GOGA.TV
ძალადობა არასრულწლოვანი დის მიმართ
  • ძალადობა არასრულწლოვანი დის მიმართ

    არასრულწლოვანი დის მიმართ ძალადობის ფაქტი ბორჯომში - გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის მამაკაცმა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, 17 წლის დას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

    ძალადობის განმეორებით ჩადენის თავიდან აცილების მიზნით, გ.კ-ს მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცა. ასევე, დაწესდა ელექტრონული ზედამხედველობა.

    მოძალადეს დაუმაგრდა ელექტრონული სამაჯური და მსხვერპლის წინასწარ განსაზღვრულ ადგილებთან მიახლოების მონიტორინგი მიმდინარეობს.
    121 ნახვა
    9-02-2021, 10:28