნების ნივთების შეძენა. შეიძლება შეყვარებულებმა საკუთარ ბინაში უმასპინძლოთ საყვარელ ადამიანს, ზოგიერთმა წყვილმა კი ერთად დაიწყოთ ცხოვრება. მორიელების უმეტესობა სწორედ თებერვალში დაფიქრდებით ოჯახის შექმნაზე. სასიყვარულო ურთიერთობისთვის უფრო ტრადიციული ფორმის მიცემას (თუნდაც ნიშნობა). გამორიცხული არაა, შეყვარებული ნათესავებს გააცნოთ, მარტოხელები კი ოჯახის წევრების დახმარებით დაუახლოვდეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანს. გაფრთხილდით, ნათესავების "ენების" გამო არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. თებერვალში მოუფრთხილდით ენდოკრინულ სისტემას. აგრეთვე, თვალებს.

    მშვილდოსანი
    გაგიმძაფრდებათ ინტერესი მოგზაურობის, ხელოვნებისა და ინტელექტუალური საქმიანობისადმი. შეიძლება თქვენი ახალი რჩეულიც ამ სფერობიდან იყოს. სასიყვარულო ურთიერთობა მიმოწერის, სატელეფონო ზარებით განვითარდება. ზოგიერთმა შეიძლება რომანი მეზობელთან ან კლასელთან გააბათ, რომელსაც ადრე ვერ ამჩნევდით. უამრავი ახალი იდეა დაგებადებათ. მოიმატებს კონტაქტების რაოდენობა: შეხვედრები, ზარები, მიმოსვლები. იუმორით შეხედეთ და განმუხტეთ რთული სიტუაციები. მარტივად შეძლებთ რთულ სიტუაციაში ადაპტირებას. არ გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა საინტერესო ადამიანებთან. შეიძლება ერთდროულად რამდენიმე, განსახვავებულ თემაზეც კი მოგიწიოთ მუშაობამ. შეგიძლიათ აწარმოოთ სარეკლამო კამპანია. მარტივად მიაგნებთ იმას, რაც გჭირდებათ და არც კონკურენტებთან ბრძოლა გაგიჭირდებათ. თებერვალში იმაზე მეტს ილაპარაკებთ, ვიდრე ჩვეულებრივ ლაპარაკობთ. იყავით სამართლიანი ახლობლების მიმართ. მოერიდეთ გაუგებრობას მათთან. კარგ შედეგს მოგიტანთ მცირეხნიანი მოგზაურობა, მივლინება. თავდაჯერებულად იმოქმედეთ, ყველა შანის გაქვთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ, მაგრამ ამბიციური ნუ გახდებით. თებერვალში მომატებულია ტრავმების ალბათობა. დაკვირვებული იყავით ორგანიზმში მომხდარ ცვლილებებთან. სასურველია, ჩაიტაროთ სრული სამედიცინო კვლევა.

    თხის რქა
    აქტიური და ენერგიული ხართ. მოიმატებს თქვენი სექსუალური ენერგია. ზოგიერთმა შეიძლება ბავშვის ჩასახვაც კი მოინდომოს. გამონახეთ დრო დასვენებისთვის და ეცადეთ, აკეთოთ მხოლოდ ის საქმე, რაც სიამოვნებას განიჭებთ. რაც შეეხება ჯანმრთელობას: ყურადღება მიაქციეთ საჭმლის მომნელებელ სისტემას. არ გადატვირთოთ კუჭი მავნე საკვებით, სასმლით. ნუ მიირთმევთ თქვენთვის უცნობ პროდუქტებს. ისევ ფულის საკითხებია აქტუალური. შეიძლება სკამიდან არც კი წამოდგეთ, თუ იცით, რომ საქმე ფულს არ მოგიტანთ. მეტი დრო დაუთმეთ ინტელექტუალურ განვითარებას, კარგი იქნება, თუ ფულს ცოდნაში დააბანდებთ. სამსახურში მეტად გამოავლინეთ ორგანიზატორული ნიჭი, ზოგიერთმა შეიძლება ახალი სპონსორი ან მეცენატი მიიზიდოთ. საქმეების პარალელურად სიყვარულისთვისაც უნდა მოიცალოთ. ზოგიერთი საკუთარ მეუღლეს ძვირად ღირებული საჩუქრებით აავსებთ. შეყვარებული მეტად რომანტიკულები გახდებით. აი, მარტოხელებისთვის კი მთავარი იქნება, რომ ადამიანი, ვისაც ბედს დაუკავშირებენ, მდიდარი იყოს.

    მერწყული
    თვის პირველი ნახევარი საკუთარ თავზე ზრუნვას დაუთმეთ, განვითარებას, იმიჯის შეცვლას. მეტად გამოავლინეთ ინიციატივა. იყავით მიზნამიმართული და სადაც საჭიროა, “რქებით გაიტანეთ თქვენი“. ცოტა უფრო მეტად შეიყვარეთ საკუთარი თავი და ხშირად დააყენეთ სხვებზე წინ. მოგინდებათ თანამოაზრეებთან ახალი იდეების განხილვა, მიმოწერა, საქმიანი შეხვედრები და მივლინება. ეცადეთ, ცოტა კრიტიკულიც იყოთ და ობიექტურად შეაფასოთ თქვენ გარშემო მომხდარი მოვლენები. აგრეთვე, ყურადღებით იყავით მიღებულ ინფორმაციასთან. ნუ გაავრცელებთ ჭორებს. ზოგიერთმა შეიძლემა აღმოაჩინოთ, რომ გარკვეული ცოდნა გაკლიათ და კვალიფიკაციის ასამაღლებლად სასწავლო კურსებზე ჩაეწეროთ. გაგიუმჯობესდებათ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებათან დამოკიდებულება. თავად იქნებით აქტიური, რომ მოიწესრიგოთ პირადი ცხოვრება. გადადგით პირველი ნაბიჯი და დაუმეგობრდით თქვენთვის საინტერესო ადამიანს. მერე კი შეიძლება ურთიერთობა რომანში გადაიზარდოს. მარტოხელებს კი შეიძლება მოულოდნელად შეგიყვარდეთ. დაწყვილებულებს გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. შეყვარებულები კი დაქორწინებას გადაწყვეტთ. მერწყულების უმეტესობას სურვილი ექნება თავი მოაწონოს გარშემო მყოფებს; გამოავლინოს დახვეწილი მანერები. ჯანმრთელობას რაც შეეხება, მოუფრთხილდით კუჭს და წელის ზონას. განსაკუთრებით, თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ.

    თევზები
    იყავით დაკვირვებული, როცა საქმე ფინანსებს ეხება. ეცადეთ, გარკვევით წარმოთქვათ ის, რაც გსურთ და საქმიან პარტნიორსაც გაამეორებინეთ ნათქვამი, თუ რამე ვერ გაიგეთ. არავის მოატყუებინოთ თავი. დააკვირდით საკუთარ ემოციებსა და ინტუიციას. შეიძლება გაგიტაცოთ ფენტეზის ჟანრის ფილმებმა. ზოგიერთმა კი თავადაც სცადოს მწერლობაში ძალა. თვის პირველ ნახევარში მეტად მოგინდებათ განმარტოება, საკუთარ თავში, სურვილებში გარკვევა. კარგი იქნება, თუ ცოტა ხნით სიმშვიდეში დაისვენებთ. ფიზიკურ და სულიერ ძალებს აღიდგენთ. ვარსკვლავებისგან ერთადერთი გაფრთხილება გაქვთ, ნუ შეიყვარებთ ადამიანს, რომელიც თქვენი ღირსი არაა. მოერიდეთ ფარული სასიყვარულო ურთიერთობის გაბმას, თუნდაც თქვენი სოციალური სტატუსის გამო. ან თუ უკვე გაქვთ ასეთი, ის შეიძლება გამოვლინდეს. კიდევ ერთი ვარიანტია, თქვენს მომავალ პარტნიორს შეიძლება ფარული შიშები და კომპლექსები ჰქონდეს. ფრთხილად იმოქმედეთ, გულგატეხილი არ დარჩეთ. პატარა მიზნებს ადვილად მიაღწევთ, ენერგიული და იმპულსური ხართ. გახშირდება კონტაქტები და-ძმებთან, ნათესავებთან. მოერიდეთ აგრესიულობას გარშემო მყოფებთან. ემოციები უნდა აკონტოლოთ. მოუფრთხილდით მხრებს, ხელებს განსაკუთრებით ფიზიკური აქტიურობისას. განსაკუთრებით თუ ართრიტი ან ართროზი გაწუხებთ.

    წყარო: marao.ge
    216 ნახვა
    7-02-2021, 01:14