GOGA.TV
ლევან კობერიძე პარტია "ლელოს" ტოვებს
  • ლევან კობერიძე პარტია "ლელოს" ტოვებს

    ლევან კობერიძე პარტია "ლელოს" ტოვებს. გადაწყვეტილების მიზეზებზე პოლიტიკოსი ვრცლად მოგვიანებით ისაუბრებს.

    თუმცა "კურიერმა" გაარკვია, რომ გადაწყვეტილება პარტიის სამომავლო ხედვებთან დაკავშირებულ აზრთა სხვადასხვაობას უკავშირდება.

    კიდევ ერთ ოპოზიციურ პარტიას "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" გამოეთიშა ბექა ნაცვლიშვილი.

    როგორც ის აცხადებს, მის მიერ დაფუძნებულ პარტიას აქვს დიდი პოტენციალი და ის მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის ქართულ პოლიტიკაში, თუმცა, ამ რწმენის მიუხედავად, განმარტავს, რომ მაინც ტოვებს პოლიტიკურ მოძრაობას.
    132 ნახვა
    8-02-2021, 09:09