GOGA.TV
საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია
  • საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია

    ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენი ადამ კიზინგერი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს, რომ საქართველო აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია და, ამასთან, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ თავისუფლების ფრონტის ხაზზე დგას.

    რესპუბლიკელი კონგრესმენი დავით ზალკალიანის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის შესახებ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

    საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ადამ კინზინგერმა და ჯერი კონოლიმ წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტი რამდენიმე დღის წინ წარადგინეს.
    172 ნახვა
    12-02-2021, 01:12