GOGA.TV
ვინ ჩაიბარებს ეპარქიებს - საპატრიარქოში მაღალი სასულიერო პირების შეკრება მიმდინარეობს
  • ვინ ჩაიბარებს ეპარქიებს - საპატრიარქოში მაღალი სასულიერო პირების შეკრება მიმდინარეობს

    ამ წუთებში, საპატრიარქოში მაღალი სასულიერო პირების შეკრება მიმდინარეობს. სავარაუდოდ, კონსულტაციების დასრულების შემდეგ დასახელდებიან კანდიდატები, თუ ვინ ჩაიბარებს ეპარქიებს, რომელთა ხელმძღვანელების ადგილი თავისუფალია. სულ 5 ეპარქიიდან, 4 საქართველოშია, 1 კი გერმანიაში.

    შეხვედრას ხელმძღვანელობს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. შეხვედრას ესწრება მისი მოსაყდრე შიოც.

    სასულიერო პირებმა შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავეს, თუმცა აღნიშნეს, რომ განიხილება რამდენიმე საკითხი.

    წინასწარი ინფორმაციით, განიხილება კორონავირუსის ვაქცინის საკითხიც, რომლის შესახებაც საპატრიარქოში აზრთა სხვადასხვაობაა. საპატრიარქო ოფიციალურ პოზიციას ხვალ, სინოდის სხდომის შემდეგ გაასაჯაროებს.
    143 ნახვა
    10-02-2021, 09:20