GOGA.TV
  • გირჩის გადაწყვეტილებით 0%-იანი ბარიერის შემთხვევაში ისინი პარლამენტში შევლენ

    "გირჩი" კიდევ ერთხელ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას, რომ 0%-იანი ბარიერის შემთხვევაში ისინი პარლამენტში შევლენ და დარწმუნებული არიან, რომ მათ სხვებიც გაჰყვებიან.

    "თუ მოლაპარაკების მაგიდაზე იქნება დადებული უბარიერო პროპორციული არჩევნები, ჩვენ შევალთ პარლამენტში და შევიყვანთ ჩვენს კოლეგებსაც. მე დარწმუნებული ვარ, ოპოზიციაში არის ბევრი ადამიანი, ვინც მიხვდება, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, დარწმუნებული ვარ, გვექნება რესურსი მივაღწიოთ ვადამდელ არჩევნებს პარლამენტიდან," - აღნიშნავს პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

    განსხვავებულად ფიქრობენ "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიაში თვლიან, რომ რეალურად არც ერთი ოპოზიციური ძალა "ქართული ოცნების" ამ წინადადებას არ მიიღებს.
    122 ნახვა
    9-02-2021, 10:54