GOGA.TV
რომელ კერძზე გიჟდებიან ზოდიაქოს ნიშნები? ცხარე, მჟავე, ტკბილი..
  • რომელ კერძზე გიჟდებიან ზოდიაქოს ნიშნები? ცხარე, მჟავე, ტკბილი..

    ასტროლოგები დარწმუნებულები არიან, რომ ჩვენი გემოვნების მისწრაფებები ვარსკვლავებზეა დამოკიდებული. თუ ზოდიაქოს ნიშნების საყვარელ კერძებს გაეცნობით, ოჯახის წევრებისა და მეგობრების გაოცებას შეძლებთ.

    ვერძი
    ცეცხლოვან ნიშანს მოგზაურობა უყვარს, მათ შორის, გასტრონომიულიც. სიამოვნებას ანიჭებთ ცხარე და სანელებლიანი კერძების გასინჯვა. მათი ფავორიტია იტალიური სამზარეულო: არომატული პასტა, ბრუსკეტა, რიზოტო, ლაზანია და რა თქმა უნდა, 1 ბოკალი შავი ღვინო.

    კურო
    ეგზოტიკური საკვებით ვერ გაახარებთ. მას ძველი, ოჯახური კერძები მოსწონს, რომლებსაც ბავშვობიდან მიირთმევს. სადილზე მწვანილი და ბოსტნეული მოუმარაგეთ, დესერტზე - ღვეზელები და
    ტკბილი ხილი.

    ტყუპი
    ამოუცნობი და ურთიერთგამომრიცხავი ნიშანია. მისთვის საუკეთესო ხორცი - ფრინველია. დესერტზე ნაყინი და ჩიზქეიქი მიართვით.

    კირჩხიბი
    აღმერთებს ზღვის პროდუქტებს, თუმცა ბებიის კატლეტებსაც მშვენივრად მიირთმევს. კირჩხიბი ადამიანებსაც ეჯაჭვება და კერძებსაც. თუმცა, არც ეგზოტიკურ გემრიელობებზე - მანგო, პაპაია - ამბობს უარს.

    ლომი
    ძირითადად, ხორცეულს ეტანება, მაგრამ სალათსაც და თევზსაც დააგემოვნებს. ხილს სიამოვნებით მიირთმევს. განსაკუთრებით, ანანასსა და ფორთოხალს. ტკბილეული მისი სუსტი წერტილია.

    ქალწული
    დიეტოლოგადაა დაბადებული. უპირატესობას ანიჭებს: ინდაურის, ხბოს ხორცს, ორთქლზე მოთუშულ ბოსტნეულს. წვნიანსა და ფაფას კი ყოველდღე მიირთმევს. ბროწეული, მარწყვი, ატამი მისი საყვარელი ხილია. ტკბილეულიდან შეიძლება შავი შოკოლადი შეჭამოს.

    სასწორი
    კულინარიული ესთეტია. ხორცსაც ჭამს და თევზსაც. მთავარია, კერძი მიმზიდველად გამოიყურებოდეს. განსაკუთრებით უყვარს ტკბილეული, ხილი.

    მორიელი
    სანელებლებით გაჯერებული, პიკანტური კერძები უყვარს. უპირატესობას საოჯახო სამზარეულოს ანიჭებენ, თუმცა ზღვის პროდუქტებზეც არ ამბობენ უარს. ხილიდან ყველაზე მეტად ციტრუსები უყვართ.

    მშვილდოსანი
    ინტერნაციონალური გურმანია, ყველა ქვეყნის სამზარეულო უნდა გასინჯოს. მისი საყვარელი სოუსებია მდოგვი და კეტჩუპი. ტკბილეული მაინცდამაინც არ უყვარს, უფრო მეტად ჩირი.

    თხის რქა
    კონსერვატორი ნიშანია და ჭამს იმ კერძებს, რომლებიც ბავშვობაში შეუყვარდა. თუმცა ეგზოტიკურსაც დააგემოვნებს. ტკბილეულიდან უყვარს მაჭკატები, ღვეზელები, შოკოლადის დესერტი.

    მერწყული
    ბავშვობიდან ცნობისმოყვარეა. შეჭამს იმას, რაც ინტერესს გაუღვიძებს. უყვარს კულინარიული ექსპერიმენტები.

    თევზები
    თევზეულსაც მიირთმევენ და მწვადსაც. ხოლო, როცა საქმე ტკბილეულს ეხება, გონება ებინდებათ. აღმერთებენ ოჯახურ ნამცხვრებს. განსაკუთრებით, ალუბლის მურაბით.

    წყარო: marao.ge
    180 ნახვა
    11-02-2021, 23:26