GOGA.TV
  • ცინცაძის ქუჩის მოსახლეობა 27 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსის შესაძლო მშენებლობას აპროტესტებენ

    ცინცაძის ქუჩის მოსახლეობა მიმდებარე ტერიტორიაზე 27 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსის შესაძლო მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მრავალსართულიანი კორპუსის აგების შემთხვევაში მათი ცხოვრება დიდ დისკომფორტთან იქნება დაკავშირებული, რადგან შეუძლებელი გახდება ეზოთი სარგებლობა და მანქანის გაჩერება.

    აქციის მონაწილეთა თქმით, მათ თბილისის მერმა კახი კალაძემ პირობა მისცა, რომ ცინცაძის ქუჩაზე მრავალსართულიანი შენობა არ აშენდებოდა.

    " ვადანაშაულებთ მერიას და არქიტექტურის სამსახურს. კახი კალაძეც გვპირდებოდა პირდაპირ, აქ კორტების მშენებლობაზე, რომ იყო ლაპარაკი მაშინ შევხდით მას და შეგვპირდა პირისპირ საუბრისას, რომ არ აშენდება" - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები ხათუნა ნანუაშვილი.

    მობინადრეების თქმით, მშენებლობის დაწყების შემთხვევაში აქციები პერმანენტული იქნება.
    120 ნახვა
    10-02-2021, 00:20