GOGA.TV
რომელი დრაკონი გემორჩილებათ, ძველი ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით?
  • რომელი დრაკონი გემორჩილებათ, ძველი ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით?

    ძვე­ლი ჩი­ნუ­რი ლე­გენ­დის თა­ნახ­მას, ზო­დი­ა­ქოს თი­თო­ე­უ­ლი ნი­შა­ნი დრა­კონს მარ­თავს. გა­ინ­ტე­რე­სებთ, რო­მე­ლი დრა­კო­ნი გე­მორ­ჩი­ელ­ბათ?
    ვერ­ძი
    ვერ­ძი მარ­თავს დრა­კონს, რო­მე­ლიც სტი­ქი­ურ მოვ­ლე­ნებს გა­ნა­გებს. მას შე­უძ­ლია გა­მო­იწ­ვი­ოს ძლი­ე­რი ჭექა-ქუ­ხი­ლი, დას­ცეს მეხი, მო­უხ­მოს დელ­გმას, სე­ტყვა­სა და ქარს. ეს დრა­კო­ნი ცე­ცხლის ნაც­ვლად ელექტრო­ე­ნერ­გი­ას აფ­რქვევს და მო­მენ­ტა­ლუ­რად ანად­გუ­რებს ყვე­ლა­ფერს.

    კურო
    კურო მარ­თავს დრა­კონს, რო­მე­ლიც ქვებს, მე­ტა­ლებ­სა და მი­ნე­რა­ლებს იცავს, სწო­რედ ამი­ტომ კუ­როს ხე­ლე­წი­ფე­ბა მი­წის წი­აღ­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა გან­ძის და­პატ­რო­ნე­ბა. ამ დრა­კონს შე­უძ­ლია ამო­იც­ნოს ყალ­ბი და ნამ­დვი­ლი ძვირ­ფა­სი ქვე­ბი. მისი გულ-მკერ­დი მო­ოქ­რუ­ლია, რაც მტრის თავ­დას­ხმის­გან იცავს.

    ტყუ­პი
    ტყუ­პი მარ­თავს დრა­კონს, რო­მე­ლიც ადა­მი­ან­თა ფიქ­რებს კი­თხუ­ლობს, თუ თვა­ლებ­ში ჩა­ხე­დავს მას. ამ დრა­კო­ნის მო­ტყუ­ე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. მე­ტიც, მან ყო­ველ­თვის წი­ნას­წარ იცის ხალ­ხის გეგ­მე­ბი და გან­ზრახ­ვე­ბი.

    კირჩხი­ბი
    კირჩხი­ბი მარ­თავს დრა­კონს, რო­მელ­საც შე­უძ­ლია უჩი­ნა­რი გახ­დეს და მო­მა­ვა­ლი იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლოს. სწო­რედ ამი­ტომ ეს დრა­კო­ნებ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ში­ში და და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი ჯი­შია. მისი დახ­მა­რე­ბით უძ­ვე­ლეს დრო­ში კირჩხიბს შე­ეძ­ლო შე­ეღ­წია ყველ­გან, ისე რომ ვე­რა­ვის შე­ე­ტყო, გა­ე­გო ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცია.

    ლომი
    ლომი მარ­თავს დრა­კონს, რო­მე­ლიც ყვე­ლა ცხო­ვე­ლის მე­ფეა. მას შე­უძ­ლია ფა­უ­ნა გა­ა­ერ­თი­ა­ნოს და მისი ძალა პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნოს. ეს დრა­კო­ნი ბრა­კო­ნი­ე­რე­ბის და­უ­ძი­ნე­ბე­ლი, შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი მტე­რია.

    ქალ­წუ­ლი
    ქალ­წუ­ლი მარ­თავს დრა­კონს, რო­მე­ლიც ფლო­რა­ზე ზრუ­ნავს. მას ემორ­ჩი­ლე­ბა დე­და­მი­წა­ზე არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა მცე­ნა­რე, უდაბ­ნო­ში ამო­სუ­ლი კაქ­ტუ­სით და­წყე­ბუ­ლი - ევე­რესტზე გა­ფურ­ჩქნი­ლი ედელ­ვა­ი­სით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ამ დრა­კონს შე­უძ­ლია თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბა­ში მი­წი­დან ამო­იყ­ვა­ნოს ალ­ვის ხე, ზამ­თარ­შიც კი აა­ბი­ბი­ნოს ბა­ლა­ხი. ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, ის ანად­გუ­რებს ყვე­ლა სუ­ლი­ერს, რო­მე­ლიც ბუ­ნე­ბას ვნებს.

    სას­წო­რი
    სას­წო­რი მარ­თავს ერთ-ერთ ყველ­ზე შემ­ზა­რავ და სას­ტიკ დრა­კონს, რო­მე­ლიც და­ფა­რუ­ლია შხა­მი­ა­ნი, რქო­ვა­ნი წა­მო­ნა­ზარ­დით. მა­ში­ნაც კი თუ დრა­კონ­მა ოდ­ნავ გა­კაწ­რა მსხვერ­პლი, ის მო­მენ­ტა­ლუ­რად იღუ­პე­ბა. ამ დრა­კონს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სმე­ნა, ყნოს­ვა და ხედ­ვა აქვს, რის გა­მოც შე­უძ­ლე­ბე­ლია ცო­ცხა­ლი გა­და­ურ­ჩე. ხში­რად იყე­ნებ­დნენ გან­ძის ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნივ­თე­ბის და­სა­ცა­ვად.

    მო­რი­ე­ლი
    მო­რი­ე­ლი მარ­თავს დრა­კონს, რო­მელ­საც გარ­დაც­ვლილ­თა სამ­ყა­როს­თან და­კავ­ში­რე­ბა შე­უძ­ლია. ის სულს დრო­ე­ბით ცო­ცხალ­თა სამ­ყა­რო­ში აბ­რუ­ნებს, იმის­თვის, რომ და­უს­რუ­ლე­ბე­ლი საქ­მე­ე­ბი და­ამ­თავ­როს. დრა­კო­ნის ამ სა­ხე­ო­ბას ფე­რის შეც­ვლა შე­უძ­ლია.

    მშვილ­დო­სა­ნი
    მშვილ­დო­სა­ნი მარ­თავს დრა­კონს, რო­მე­ლიც ცე­ცხლს იმორ­ჩი­ლებს. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ ის თა­ვა­დაც ცე­ცხლისმფრქვე­ვე­ლია, მას ალი ვე­რა­ფერს ვნებს, ფა­ფა­რიც კი არ ეწ­ვე­ბა. ამ დრა­კო­ნის ცე­ცხლს შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი მე­ტა­ლის გა­დად­ნო­ბა. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ეს სა­ხე­ო­ბა ვულ­კა­ნებს გა­ნა­გებს.

    თხის რქა
    თხის რქა მარ­თავს დრა­კონს, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნად გა­დაქ­ცე­ვა შე­უძ­ლია.

    მერ­წყუ­ლი
    მერ­წყუ­ლი მარ­თავს დრა­კონს, რო­მე­ლიც დროს გა­ნა­გებს. მას შე­უძ­ლია წარ­სულ­ში გა­და­იხ­ვე­წოს ან მო­მა­ვალ­ში გაფ­რინ­დეს. სწო­რედ ამი­ტომ ყო­ველ­თვის იმა­ზე მეტი იცის, ვიდ­რე იმ ეპო­ქის შვი­ლებ­მა, რო­მელ­შიც და­ი­ბა­და. ეს ჯიში მი­იჩ­ნე­ვა ყვე­ლა­ზე ამო­უც­ნო­ბად. ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, დრა­კო­ნის ეს სა­ხე­ო­ბა ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს, მაგ­რამ კარ­გად იმა­ლე­ბა და მერ­წყულს ელო­დე­ბა.

    თევ­ზე­ბი
    თევ­ზე­ბი მარ­თავს დრა­კონს, რო­მე­ლიც ოკე­ა­ნე­ებს, ზღვებს, მდი­ნა­რე­ებ­სა და ტბებს გა­ნა­გებს. ამ დრა­კონს შე­ეძ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი წყურ­ვი­ლით მო­ეკ­ლა ან პი­რი­ქით, და­ეტ­ბო­რა მათი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი, ჩა­ე­ძი­ე­რა გე­მე­ბი. მისი დამ­ხმა­რე­ე­ბი ქალ­თევ­ზე­ბი იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც მრა­ვალ კულ­ტუ­რა­ში სი­რი­ნოზ­თა სა­ხე­ლით დარ­ჩნენ.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    246 ნახვა
    10-02-2021, 23:41