GOGA.TV
73 წლის მოხუცი ფულის გამოძალვის მიზნით სასტიკად აწამეს
  • 73 წლის მოხუცი ფულის გამოძალვის მიზნით სასტიკად აწამეს

    ყაჩაღობა ქუთაისში - რკინიგზის სადგურ "რიონის" მიმდებარედ 73 წლის მოხუცი სასტიკად აწამეს. უცნობი პირები სახლში შეიჭრნენ და მამაკაცს ფული მოსთხოვეს.

    არსებული ინფორმაციით, მამაკაცის საწამებლად მათ უთო გამოიყენეს. მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაყვანა.

    ექიმის თქმით, მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას სხეულის 23 პროცენტი აქვს დამწვარი, ასევე აღენიშნება თავის დახურული ტრავმა, გულმკერდისა და სახის დაჟეჟილობა.

    მიმდინარეობს გამოძიება, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.
    104 ნახვა
    13-02-2021, 09:47