GOGA.TV
  • ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი დაჭრეს

    ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი დაჭრეს. საქმეში დანა ფიგურირებს.

    თავდამსხმელმა მსხვერპლს დაზიანება ზურგის არეში მიაყენა. შემთხვევა ხალხმრავალ ეზოში მოხდა, რის შემდეგაც თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, სასწრაფო დახმარება კი, მეზობლებმა გამოიძახეს.

    დაშავებული პირი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის ამსახველ ვიდოკადრებს "კურიერს" თვითმხილველი აწვდის, სადაც ჩანს ადგილზე მობილიზებული პოლიცია და ექიმები.
    127 ნახვა
    7-02-2021, 10:41